ნოლიპრელი არგინინი – ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ მიერ წარმოებული ორიგინალური პრეპარატი

საერთაშორისო დასახელება: PERINDOPRIL ARGININE; INDAPAMIDE

მწარმოებელი: SERVIER, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: პერინდოპრილი არგინინი+ინდაპამიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰიპერტენზიული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

პერინდოპრილი არგინინი …….     2.5 მგ

ინდაპამიდი ……………………        0.625 მგ

ტაბლეტები ფორტე: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

პერინდოპრილი არგინინი …….    5 მგ

ინდაპამიდი ……………………..    1.25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის ოქსიდი კოლოიდური ჰიდროფობული.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს პერინდოპრილი არგინინის (აგფ ინჰიბიტორის) და ინდაპამიდის (სულფონამიდის წარმოებულების ჯგუფის დიურეტიკის) შემცველ კომბინირებული პრეპარატს. ნოლიპრელი არგინინის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია თვითოეული კომპონენტის თვისებების შერწყმით. პრეპარატის გამოხატული ანტიჰიპერტენზიული ეფექტი დაკავშირებულია პერინდოპრილი არგინინისა და ინდაპამიდს შორის სინერგიზმთან.

ნოლიპრელი არგინინი აუმჯობესებს ენდოთელიუმის ფუნქციას (სისხლძარღვთა გამაფართოებელი ფაქტორის წარმოების გაზრდა და არტერიულ სისხლძარღვთა შემავიწროებელი ფაქტორების წარმოების შემცირება) და არტერიულ-კაპილარულ მიკროცირცუკულაციას, ზრდის სისხლძარღვთა ელასტიურობას, ამცირებს რიგიდულობას, რასაც თან ახლავს ელასტინ/კოლაგენის თანაფარდობისა და მიკროცირკულაციის ფუნქციონალური წინააღმდეგობის ნორმალიზაცია, ხელს უწყობს თირკმლის დარღვევების (პროტეინურია, გლომეროულოსკლეროზი) რეგრესიას.

ნოლიპრელი არგინინის მიღების ფონზე ხდება რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობის ინჰიბირება და მცირდება კალიუმის გამოდევნა, რაც განპირობებულია ინდაპამიდის მოქმედებით.

ნოლიპრელი არგინინი ახდენს გამოხატულ დოზადამოკიდებულ ჰიპოტენზიურ მოქმედებას როგორც სისტოლურ, ისე დიასტოლურ არტერიულ წნევაზე.

პრეპარატის ჰიპოტენზიური მოქმედება არ არის დამოკიდებული ასაკზე და ავადმყოფის სხეულის მდგომარეობაზე და გრძელდება 24 საათის განმავლაბში. არტერიული წნევის დაქვეითება ხდება ერთ თვეზე ნაკლებ პერიოდში და არ ახლავს ტაქიკარდია. მკურნალობის შეწყვეტა არ იწვევს ასოციაციური სიმპტომების გამოვლენას.

კლინიკური კვლევებით დადგენილი იქნა, რომ პერინდოპრილი არგინინის და ინდაპამიდის კომბინაცია აძლიერებს თითოეული მათგანის მოქმედებას.

ნოლიპრელი არგინინი ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას. აუმჯობესებს არტერიების ელასტიურობას, ამცირებს არტერიოლების და პერიფერიულ სისხლძარღვთა საერთო წინააღმდეგობას, არ ახდენს გავლენას ლიპიდების მეტაბოლიზმზე (საერთო ქოლესტერინი, ქოლესტერინი/მსლ და დსლ, ტრიგლიცერიდები), აგრეთვე ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებშიც კი. პერინდოპრილი არგინინის მოქმედება განპირობებულია მისი მეტაბოლიტის – პერინდოპრილატის აქტივობით.

პერინდოპრილი არგინინი – აგფ ინჰიბიტორი. ეს ფერმენტი აჩქარებს ანგიოტენზინ I-ის ანგიოტენზინ II-ად გარდაქმნას, რომელსაც გააჩნია სისხლძარღვთა შემავიწროებელი თვისებები; გარდა ამისა, აგფ ასტიმულირებს ალდოსტერონის სეკრეციას. პერინდოპრილი არგინინის მიღებისას ხდება ალდოსტერონის სეკრეციის შემცირება, რის შედეგად უკუკავშირის პრინციპის მიხედვით, იზრდება რენინის აქტივობა პლაზმაში; ხანგრძლივი გამოყენებისას კლებულობს პერიფერიულ სისხლძარღვთა საერთო წინააღმდეგობა, რაც განპირობებულია ძირითადად კუნთებისა და თირკმელების სისხლძარღვებზე ზემოქმედებით. ამასთან ერთად, არ შეინიშნება მარილისა და წყლის შეკავება ან რეფლექტორული ტაქიკარდია.

