მწარმოებელი: IVAX, ჩეხეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მცენარეული წარმოშობის საძილე და სედატიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ფლაკონში 30 ც.

ან ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 1 ბლისტერი.

1 ტაბ.

ნოვო-პასიტი მშრალი ექსტრაქტი  …….157.5 მგ

(კატაბალახა სამკურნალო, ბარამბო სამკურნალო, კრაზანა ჩვეულებრივი, კუნელი, ინკარნატის პასიფლორა, დიდგულა, ჩვეულებრივი სვია).

გვაიფენეზინი   ………………………….200.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბირთვი: კოლოიდური კაჟმიწა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კომპრიტოლი “888ATO”  მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა “Fast fiow”.

გარსი: ოპადრა “AMV 80W 31115” მწვანე.

ხსნარი პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 100 მლ

1 ფლ.

სამკურნალო მცენარეების თხევადი ექსტრაქტი …….    7.75 გ

(კატაბალახა სამკურნალო, ბარამბო სამკურნალო, კრაზანა ჩვეულებრივი, კუნელი, ინკარნატის პასიფლორა, დიდგულა, ჩვეულებრივი სვია).

გვაიფენეზინი ………………….. 4 გ

დამხმარე ნივთიერებები:

პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ციკლამატი, ქსანტუმის გუმფისი, ინვერტოზა 50%, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის საქაროზას მონოჰიდრატი, ეთანოლი 96%, ფორთოხლის არომატი, ნატრიუმის ციტრატის დეჰიდრატი, მალტოდექსტრინი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტებს და გვაიფენეზინს. გააჩნია სედატიური და ანქსიოლიზური მოქმედება. ამცირებს განგაშის შეგრძნებასა და ფსიქიურ დაძაბულობას. ადუნებს გლუვ კუნთებს.

გვაიფენეზინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სწრაფად შეიწოვება, მეტაბოლიზდება ღვიძლში, უკავშირდება გლუკურონის მჟავას და გამოიყოფა ინაქტიური მეტაბოლიტების სახით. გამოყოფა ძირითადად ხდება შარდთან ერთად. ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი მიახლოებით არის 1 საათი.

ჩვენებები:

  • ნევრასთენია და ნევროზული რეაქციები, რომლებსაც თან ახლავს აგზნებადობა, განგაშის შეგრძნება, შიში, დაღლილობა, ყურადღების გაფანტვა;
  • “მენეჯერის სინდრომი” (მუდმივი ფსიქიური დაძაბულობის მდგომარეობა);
  • უძილობა (მსუბუქი ფორმები);
  • ნერვიული დაძაბულობით განპირობებული თავის ტკივილები;
  • შაკიკი;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონალური დაავადებები (დისპეფსიური სინდრომი, “გაღიზიანებული ნაწლავის’ სინდრომი);
  • ნეიროცირკულატორული დისტონიისა და კლიმაქტერული სინდრომის დროს, როგორც სიმპტომატური საშუალება;
  • დერმატოზები, რომელთაც თან ახლავს ქავილი (ატოპიური და სებორეული ეგზემა, ჭინჭრის ციება).

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტები

მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზევით: ჩვეულებრივ შემთხვევებში 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დღე-ღამის დოზის გაზრდა 2 ტაბლეტამდე 3-ჯერ დღეში. არასასურველი დათრგუნვის წარმოშობის შემთხვევაში, საჭიროა დილისა და დღის დოზის შემცირება – 1/2 ტაბლეტის მიღება, ხოლო საღამოს დოზა – 1 ტაბლეტი.

დოზის შეცვლა შესაძლებელია პაციენტის რეაქციის მიხედვით. პრეპარატის მიღებათა შორის ინტერვალი უნდა იყოს 4-6 საათი. პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს სასმელებთან ერთად (ჩაი, წვენი – გარდა გრეიფრუტის წვენისა). კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისკომფორტის ან ღებინების შეგრძნების შემთხვევაში პრეპარატი მიღებული უნდა იქნას ჭამის დროს.

