პრეპარატის დაპატენტებული დასახელება , ფარმაცევტული ფორმა :
ოლიგოვიტი ® შემოგარსული ტაბლეტები
შემადგენლობა :
აქტიური ნივთიერებების შემცველობა : ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს :
ვიტამინი A ( რეტინოლ აცეტატის სახით 500 000 სე / გრ ) ………… | 5000 სე |
ვიტამინი D3 ( ქოლეკალციფეროლი ) ………………………………… | 500 სე |
ვიტამინი E ( α – ტოკოფეროლ აცეტატის 50% DC სახით ) …………. | 12,5000 მგ |
ვიტამინი B1 ( თიამინ ჰიდროქლორიდი ) …………………………. | 5,0000 მგ |
ვიტამინი B2 ( რიბოფლავინი ) …………………………………. | 5,0000 მგ |
ვიტამინი ჩ ( ასკორბინის მჟავა ) …………………………………. | 100,000 მგ |
კალციუმის ჰიდროგენფოსფატის დიჰიდრატი ……………………….. | 200,000 მგ |
რკინა ( გამომშრალი რკინ (II)- სულფატის სახით ) ……………….. | 10,000 მგ |
მაგნიუმი ( მაგნიუმის მძიმე ოქსიდის სახით ) ……………………… | 3,0000 მგ |
კალიუმი ( კალიუმის სულფატის სახით ) ………………………….. | 2,5000 მგ |
თუთია ( თუთიის სულფატის ჰეპტაჰიდრატის სახით ) ……………… | 0,7500 მგ |
სპილენძი ( სპილენძი (II)- სულფატის პენტაჰიდრატის სახით ) …… | 0,5000 მგ |
მანგანუმი ( მანგანუმ (II)- სულფატის მონოჰიდრატის სახით ) ….. | 0,5000 მგ |
ფტორი ( ნატრიუმის ფტორიდის სახით ) ……………………… | 0,5000 მგ |
მოლიბდენი ( ნატრიუმის მოლიბდატ დიჰიდრატის სახით ) ….. | 0,1000 მგ |
კობალტი ( კობალტ (II)- სულფატის სახით ) ………………… | 0,0500 მგ |
ვიტამინი PP ( ნიკოტინამიდი …………………………………. | 50,0000 მგ |
კალციუმის პანთოტენატი ………………………………………. | 10,000 მგ |
ვიტამინი B6 ( პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი ) ……………. | 2,5000 მგ |
ვიტამინი B12 ( ციანკობალამინი ) …………………………… | 0,0025 მგ |
დამხმარე ნივთიერებები: მონოჰიდრატ ლაქტოზა ; ჟელატინი ; მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი ( E 128 ); სტეარინის მჟავა ; ტალკი ; ევდრაჟიტი L 12,5; ევდრაჟიტი შ 12,5; სიმინდის სახამებელი ; შელაკი ყვითელი ; საქაროზა ; აკცია ; კარმოიზინის საღებავი ( E 122 ); საღებავი “ყვითელი დაისი”( E 110 ); კარნაუბის ცვილი; თეთრი ცვილი .
აღწერა:
მრგვალი ორმხრივ ამოზნექილი წითელი ფერის შემოგარსული ტაბლეტები.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვიტამინების კომპლექსი. კომბინირებული პრეპარატი.
ფარმაკოთერაპიული თვისებები:
ოლიგოვიტის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები და მინერალები აუცილებელია იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ზრდის პროცესისათვის, ორგანიზმის განვითარებისა და ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ვინაიდან ისინი უშუალოდ მონაწილეობას ღებულობენ ორგანიზმში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან ბიოქიმიურ პროცესში .
ჩვენებები:
ორგანიზმის მიერ ვიტამინებისა და მინერალების არასაკმარისი რაოდენობით მიღების დროს , ორგანული ხასიათის დაავადების დროს ( კიბო , იმუნოდეფიციტის სინდრომი );
ვიტამინებისა და მინერალების არასათანადო რეზორბცია ( დაქვეითებული აბსორბციის სინდრომი , ნაწლავის ტრაქტის დაავადებები , ფისტულის არსებობა , კრონის დაავადება ; ერთდროული მიღება პრეპარატებისა , რომლებიც ამცირებენ ვიტამინებისა და მინერალების რესორბციას ).