პერინდოპრილი არგინინი ავლენს ჰიპოტენზიურ მოქმედებას პაციენტების სისხლში რენინის დაბალი და ნორმალური დონით.

პერინდოპრილი არგინინი ამცირებს დატვირთვას გულზე ვენებზე სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედების შედეგად (პროსტაგლანდინების მეტაბოლიზმის შეცვლის გზით), მცირდება პრედატვირთვა და იკლებს საბოლოო დიასტოლური წნევა; ადგილი აქვს პერიფერიულ სისხლძარღვთა საერთო წინააღმდეგობის შემცირებას, რასაც პოსტდატვირთვის შემცირებამდე მივყავართ.

პერინოდოპრილი არგინინი ეფექტურია არტერიული ჰიპოტენზიის ნებისმიერი სტადიის დროს: საწყისი ზომიერი, მძიმე. დიასტოლური და სისტოლური არტერიული წნევის შემცირება ხდება როგორც მწოლიარე, ისე მდგომარე მდგომარეობაში. ჰიპოტენზიური აქტივობის მაქსიმუმი შეინიშნება ერთჯერადი მიღებიდან 4-6 საათში და შენარჩუნებულია 24 სთ-ის განმავლობაში. აღინიშნება აგფ აქტივობის მაღალი დონე პრეპარატის მიღებიდან 24 საათის შემდეგ – 80%.

პრეპარატისადმი მგრძნობიარე ავადმყოფებში არტერიული წნევის ნორმალიზაციას არ ახლავს რეფლექტორული ტაქიკარდია. პრეპარატის მოხსნა არ იწვევს ჰიპოტენზიური რეაქციის განვითარებას.

პერინდოპრილი არგინინი აღადგენს ძირითადი არტერიების ელასტიურობას, ახდენს რეზისტენტული არტერიებში ჰისტომორფოლოგიური ცვლილებების კორეგირებას და იწვევს გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის რეგრესიას. აუცილებლობის შემთხვევაში თიაზიდური დიურეტიკის დანიშვნა იწვევს სინერგიულ რეაქციას. აგფ ინჰიბიტორისა და თიაზიდური დიურეტიკის კომბინაცია ამცირებს ჰიპოკალიემიის განვითარების რისკს, რომელიც ახასიათებს დიურეზული პრეპარატების მიღებას.

კლინიკური კვლევების დროს, ავადმყოფებში გულის უკმარისობით, დადგენილი იქნა, რომ პერინდოპრილი არგინინი იწვევს გულის მარცხენა და მარჯვენა პარკუჭის ავსების წნევის დაქვეითებას, სისხლძარღვთა საერთო წინააღმდეგობის შემცირებას, გულის განდევნისა და კარდიალური ინდექსის ზრდას, კუნთებში რეგიონალური სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას. მნიშვნელოვნად უმჯობესდება ფიზიკური დატვირთვის სინჯის შედეგები. 3 კლინიკური გამოკვლევაში ავადმყოფებში გულის ქრონიკული უკმარისობით, ნაჩვენები იქნა, რომ პერინდოპრილი არგინინის მიღების საწყის ეტაპზე არტერიული წნევის შემცირება ხდება უფრო ნელა, ვიდრე იმავე ფარმაკოლოგიური კლასის სხვა პრეპარატების მიღებისას და სრულიად შეესაბამება პლაცებოს მოქმედებას.

ინდაპამიდი თიაზიდის მსგავსი დიურეტიკია. მისი მოქმედება დაკავშირებულია ნეფრონის მარყუჟის კორტიკალურ სეგმენტში ნატრიუმის რეაბსორბციის ინჰიბირებასთან. იწვევს ნატრიუმის, ქლორისა და, ნაკლები დოზით – კალიუმის და მაგნიუმის გამოყოფის დოზადამოკიდებულ მატებას, რითაც აძლიერებს დიურეზს.

