ნომიცინი

NOMICIN

100 მგ გრანულები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად

ნიმესულიდი

„ეკვივალენტური პრეპარატი“

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ესფურცელი-ჩანართი, რადგან იგი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

– შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი, შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

– დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

– ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შეიძლება ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმტომები ჰგავს თქვენსას.

– ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენების განვითარებისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს იმ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში. იხ. პუნქტი 4.

ფურცელიჩანართის შინაარსი

  1. რა არის ნომიცინი და რისთვის გამოიყენება იგი
  2. რა უნდა იცოდეთ ნომიცინის გამოყენებამდე
  3. როგორ გამოიყენება ნომიცინი
  4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
  5. როგორ ინახება ნომიცინი
  6. შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
  1. 1.  რა არის ნომიცინი და რისთვის გამოიყენება იგი

ნომიცინი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ნიმესულიდს, რომელიც არის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი (“ასაპ”), რომელსაც ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. გამოიყენება მწვავე ტკივილის, მენსტრუალური ტკივილის დროს.

ნომიცინის დანიშვნამდე ექიმმა უნდა შეაფასოს მისი სარგებელი შესაძლო გვერდითი ეფექტების რისკებთან შეფარდებით.

აცნობეთ ექიმს, თუ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.

  1. 2.  რა უნდა იცოდეთ ნომიცინის გამოყენებამდე

არ მიიღოთ ნომიცინი, თუ:

– თქვენ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ნიმესულიდის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პუნქტი);

– თქვენ გაქვთ ალერგიული რეაქციები (მაგ., სუნთვის გაძნელება, სურდო ან ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ჭინჭრის ციება) ასპირინის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიმართ;

– თქვენ გქონიათ ნიმესულიდით გამოწვეული  ღვიძლის პრობლემები;

– თქვენ გამოიყენებთ სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც ახასიათებს ღვიძლზე ზემოქმედება, მაგ., პარაცეტამოლი, სხვა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები.

– თქვენ მოიხმართ ნარკოტიკების ან ნარკოტიკული ნივთიერებების ან სხვა სუბსტანციებს;

– თქვენ ხართ ალკოჰოლის მომხმარებელი;

– თქვენ გაქვთ ღვიძლის დაავადება ან გაზრდილია ღვიძლის ფერმენტების დონე;

– თქვენ გაქვთ ან წარსულში გქონდათ პეპტიკური წყლული (კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული);

– გქონდათ სისხლჩაქცევა ტვინში;

– გაქვთ სისხლდენის ან სისხლის შედედების რაიმე სახის პრობლემა;

– გაქვთ გულის დაავადება (გულის უკმარისობა), თირკმლის ფუნქციის დარღვევა (თირკმლის უკმარისობა) ან ღვიძლის დაზიანება;

– თქვენ გაქვთ ცხელება ან მწვავე რესპირაციული დაავადება (ზოგადი ტკივილი, სისუსტე, ციება ან კანკალი, მაღალი ტემპერატურა);

– ორსულობის მესამე ტრიმესტრი;

– თქვენ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

არ ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ნომიცინის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

  • ნიმესულიდის გამოყენების დროს ღვიძლის დაზიანების სიმპტომების განვითარებისას საჭიროა დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს. ღვიძლის დაზიანების სიმპტომებია მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, მუდმივად დაღლილობის შეგრძნება და შარდის გამუქება. ნომიცინის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ თქვენ გაქვთ პეპტიკური წყლული, სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან, წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება.
  • თუ მკურნალობის დროს განვითარდა ცხელება ან/და გრიპის მსგავსი სიმპტომები (ზოგადი ტკივილი, სისუსტე, ციება და კანკალი), უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება და დაუკავშირდეთ ექიმს.
  • თუ თქვენ გაქვთ გულის ან თირკმლის დაავადებები, ნომიცინის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან; ნომიცინის მკურნალობის ფონზე მოსალოდნელია თირკმლის ფუნქციის გაუარესება.
  • ხანდაზმულებში ნომიცინის გამოყენებისას საჭიროა ექიმის მიერ რეგულარული კონტროლი კუჭის, თირკმლის, გულის ან ღვიძლის მხრივ მოსალოდნელი გართულებების გამო.
  • თუ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, სამკურნალო საშუალების მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს.
  • თუ თქვენ ნომიცინთან ერთად გამოიყენებთ შემდეგ სამკურნალო საშუალებებს:

კორტიკოსტეროიდებს (ანთებითი მდგომარეობების  სამკურნალო საშუალებები);

ანტიკოაგულანტებს, მაგ., ვარფარინი ან ანტიაგრეგანტები, მათ შორის ასპირინი (სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებები);

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებს (დეპრესიის სამკურნალო საშუალებები);

ანტიჰიპერტენზიულ ან შარდმდენ საშუალებებს (არტერიული წნევის ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის მაკონტროლებელი საშუალებები);

ლითიუმს, რომელიც გამოიყენება აფექტური დარღვევების დროს;

მეტოტრექსატს (ციტოსტატიკური პრეპარატი, რომელიც ასევე გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის დროს);

ციკლოსპორინს, რომელიც წარმოადგენს იმუნოსუპრესანტს და გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდეგ. ნომიცინის დანიშვნისას ექიმი უნდა იყოს ინფორმირებული, რომ თქვენ გამოიყენებთ ციკლოსპორინს.

