ნორკოლუტი
                                                               (Norethisterone)

ჩვენება:
– პრემენსტრუალური სინდრომი;
– მასტოდინია;
– ციკლის დარღვევა სეკრეტორული ფაზის შემოკლებით;
– დისფუნქციური სისხლდენა საშვილოსნოდან;
– ენდომეტრიუმის კისტოზური გლანდულური ჰიპერპლაზია;
– ენდომეტრიოზი;
– ადენომიოზი;
– ლაქტაციის და აბლაქტაციის თავიდანაცილება;
– დისფუნქციური დარღვევები, სისხლდენები კლიმაქტერიულ პერიოდში.

ფარმაკოლოგიური თვისება:
ნორეთისტერონი წარმოადგენს გესტაგენურ პრეპარატს, რომელიც იწვევს ენდომეტრიუმის ტრანსფორმაციას პროლიფერაციული ფაზიდან სეკრეტორულ ფაზაში. რეკომენდებულ დოზებში თრგუნავს ჰიპოფიზის მიერ ჰონადოტროპინის სეკრეციის, რაც ხელს უშლის ფოლიკულების მომწიფებას და აფერხებს მათ ოვულაციას.

ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი პერორალური მიღებისას კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. აქტიური ნივთიერების მაქსიმალური კონცენრაცია სისხლის პლაზმში აღინიშნება 1-2 საათის შემდეგ. მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2,8-10 საათს. პრეპარატის 50-70% ელიმინირდება შარდით, ხოლო 20-40% – განავალით.

დოზირება და მიღების წესი:
პრემენსტრუალური სინდრომის, მასტოდინიის და არარეგულარული ციკლის დროს ინიშნება ციკლის მე-16 დღიდან 25-დღემდე ყოველდღიურად 5-10მგ (1-2აბი). შესაძლებელია მისი მიღება ერთდროულად ესტროგენთან. საშვილოსნოდან დისფუნქციური სისხლდენების, ენდომეტრიუმის კისტოზური გლანდულური ჰიპერპლაზიის დროს (თუ სისხლდენის ფუნქციური ხასიათი დადასტურებულია ჰისტოლოგიური კვლევით, რომელიც ჩატარებულია პირველი 6 თვის განმავლობაში) ინიშნება 6-12 დღის განამავლობაში 5-10მგ დღეში (1-2 აბი). რეციდივის თავიდან ასაცილებლად ციკლის მე-16 დღიდან 25 დღემდე გამოიყენება 5-10მგ დღეში (1-2აბი ერთდროულად ესტროგენთან). ენდომეტრიოზის და ადენომიოზის დროს: ციკლის მე-5 დღიდან 25-დღემდე – 5მგ ერთხელ დღეში (1 აბი), 6 თვის განმავლობაში ან უწყვეტად – ციკლის მე5 დღიდან 2,5მგ დღეში (1/2აბი) და ზრდიან დოზას Ѕ 1/2აბით ყოველ 2-3 კვირაში, პროფუზული სისხლდენის თავიდან ასაცილებლად, 4-6 თვის განმავლობაში. ლაქტაციის თავიდან ასაცილებლად: ორსულობის შეწყვეტა: მე-16-28-ე კვირას: – პირველი დღე 15მგ(3 აბი), – მეორე-მესამე დღე 10მგ(2 აბი), – მეოთხე-მეშვიდე დღე 5მგ(1 აბი). 28-36-ე კვირას: – პირველი დღე 15მგ (3 აბი), – მეორე-მესამე დღე 10მგ (2 აბი). აბლაქტაცია: – 1-3 დღე დღეღამური დოზა 20მგ (4 აბი); – 4-7დღე დღეღამური დოზა 15მგ (3 აბი); – 8-10დღე დღეღამური დოზა 10მგ (2 აბი). დისფუნქციური დარღვევის დროს კლიმაქტერიულ პერიოდში ინიშნება: 5მგ (1 აბი) ხანგრძლივი კურსებით. მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში დამატებით ინიშნება ეთინილესტრადიოლი 25-50მგ დღეში (მაგალითად, მიკროფოლინი აბებში).

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად ვითარდება და დამოუკიდებლად ქრება შემდგომი ციკლის დროს: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა, ჩივილები კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ, პროფუზული სისხლდენა, შეშუპება, პარესთეზიები, სხეულის წონის ცვალებადობა, დაღლილობა.

უკუჩვენება:
– სქესობრივი მომწიფების პერიოდი;
– ორსულობა;
– სარძევე ჯირკვლის და სასქესო ორგანოების კიბო;
განსაკუთრებული მიდგომაა საჭირო შემდეგი მდგომარეობების დროს:
– გულის დაავადება;
– ბრონქული ასთმა;
– ეპილეფსია;
– მიდრეკილება თრომბოზის მიმართ;
– ჰეპატიტი;
– ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის დანიშვნის წინ უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი სიმსივნის არსებობა. მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია ონკოლოგიური შემოწმება.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ფერმენტების ინდუქტორულ საშუალებებთან (შესაძლებელია მეტაბოლიზმის დაჩქარება).

Facebook კომენტარები