ინდაპამიდი ამცირებს სისხლძარღვთა ჰიპერაქტივობას ნორადრენალინთან მიმართებაში, პერიფერიულ სისხლძარღვთა საერთო წინააღმდეგობას და წინააღმდეგობას არტერიოლებში. ინდაპამიდით მონოთერაპიის დროს აღინიშნება ხანგრძლივი ჰიპოტენზიური ეფექტი – 24 საათის განმავლობაში. ჰიპოტენზიური თვისებები ვლინდება ისეთ დოზებში, რომლებშიც ინდაპამიდის დიურეზული ეფექტი სუსტადაა გამოხატული. ინდაპამიდის ჰიპოტენზიური მოქმედების ეფექტურობა პირდაპირპროპორციულია მისი არტერიების ელასტიურობის გაუმჯობესების, არტერიოლების და პერიფერიულ სისხლძარღვთა საერთო წინააღმდეგობის შემცირების თვისებასთან. ინდაპამიდი ხელს უწყობს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის შემცირებას.

ზღვრულ კონცენტრაციებში თიაზიდური დიურეტიკების ან სხვა შესაბამისი ნაერთების ჰიპერტენზიული ეფექტურობა აღწევს პლატოს და აღარ იმატებს, მაშინ როცა პრეპარატების გვერდითი მოვლენები უფრო და უფრო გამოხატული ხდება. თუ მკურნალობა არ არის ეფექტური, არაა მართებული პრეპარატის დოზის გაზრდა.

ფარმაკოკინეტიკა:

პერინდოპრილი არგინინის და ინდაპამიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები კომბინაციის დროს არ იცვლება მათ ცალ-ცალკე გამოყენებასთან შედარებით.

პერინოდოპრილი არგინინის ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია და მეტაბოლიზმი: პერორალურად მიღების შემდეგ პერინდოპრილი არგინინი სწრაფად აბსორბირდება. საშუალოდ აბსორბცია შეადგენს 67-70%-ს. პერინდოპრილი არგინინი ჰიდროლიზდება პერინდოპრილატის წარმოქმნით, რომელიც აგფ ინჰიბიტორს წარმოადგენს. მეტაბოლიზმის სხვა პროდუქტები არააქტიურია. წარმოქმნილი პერინდოპრილატის რაოდენობა დამოკიდებულია მიღებულ საკვებზე. სისხლის პლაზმაში პერინდოპრილატის Cmax 3-4 საათის შემდეგ მიიღწევა.

განაწილება: პლაზმის ცილებთან პერინდოპრილატის დაკავშირება, ჩვეულებრივ, 30%-ზე ნაკლებია და არ არის დამოკიდებული სისხლში მის კონცენტრაციაზე. პერინდოპრილი არგინინის რეგულარულად მიღებისას, ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზით, პერინდოპრილატის Css სისხლის პლაზმაში საშუალოდ 4 დღე-ღამეში მიიღწევა. პერინდოპრილატის აქტიური დაგროვების ნახევარპერიოდი – დაახლოებით 24 სთ. აგფ ინჰიბიტორები გადალახავენ პლაცენტარულ ბარიერს.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებული კლინიკური შემთხვევების დროს პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ან ხანდაზმულ პაციენტებში, პერინდოპრილატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შესაძლებელია მნიშვნელოვნად მაღალი იყოს, თუ KK ოდენობა 60 მლ/წთ-ზე ნაკლებია. გარდა ამისა, პრეპარატის გამოყოფა შენელებულია ავადმყოფებში გულის უკმარისობით.

პერინდოპრილი არგინინის კლირენსი დიალიზის დროს შეადგენს 70 მლ/წთ-ს.

პერინდოპრილი არგინინის ფარმაკოკინეტიკა იცვლება ღვიძლის ციროზით დაავადებულ ავადმყოფებში: პერინდოპრილი არგინინის თირკმლის კლირენსი 2-ჯერ მცირდება, თუმცა წარმოქმნილი პერინდოპრილატის კონცენტრაცია არ იცვლება და, შესაბამისად, არ არის საჭირო პრეპარატის დოზის შერჩევა.

ინდაპამიდის ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია: ინდაპამიდი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ადამიანში სისხლის პლაზმაში Cmax მიიღება პერორალური მიღებიდან 1 საათში.