  • თუ ნიმესულიდის გამოყენებისას განვითარდა გამონაყარი, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი სიმპტომების განვითარებისას, მაგ., მუცლის ტკივილი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, შავი ფერის განავალი, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
  • თუ მკურნალობამ არ გამოიღო სასურველი ეფექტი, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.
  • თუ თქვენ გეგმავთ ორსულობას, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს პრეპარატის მიღებამდე, რადგან ნიმესულიდმა შეიძლება შეამციროს ფერტილობა.

ნომიცინმა შეიძლება გაზარდოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) განვითარების რისკი.

გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი განსაკუთრების იზრდება მაღალი დოზებით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისას. გამოიყენეთ პრეპარატი რეკომენდებული დოზებით და მკურნალობით განკუთვნილი დროის განმავლობაში.

გულის მხრივ პრობლემების არსებობისას, გადატანილი ინსულტის შემთხვევაში ან სხვა რისკების დროს (მაგ., მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის დონის მომატება, თამბაქოს მოხმარება) პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის შემდეგ.

ავშვები და მოზარდები

ნომიცინი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სხვა პრეპარატები და ნომიცინი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც გამოიყენებთ მოცემულ მომენტში ან გამოიყენებდით ცოტა ხნის წინ.

განსაკუთრებით ეს ეხება იმ სამკურნალო საშუალებებს, რომლების გამოყენებისას შესაძლებელია ნომიცინთან ურთიერთქმედების განვითარება:

– სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები.

– კორტიკოსტეროიდები (ანთების საწინააღმდეგო საშუალებები).

– ანტიკოაგულანტები (მაგ., ვარფარინი ან ვარფარინის მსგავსი ანტიკოაგულანტები, აცეტილსალიცილის მჟავა).

– თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო საშუალებები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (დეპრესიის სამკურნალო საშუალებები).

– ანტიჰიპერტენზიული ან შარდმდენი საშუალებები (არტერიული წნევის ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის მაკონტროლებელი საშუალებები);

– ლითიუმს, რომელიც გამოიყენება დეპრესიის ან მსგავსი დარღვევების დროს;

– მეტოტრექსატი (ციტოსტატიკური პრეპარატი, რომელიც ასევე გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის დროს);

– ციკლოსპორინი (წარმოადგენს იმუნოსუპრესანტს და გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდეგ).

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუ ხართ ან შეიძლება იყოთ ორსულად, გეგმავთ ორსულობას ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულობა: ნომიცინი არ გამოიყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში. პირველ და მეორე ტრიმესტრებში პრეპარატის გამოყენებისას შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას.

ძუძუთი კვება: პრეპარატი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.

ფერტილობა:

თუ თქვენ გეგმავთ ორსულობას, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს პრეპარატის მიღებამდე, რადგან ნიმესულიდმა შეიძლება შეამციროს ფერტილობა.

ზეგავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე

ნომიცინის გამოყენების შემდეგ თავბრუსხვევას ან ძილიანობას განვითარებისას შეიკავეთ თავი ავტომობილის  მართვასაგან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნომიცინის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

ნომიცინი, 100 მგ გრანულები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად, შეიცავს საქაროზას.

თუ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, სამკურნალო საშუალების მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს.

  1. 3.    როგორ გამოიყენება ნომიცინი

პრეპარატი გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად. რაიმე კითხვების არსებობისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა არის 1 პაკეტი (100 მგ გრანულები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად) 2-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

გამოიყენეთ ნომიცინი ხანმოკლე მკურნალობის მიზნით, ერთი კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს.

თუ თქვენ გამოიყენეთ ნომიცინი ჭარბი დოზით

თუ თქვენ მიიღეთ ან ფიქრობთ, რომ მიიღეთ პრეპარატი ჭარბი დოზით,  დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს. თან იქონიეთ პრეპარატის გამოუყენებელი ნაწილი. ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია შემდეგი სიმპტომების განვითარება: ძილიანობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, პეპტიკური წყლული, სუნთქვის გაძნელება.

თუ დაგავიწყდებათ ნომიცინის მიღება

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  1. 4.    შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა მხოლოდ ზოგიერთ პაციენტში.

ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტის განვითარებისას შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს სერიოზული გვერდითი ეფექტის განვითარების იშვიათი შემთხვევა და მოითხოვდეს სასწრაფო დახმარებას:

– დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, მათ შორის მუცლის ტკივილი, მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, შავი ფერის განავალი;

– გამონაყარი კანზე ან კანის სიწითლე;

– სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი;

– კანის და გუგების სიყვითლე;

– შარდის რაოდენობის ან ფერის ცვლილებები;

– სახის, ტერფების ან ფეხების შეშუპება;

– დაღლილობის შეგრძნება.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებისათვის დამახასიათებელი ზოგადი ხასიათის გვერდითი ეფექტები:

ნომიცინმა, სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მსგავსად  შეიძლება გაზარდოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) განვითარების რისკი.

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100 პაციენტიდან ერთზე მეტ პაციენტში)

– დიარეა;

– გულისრევა;

– ღებინება;

– ღვიძლის ფერმენტების უმნიშვნელო ცვლილებები.

სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ნომიცინის გამოყენებისას

არც ისე ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100 პაციენტიდან ერთ პაციენტში)

– სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;

– კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, წყლულის პერფორაცია;

– სუნთქვის გაძნელება;

– ვერტიგო;

– არტერიული წნევის გაზრდა;

– ყაბზობა;

– მეტეორიზმი;

– გულძმარვა (გასტრიტი);

– ქავილი;

– გამონაყარი;

– ჭარბი ოფლიანობა;

– შეშუპება.

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000 პაციენტიდან ერთ პაციენტში)

–  ანემია;

–  სისხლის ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება და სისხლის ზოგიერთი თეთრი უჯრედის (ეოზინოფილების) რაოდენობის გაზრდა;

–  არტერიული წნევის ცვლილებები;

–  სისხლდენა;

–  ტკივილი შარდვის დროს, შარდის შეკავება, ჰემატურია;

–  სისხლში კალიუმის დონის გაზრდა;

–  შფოთვა ან ნერვოზულობა, კოშმარები, მხედველობის დაბინდვა;

– გულისცემის გახშირება;

– წამოხურება;

– კანის სიწითლე, კანის გაღიზიანება (დერმატიტი);

– ზოგადი სისუსტე, დაღლილობა.

ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10 000 პაციენტიდან ერთ პაციენტში)

– ძლიერი რეაქციები კანის მხრივ (მაგ., მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), რაც იწვევს კანის აქერცვლას და ზოგად სისუსტეს;

– თირკმლის უკმარისობა ან ანთება (ნეფრიტი), ტვინის ფუნქსიის დარღვევები (ენცეფალოპათია);

– სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც იწვევს სისხლჩაქცევებს კანში ან სისხლდენის განვითარებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რაზეც მეტყველებს შავი ფერის განავალი;

– კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, წყლულის პერფორაცია;

– ღვიძლის  ანთება (ჰეპატიტი), ზოგჯერ ძალიან მძიმე მიმდინარეობით, სიყვითლის განვითარებით და ნაღვლის შეგუბებით;

– ალერგიული რეაქციები, ზოგჯერ კოლაფსით, სუნთქვის გაძნელებით და ასთმური შეტევებით;

– სხეულის ტემპერატურის დაქვეითება;

– ვერტიგო;

– თავის ტკივილი;

– უძილობა;

– კუჭის ტკივილი, დისპეფსია;

– პირის ლორწოვანი გარსის ანთება;

– ქავილი (ჭინჭრის ციება);

– სახის და კისრის შეშუპება;

– მხედველობის დარღვევები.

შეტყობინება გვერდითი ეფექტის შესახებ:

ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში, დაუკავშირდით ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ გვერდითი ეფექტების შესახებ შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით www.agenziafarmaco.gov.it/it/responsabili.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ გვაწვდით დამატებით ინფორმაციას პრეპარატის უსაფრთხოების დასადგენად.

  1. 5.    როგორ ინახება ნომიცინი:

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და პაკეტზე.

არ გადააგდოთ პრეპარატი გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. უტილიზაციის წესების შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  1. 6.    შეფუთვა და სხვა ინფორმაცია:

რას შეიცავს  ნომიცინი

– აქტიური ნივთიერება არის ნიმესულიდი. 1 პაკეტი შეიცავს 100 მგ ნიმესულიდს.

– სხვა ინგრედიენტებია: საქაროზა, მალტოდექსრინი, ლიმონმჟავა, ფორთოხლის არომატიზატორი.

ნომოცინის სამკურნალო ფორმის აღწერილობა და შეფუთვა:

ნომიცინი არის გრანულები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად. შეფუთვაში მოთავსებულია 30 პაკეტი. 1 პაკეტში არის 100 მგ გრანულები.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცებზიის მფლობელი:

Ornado Medicine LLP, დიდი ბრიტანეთი

მწარმოებელი:

Fine Foods & Pharmaceuticals N.T.M. S.p.A Brembate (Bg)

Facebook კომენტარები