ხსნარი

მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით: ჩვეულებრივ შემთხვევებში ნოვო-პასიტი მიიღება 5 მლ 3-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დღე-ღამის დოზის გაზრდა 10 მლ-მდე 3-ჯერ დღეში. არასასურველი დათრგუნვის წარმოშობის შემთხვევაში, დილისა და დღის დოზას ამცირებენ ნახევრამდე და იღებენ 2.5 მლ, ხოლო საღამოს – 5 მლ.

დოზის შეცვლა შესაძლებელია პაციენტის რეაქციის მიხედვით. პრეპარატის მიღებათაშორის ინტერვალი უნდა იყოს 4-6 საათი.

პრეპარატი მიიღება პირდაპირ მენზურიდან ან სასმელებთან ერთად (ჩაი, ხილის წვენი და სხვა). კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისკომფორტის ან ღებინების შეგრძნების შემთხვევაში პრეპარატი მიღებული უნდა იქნას ჭამის დროს.

გვერდითი მოვლენები:

პაციენტები ჩვეულებრივ  კარგად იტანენ პრეპარატს. მაგრამ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას შემდეგი არასასურველი რეაქციები: თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა, ალერგიული რეაქციები, ეგზანთემა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლა (გულისრევა, ღებინება სპაზმები, წვა, შეკრულობა), ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, რომლებიც სწრაფად გადის პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, განსაკუთრებით გვაიფენეზინის მიმართ, მიასთენია, ეპილეფსია.

* პრეპარატი ნოვო-პასიტი უკუნაჩვენებია ბავშვებისათვის 12 წლის ასაკამდე.

* გადაწყვეტილებას პრეპარატის მიღებისა შაქრიანი დიაბეტითა და ღვიძლის მძიმე ფორმით დაავადებულ პაციენტებში, ასევე ორსულობის პერიოდსა და მეძუძურებში იღებს მკურნალი ექიმი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში (მეძუძურ დედებში) ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ შესაძლებელია ნოვო-პასიტის მიღება.

განსაკუთრებული მითითებები:

* სხვა სამკურნალო საშუალებებისა და ნოვო-პასიტის ერთდროული მიღება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.

* სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადებების დროს.

* პრეპარატის გამოყენებისას დაუშვებელია ალკოჰოლური სასმელების მიღება.

* 7 დღის განმავლობაში მდგომარეობა თუ არ გაუმჯობესდა ან პირიქით გაუარესდა, გამოვლინდა გვერდითი მოვლენები ანდა სხვა არადამახასიათებელი რეაქციები, პრეპარატის შემდგომში მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

* პრეპარატის თითოეული დოზა შეიცავს 0.703 გ-მდე ეთანოლს, რომელიც მავნებელია ბავშვებისათვის, პაციენტებისათვის ღვიძლის დაავადებით, ალკოჰოლიკების, ეპილეპტიკების, ორსულებისა და მეძუძურებისათვის. ეთანოლს შეუძლია შეცვალოს ან გააძლიეროს სხვა პრეპარატების მოქმედება.

* პრეპარატი შეიცავს 13.3-15.1 გ გლუკოზას და 13.3-15.1 გ ფრუქტოზას. პრეპარატის რეკომენდებული დოზის მიღების შემთხვევაში თითოეული დოზა შეიცავს 1.5 გ-მდე გლუკოზასა და 1.5 გ-მდე ფრუქტოზას.

ზემოქმედება მანქანის და მექანიზმების მართვის შესაძლებლობებზე: მკურნალობის პერიოდში აუცილებელია თავის შეკავება პოტენციურად საშიში საქმიანობის სახეობებისგან, რომლებიც საჭიროებს ყურადღების ძლიერ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: ტაბლეტები – 3 წელი, ხსნარი – 4 წელი.

Facebook კომენტარები