ნო-შპა
(NO-SPA)

პრეპარატის სავაჭრო დასახელება
ნო-შპა

საერთაშორისო (დაუპატენტებელი) სახელწოდება:
დროტავერინი.

ქიმიური რაციონალური სახელწოდება

1-[(3,4-დიეთოქსიფენილი)მეთილენ)]-6,7-დიეთოქსი-1,2,3,4-ტეტრაჰიდროიზოქინოლინ ჰიდროქლორიდი.

სამკურნალო ფორმა:
40 მგ ტაბლეტები

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების სახით 40,0მგ დროტავერინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნიოვთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, პოლივიდონი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა.

აღწერილობა:

ყვითელი ფერის მსხვილი ტაბლეტები, მომწვანო ან მოწითალო შეფერილობის, ცალ მხარეს – მარკირება- “spa”

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სპაზმოლიზური საშუალება [A03AD02]

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:

დროტავერინი – იზოქინოლინის წარმოებული, მოქმედებს უშუალოდ გლუვ კუნთებზე (მუსკულატურაზე) ფოსფოდიესთერაზის ინჰიბირების გზით და ციკლური ამფ შიდაუჯრედოვანი დაგროვებით, რაც იწვევს გლუვი კუნთის მოდუნებას მიოზინ კინაზის მსუბუქი ჯაჭვის (მმჯკ)  ინაქტივაციის დახმარებით. პაპავერინთან შედარებით აქვს უფრო ძლიერ მოქმედება, შეწოვა ხდება უფრო სწრაფად, ძნელად უკავშირდება პლაზმის ცილებს. დროტავერინის სპაზმოლიზური მოქმედება არ არის დამოკიდებული ვეგეტატიური ინერვაციის ხასიათზე, ერთნაირად მოქმედებს გასტრიონტესტინური, ბილიარული, უროგენიტალური და სისხლძარღვთა სისტემების გლუვ კუნთებზე. სისხლძარღვთა გაფართოების გამო იზრდება სისხლის მიწოდება ქსოვილში. არ აქვს ტერატოგენული და ემბრიოტოქსიური მოქმედება.

ჩვენება:

ფუნქციური მდგომარეობებისა და ტკივილის სინდრომის პროფილაქტიკა და მკურნალობა, რომელიც დაკავშირებულია გლუვი კუნთის სპაზმთან, მ.შ ქრონიკული გასტროდუოდენიტის, ქრონიკული ქოლეცისტიტის, ქოლელითიაზის, პოსტ- ქოლეცისტექტომიური სინდრომის დროს, კუჭის წყლულოვანი დაავადებისას და 12-გოჯა ნაწლავის, კუჭის პილორული და კარდიული ნაწილების სპაზმის დროს, სპასტიური კოლიტის, შარდ-კენჭოვანი დაავადებებისას, პიელიტის, ცისტიტის, ალგოდისმენორეის დროს.
მშობიარობის დროს საშვილოსნოს ყელის სპაზმის მოხსნისას და საშვილოსნოს კუმშვადობის შესუსტების დროს.
პერიფერიულ არტერიულ სისხლძარღვთა, თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმების დროს.
გლუვი კუნთების სპაზმის პროფილაქტიკა, ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების დროს.

გამოყენების წესი და დოზები:
მოზრდილებს ენიშნებათ 40-80 მგ 1-3 ჯერ დღე-ღამეში.
ბავშვებს: 1-6 წლის ასაკში დღიურ დოზას შეადგენს 10-40 მგ, 6 წლის ზევით-20-40 მგ (1-2 მიღება)

გვერდითი მოვლენები;

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისცემის აჩქარება, არტერიული ჰიპოტენზია, ოფლიანობა, ღებინება, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა; ღვიძლის, თირკმლის, გულის გამოხატული უკმარისობა, II-III ხარისხის AV ბლოკადა.

გაფრთხილება:
პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ პაციენტებს, რომელთაც აქვთ გამოხატული კორონარული არტერიების ათეროსკლეროზი, პროსტატის ადენომა, გლაუკომა, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ერთდროული მიღებისას ნო-შპამ შეიძლება შეამციროს ლევოდოპას ანტიპარკინსონული ეფექტი.

გამოშვების ფორმა:
20 ტაბლეტი (2X10) ბლისტერულ შეფუთვაში.
100 ტაბლეტი პოლიპროპილენის ფლაკონში პოლიეთილენის საცობით.

შენახვის პირობები:

ტაბლეტები ბლისტერულ შეფუთვაში: ინახება ორიგინალურ შეფუთვაში,  30ºC დაბალ ტემპერატურაზე.
ტაბლეტები ფლაკონში: ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25ºC) სინათლისაგან დაცულ ადილას
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისაგან მოუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა:

5 წელი
არ მიიღება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა

რეცეპტით

მწარმოებლის დასახელება და მისამართი:

ფარმაცევტული და ქიმიური პროდუქტების ქარხანა სს ხინოინი
1045 ბუდაპეშტი, ქ. 1-5. უნგრეთი

Facebook კომენტარები