-გამოჯანმრთელების პერიოდში – გადატანილი დაავადების შემდეგ (როდესაც მაგალითად აღინიშნება ანორექსიისა და კახექსიის სიმპტომები ), ქიმიო – და რადიოთერაპიის შემდეგ ;
ქირურგიული ჩარევების შემდეგ , როდესაც კვება არაადექვატურია :
დიეტის ცალკეული სახეობების დროს ( დიეტა პაციენტებისათვის თირკმლების დაავადებებით , დიეტა გასახდომად , როდესაც შეზღუდულია კვების გარკვეული პროდუქტების მიღება );
ვიტამინებისა და მინერალების მიმართ ორგანიზმის პათოლოგიური ( ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მომატებული შემცველობა , სტრესი ) და ფიზიოლოგიური ( ზრდის პროცესი , ორსულობა , ლაქტაცია ) ხასიათის მომატებული მოთხოვნილების შემთხვევაში .
უკუჩვენებები:
კალციუმის მომატებული შემცველობა ( ჰიპერკალციემია );
დარღვევები , რომლებიც იწვევენ ორგანიზმში რკინის დაგროვების პროცესს ( მაგ . ჰემოქრომატოზი );
მომატებული მგრძნობელობა საქაროზისა და ლაქტოზის მიმართ .
განსაკუთრებული მითითებები:
ოლიგოვიტ – თან ერთად არ შეიძლება სხვა მულტივიტამინური პრეპარატების მიღება .
ვინაიდან პრეპარატი შეიცავს რკინას , ბავშვებში მისი დანიშვნისას აუცილებელია სიფრთხილე, ჭარბი დოზირების თავიდან აცილების მიზნით .
შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში, პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ ამის შესახებ ექიმს, ვინაიდან მის შემადგენლობაში შედის საქაროზა და სორბიტოლი .
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება:
ექიმის რეკომენდაციით პრეპარატის გამოყენება შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ოლიგოვიტის შემაგენლობაში შემავალი რკინა და თუთია , ამცირებენ ტეტრაციკლინების ჯგუფში შემავალი ანტიბიოტიკების რეზორბციას .
დოზირება და მიღების წესი:
ერთი ტაბლეტი დღეში ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობა სითხის მიყოლებით . ექიმთან კონსულტაციის გარეშე პრეპარატის მიღება შეიძლებ 30 დღის განმავლობაში , მკურნალობის გაგრძელების საკითხებთან დაკავშირებით აუცილებელია მიმართოთ ექიმს .
ოლიგოვიტი არ ენიშნებათ 12 წლამდე ასაკის ბავშვებს .
პრეპარატი მიიღება პერორალურად .
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევები არ აღინიშნება . პრეპარატის დიდი რაოდენობის მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს გულისრევა , ღებინება , ფაღარათი , ტკივილი მუცელში , ამოღებინებულ მასაში სისხლის არსებობა , სისხლდენები მსხვილი ნაწლავის ბოლოში . აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას , რომლებიც ოლიგოვიტის შემადგენლობაში შემავალი რკინის ჭარბ დოზირებაზე მიუთითებს , დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმის კონსულტაცია გადაუდებელი ღონისძიებების გასატარებლად .
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის დოზირების მიხედვით გამოყენების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება .
შეფუთვა:
30 შემოგარსული ტაბლეტი (3 ბლისტერი ).
შენახვა: ინახება 250C- მდე ტემპერატურის პირობებში , ბავშვებისაგან დაცულ ადგილას .
ვარგისიანობა:
3 წელი .
გაცემის რეჟიმი:
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე .
მწარმოებელი :
გალენიკა ა . დ ., ბატაინიჩკი დრუმ ბ . ბ ., 11080 ბელგრადი – ზემუნი , სერბეთი .