განაწილება: ინდაპამიდის ცილებთან დაკავშირება შეადგენს 79%-ს. პრეპარატის მეორადი მიღებისას  არ ხდება ორგანიზმში მისი დაგროვება.

გამოყოფა: T1/2 შეადგენს 14-24 სთ-ს (საშუალოდ 18 სთ-ს). ძირითადად გამოიყოფა შარდით (მიღებული დოზის 70%) და ფეკალიებით (22%) არააქტიური მეტაბოლიტების სახით.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებული კლინიკური შემთხვევების დროს: ინდაპამიდის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება ავადმყოფებში თირკმლის უკმარისობით.

ჩვენებები:

  • ესენციური არტერიული ჰიპერტენზია.

მიღების წესი და დოზირება:

ნოლიპრელი არგინინი განკუთვნილია შინაგანი მიღებისათვის.

უფროსებს, ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით, ენიშნებათ 1 ტაბ/დღე-ღამეში, სასურველია დილის საათებში.

პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, KK 30 მლ/წთ და მეტი, არ არის საჭირო დოზის კორექცია. შესაძლოა ჰიპონატრიემია ჰიპოვოლემიით, რამაც შეიძლება განაპირობოს დეჰიდრატაცია და ორთოსტატული ჰიპოტენზია, დროებით ჰიპოკალიემია.

გვერდითი მოვლენები:

ნოლიპრელი არგინინის მოქმედებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები:

წყალელექტროლიტური ბალანსის მხრივ:

შესაძლებელია ჰიპოკალიემია ავადმყოფთა 2%-ში. პერინოდოპრილი არგინინის მოქმედებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები

ცნსის მხრივ:

შესაძლებელია თავის ტკივილი, ასთენია, თავბრუსხვევა, გუნება-განწყობის ცვლილებება და/ან ძილის დარღვევა, კრუნჩხვები.

გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ:

შესაძლებელია არტერიული ჰიპოტენზია (მათ შორის – ორთოსტატიკური).

სასუნთქი სისტემების მხრივ:

შესაძლებელია მშრალი ხველა. ხველით შეტევებს აქვთ პერსისტენტული ხასიათი, მაგრამ სწრაფად ქრება პრეპარატის მოხსნისთანავე. ამ სიმპტომის გამოჩენა მიუთითებს პრეპარატის არასასურველ მოქმედებაზე.

საჭმლის მომნელებლი სისტემის მხრივ:

შესაძლებელია ტკივილები ეპიგასტრიუმის არეში, ანორექსია, გულისრევის შეგრძნება, გემოს დარღვევა.

ალერგიული რეაქციები:

ცალკეულ შემთხვევებში ანგიონევროზული შეშუპება.

თირკმელების მხრივ:

შესაძლებელია შარდოვანას და კრეატინინის შემცველობის უმნიშვნელო გაზრდა სისხლის პლაზმაში (შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ), ეს ეფექტი შედარებით გამოხატულია თირკმლის არტერიის სტენოზის, არტერიული ჰიპერტენზიის დიურეტიკებით მკურნალობისას და თირკმლის უკმარისობის დროს.

აგფ ინჰიბიტორების გამოყენება პაციენტებში გორგლისებური ნეფროპათიით შესაძლებელია განაპირობოს პროტეინურიის განვითარება.

სისხლმბადი ორგანოების მხრივ:

პაციენტებში თირკმლის ტრანსპლანტაციით, ჰემოდიალიზის შემდეგ აგფ ინჰიბიტორების მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს ანემია.

ინდაპამიდის მოქმედებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები, ძირითადად, დოზადამოკიდებული ხასიათისაა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

იშვიათად – გულისრევის შეგრძნება, შეკრულობა, პირის სიმშრალე (ჩვეულებრივ, ქრება დოზის შემცირების შემდეგ). ცალკეულ შემთხვევებში – ჰეპატიტი. თირკმლის უკმარისობის დროს შესაძლებელია თირკმლის ენცეფალოპათიის განვითარება.

ცნსის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ:

იშვიათად თავბრუსხვევა, ასთენია, პარესთეზია, თავის ტკივილი (ჩვეულებრივ ქრება დოზის შემცირების შემდეგ).

დერმატოლოგიური რეაქციები:

შესაძლებელია გამონაყარი კანზე, ჰემორაგიული ვასკულიტი, წითელი მგლურას გამწვავება.

ალერგიული რეაქციები:

წინასწარ განწყობილ პაციენტებში -გამოვლინებები კანზე.

წყალელექტროლიტური ბალანსის მხრივ:

შესაძლებელია ჰიპოკალიემია (განსაკუთრებით რისკის ჯგუფის პაციენტებში), ნატრიუმის დონის შემცირება, რასაც თან ახლავს ჰიპოკალიემია, ორგანიზმის დეჰიდრატაცია და ორთოსტატიკური არტერიული ჰიპერტენზია. ქლორის იონების ერთდროულმა დაკარგვამ შესაძლებელია გამოიწვიოს კომპენსატორული მეტაბოლური ალკალოზი, ალკალოზის წარმოქმნის სიხშირე და მისი გამოხატულება უმნიშვნელოა. იშვიათად -კალციუმის დონის მატება.

უკუჩვენებები:

* თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმა (KK

* ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

* ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია;

* ჰიპოკალიემია;

* ორსულობა;

*ლაქტაცია (ძუძუთი კვება);

* აგფ ინჰიბიტორების მიღებით გამოწვეული ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში;

* მომატებული მგრძნობელობა პერინდოპრილზე;

* მომატებული მგრძნობელობა ინდაპამიდზე და სულფანილამიდურ პრეპარატებზე;

შედარებითი უკუჩვენებები:

* კალიუმის დამზოგველ დიურეტიკებთან, კალიუმის ან ლითიუმის მარილებთან კომბინაციაში გამოიყენება;

* თირკმლის არტერიების ბილატერალური სტენოზი ან ფუნქციონირების უნარის მქონე ერთადერთი თირკმელი.

* მომატებული კალიუმის დონე სისხლის პლაზმაში.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ნოლიპრელი არგინინი და ნოლიპრელი ფორტე არგინინი უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში და ლაქტაციის დროს.

ადექვატური და მკაცრად-კონტროლირებადი კვლევები პერინდოპრილი არგინინის გამოყენებაზე ორსულებში არ ჩატარებულა.

! ! ! აგფ ინჰიბიტორებს აქვთ უნარი გადალახონ პლაცენტარული ბარიერი და, შედეგად, გამოიწვიონ ნაყოფისა და ახალშობილის ავადობა-სიკვდილობის ზრდა. II და III ტრიმესტრში პერინდოპრილი არგინინის დანიშვნისას, განსაკუთრებით თუ პრეპარატის მიღება გრძელდებოდა მშობიარობამდე, შეიმჩნეოდა ნაყოფის თირკმლების ფუნქციონირების კლება ამნოიტიკური სითხის მოცულობის შემცირებით, თირკმლის ნეონატალური უკმარისობა, რომელსაც თან ახლდა არტერიული ჰიპოტენზია და კალიუმის დონის შემცირება, ზოგჯერ – ანურია (შექცევადი ან შეუქცევადი).

ვარაუდობენ, რომ ორსულობის დროს პერინდოპრილი არგინინის მიღებისას ნაყოფის არასწორი ფორმირების რისკი, როგორც ჩანს, ძალზედ მცირეა. თუკი ფეხმძიმობა მკურნალობის პროცესში დაიწყო, არ არის მისი (ფეხმძიმობის) შეწყვეტის აუცილებლობა. თუმცა საჭიროა ნაყოფის თავის ქალის ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება. ამისგან განსხვავებით, როდესაც ფეხმძიმობა დაიწყო მკურნალობამდე და გამოვლენილ იქნა მხოლოდ მკურნალობის დაწყების შემდეგ. პერინდოპრილი არგინინის მიღება უნდა შეწყდეს და არ იქნას განახლებული მშობიარობამდე.

* ორსულობის დროს დიურეტიკების, მათ შორის ინდაპამიდის მიღება არ არის რეკომენდებული, შეშუპების მოხსნის მიზნითაც კი. დიურეტიკების გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს პლაცენტარული უკმარისობა და ნაყოფის განვითარების პროცესის შეფერხება.

* მონაცემების უქონლობის გამო, არ არის სასურველი პერინდოპრილი არგინინის გამოყენება ძუძუთი კვების დროს. ინდაპამიდი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად და ამიტომ, არც ამ პრეპარატის გამოყენებაა მიზანშეწონილი ლაქტაციის პერიოდში.

* ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტულ კვლევებში არ გამოვლენილა პერინდოპრილი არგინინის ტერატოგენური ეფექტი, თუმცა ზოგიერთ სახეობაში გამოვლენილ იქნა ნაყოფზე ტოქსიკური ეფექტი.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ნოლიპრელი არგინინით ან ნოლირელი ფორტე არგინინით მკურნალობამდე და მკურნალობის პერიოდში საჭიროა დეჰიდრატაციის და მარილების დაკარგვის მანიშნებელი კლინიკური ნიშნების სისტემატური კონტროლი. ეს მდგომარეობა შეიძლება წარმოიქმნას დიარეას ან გულისრევის დროს. ასეთ ავადმყოფებში რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს ელექტროლიტების შემცველობა სისხლის პლაზმაში.

◄დროებითი არტერიული ჰიპოტენზიის დროს არ არის ნაჩვენები მკურნალობის შეწყვეტა. არტერიული წნევის აღდგენის შემდეგ შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება, ამასთან პრეპარატი უნდა დაინიშნოს ნაკლები დოზით, ან დაინიშნოს მის კომპონენტთაგან მხოლოდ ერთ-ერთი.

◄პერინდოპრილი არგინინის და ინდაპამიდის კომბინირებული მიღება არ ახდენს კალიუმის იონების დაკარგვის პრევენციას. როგორც ნებისმიერი ანტიჰიპერტენზიული თერაპიის დროს, საჭიროა სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის რეგულარული კონტროლი.

◄რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დათრგუნვამ აგფ-ინჰიბიტორების მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება. პრეპარატის მიღების ფონზე შესაძლებელია კრეატინინის შემცველობის მომატება სისხლის პლაზმაში, რაც თირკმლის ფუნქციურ უკმარისობაზე მიანიშნებს. ზოგჯერ მსგავსი მოშლილობები მწვავედ ვითარდება, ამასთან თირკმლის ფუნქციური უკმარისობა პრეპარატის მიღების ფონზე ძალზე იშვიათად გვხვდება და ძნელია პროცესის დაწყების პროგნოზირება. ამათანავე, ყველა მსგავს შემთხვევაში მკურნალობა ან უნდა შეწყდეს, ან გაგრძელდეს დაბალი დოზით ან პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტით. ამ ჯგუფის პაციენტებში აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის და კრეატინინის რეგულარული კონტროლი. თირკმლის მწვავე უკმარისობა ვლინდება პაციენტებში გულის მწვავე უკმარისობით და თირკმლის ფუნქციის დარღვევით, თირკმლის არტერიის სტენოზის ჩათვლით.

◄ნოლიპრელი არგინინით მკურნალობისას აუცილებელია კრეატინინის დონის სისტემატური კონტროლი სისხლის პლაზმაში.

ხანდაზმულ პაციენტებში და დასუსტებულ პირებში პრეპარატის მიღების დაწყებამდე აუცილებელია შეფასდეს თირკმლის ფუნქციური აქტივობა და კალიუმის დონე სისხლის პლაზმაში. ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან პირები, რომლებიც ღებულობენ რამდენიმე სხვადასხვა პრეპარატს, ავადმყოფები ღვიძლის ციროზით, რომელსაც თან ახლავს შეშუპება ან ასციტი, გიდ-ით ან გულის უკმარისობით დაავადებული პაციენტები. კალიუმის დონის დაქვეითება იწვევს საგულე გლიკოზიდების ტოქსიკურობის გაზრდას და არითმიის განვითარების რისკს. მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებს მიეკუთვნებიან ავადმყოფები ეკგ-ზე QT-ის გახანგრძლივებული ინტერვალით. ამასთან, ასეთი ზრდის მიზეზი შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც თანდაყოლილ ანომალიებთან, ისე მედიკამენტების არასასურველ მოქმედებასთან.

◄ნეიტროპენიის განვითარება აგფ ინჰიბიტორების მკურნალობის ფონზე დამოკიდებულია დოზაზე და თანმხლებ დაავადებებზე. ნეიტროპენიის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია პრეპარატის რეკომენდებული დოზით მიღება. მსგავსი ეფექტი ქრება პერინდოპრილი არგინინის მოხსნის შემდეგ.

◄აგფ ინჰიბიტორების, მათ შორის პერინდოპრილი არგინინის მიღებისას, ხანდახან შეინიშნება სახის ქვედა ნაწილის, ტუჩების, ენის, ხახისა და/ან ხორხის ანგიონევროზული შეშუპება. ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა სასწრაფოდ შეწყდეს პერინდოპრილი არგინინის მიღება, ხოლო პაციენტის მდგომარეობა მანამდე უნდა იყოს კონტროლის ქვეშ, ვიდრე შეშუპების ნიშნები საერთოდ არ გაქრება.

თუ შეშუპება ვრცელდება მხოლოდ სახეზე და ტუჩებზე, მის გამოვლინება ხშირად თავისით ქრება, თუმცა სიმპტომების უფრო სწრაფი გაქრობისთვის შესაძლებელია ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება.

◄ანგიონევროზულ შეშუპებას, რომელსაც თან ახლავს ხორხის შეშუპება, შეიძლება ლეტალური შედეგი მოჰყვეს. ენის, ხახისა და ხორხის შეშუპებამ შესაძლებელია სასუნთქი გზების ობსტრუქცია გამოიწვიოს და ასეთი სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში საჭიროა ადრენალინის 1/1000-ზე პროპორციით (0.3 ან 0.5 მლ) დაუყოვნებლივ შეყვანა კანქვეშ და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. ასეთ ავადმყოფებში აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა უკუნაჩვენებია.

◄აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ავადმყოფებში კვინკეს შეშუპებით ანამნეზში, რომელიც არ იყო დაკავშირებული აგფ ინჰიბიტორების მიღებასთან, ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი უფრო მაღალია. პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, რომლის დროსაც გამოყენებულია მაღალ გამტარიანი მემბრანა (პოლიაკრილონიტრილი) აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქცია (ენისა და ტუჩების შეშუპება), რომელსაც თან ახლავს ქოშინი და არტერიული წნევის დაქვეითება. ამიტომ საჭიროა პოლიაკრილური მემბრანებით ჩატარებული ჰემოდიალიზისა და აგფ ინჰიბიტორების კომბინაციის თავიდან აცილება.

◄აგფ ინჰიბიტორების გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მშრალი ხველის განვითარება. ხველის შეტევებს მუდმივი ხასიათი აქვს, მაგრამ სწრაფად ქრება პრეპარატის მოხსნის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება.

◄აგფ ინჰიბიტორები დადებითად მოქმედებენ ავადმყოფებში ვაზორენალური არტერიული ჰიპერტენზიით, რომელთაც უნდა ჩაუტარდეთ ქირურგიული ჩარევა, ისევე როგორც იმ პირებში, რომელთაც ოპერაცია არ ჩაუტარდებათ. მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზით, ერთდროულად თირკმელების ფუნქციური აქტიურობისა და სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის შემოწმებით. ზოგიერთ ავადმყოფში შესაძლებელია განვითარდეს თირკმლის ფუნქციური უკმარისობა, რომელიც სწრაფად ქრება პრეპარატის მოხსნის შემდეგ.

◄პირებში გულის გამოხატული უკმარისობით (IV სტადია) და ავადმყოფებში ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტით (კალიუმის დონის სპონტანური მატება), მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზით ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

◄ავადმყოფებმა, არტერიული ჰიპერტენზიით და გულის უკმარისობით არ უნდა შეწყვიტონ β-ბლოკერების მიღება: აგფ ინჰიბიტორები უნდა დაინიშნოს β-ბლოკერებთან კომბინაციაში.

◄თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებს შესაძლებელია განუვითარდეთ ანემია. ამასთან, ჰემოგლობინი მით უფრო მეტად იკლებს, რაც უფრო მაღალი იყო მისი პირვანდელი დონე. ეს ეფექტი, როგორც ჩანს, არაა დოზადამოკიდებული, თუმცა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს აგფ ინჰიბიტორების მოქმედების მექანიზმთან.

◄ჰემოგლობინის დონის უმნიშვნელო კლება ხდება პირველი 6 თვის განმავლობაში, შემდეგ ჰემოგლობინის დონე უცვლელი რჩება და მთლიანად აღდგება პრეპარატის მოხსნის შემდეგ. ასეთ ავადმყოფებში შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება, თუმცა რეგულარულად უნდა ჩატარდეს ჰემატოლოგიური ანალიზი.

 

გაგრძელება

 

Facebook კომენტარები