საერთაშორისი დასახელება: OXYMETAZOLINE

მწარმოებელი: LEK, სლოვენია

მოქმედი ნივთიერება: ოქსიმეტაზოლინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ოპერილი ცხვირის სპრეი 0.025%: ფლაკონში 10 მლ

1 მლ

ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი ……….    0.25 მგ

ოპერილი ცხვირის წვეთები 0.025%: ფლაკონში 10 მლ

1 მლ

ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი …………  0.25 მგ

ოპერილი ცხვირის სპრეი 0.05%: ფლაკონში 10 მლ

1 მლ

ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი …………  0.5 მგ

ოპერილი ცხვირის წვეთები 0.05%: ფლაკონში 10 მლ

1 მლ

ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი …………  0.5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბენზალკონიუმის ქლორი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის დიჰიდროგენფოსფატის დიჰიდრატი, დინატრიუმის წყალბადფოსფატის დიჰიდრატი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ოპერილი შეიცავს ოქსიმეტაზოლინს, რომელიც გამოიყენება როგორც ცხვირის დაცობის საწინააღმდეგო საშუალება. არტერიოლების შევიწროვების შედეგად იგი ამცირებს ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას და ცხვირიდან გამონადენს, აღადგენს ცხვირით სუნთქვას, ხსნის ცხვირის და პარანაზალურ ღრუებს (სინუსებს) და სასმენ მილს; ამასთანავე იგი ამცირებს გაციების თანხმლებ სიმპტომებს.

ოპერილი მოქმედებას იწყებს რამდენიმე წუთში, ხოლო ეფექტი გრძელდება 12 საათის განმავლობაში. ოქსიმეტაზოლინს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება. ოპერილი ასევე მოქმედებს სასუნთქი სისტემის ინფექციების გამომწვევ გარკვეულ ვირუსებზე.

ჩვენებები:

  • ოპერილი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
  • გაციებასთან დაკავშირებული რინიტი;
  • ალერგიული რინიტი;
  • რინოსინუსიტი;
  • შუა ყურის ანთება.

მიღების წესი და დოზირება:

ოპერილი წვეთები/ სპრეი 0.05%:

ბავშვებში 7 წლიდან და მოზარდებში: 1-2 შესხურება/წვეთი თითოეულ ნესტოში 2-3-ჯერ დღეში.

ოპერილი წვეთები/სპრეი 0.025%:

ბავშვებში 2 წლიდან 7 წლამდე: 1-2 შესხურება/წვეთი თითოეულ ნესტოში 2-3-ჯერ დღეში.

თვითმკურნალობის შემთხვევაში ოპერილი გამოიყენება მხოლოდ რეკომენდებული დოზით და არა უმეტეს 5-7 დღის განმავლობაში. თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია. ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.

დოზის გამოტოვება: რეკომენდებულია, რაც შეიძლება მალე იქნას მიღებული შემდეგი დოზა; თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის  მიღების დრო, პაციენტმა უნდა გამოტოვოს აღნიშნული დოზა და გააგრძელოს ჩვეულებრივი დოზირების რეჟიმი; გამოტოვებულის ნაცვლად არ გამოიყენება გაორმაგებული დოზა.

მკურნალობის შეწყვეტა: იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია ცხვირის დაცობა.

გვერდითი მოვლენები:

ოპერილის გამოყენებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.

გულის და ვენების მხრივ გამოვლენილი სისტემური გვერდითი მოვლენები, როგორიც არის ჰიპერტენზია, გულის ფრიალი, ბრადიკარდია, ძალიან იშვიათია.

კიდევ უფრო იშვიათია ნერვული სისტემის მხრივ გამოვლენილი ეფექტები, როგორიც არის: ნევროზი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა.

იშვიათად: ცხვირის ლორწოვანის გარდამავალი სიმშრალე ცხვირში წვის შეგრძნება, პირის და ხახის სიმშრალე, ცემინება.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენების გაუარესების ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის ზემოთ აღწერილი, საჭიროა მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

* ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ოქსიმეტაზოლინის ან ოპერილში შემავალი სხვა ინგრედიენტების მიმართ;

* ცხვირის ლორწოვანის ატროფიული ანთება.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ოპერილი გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები:

ოპერილი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

◄გულის ქრონიკული უკმარისობა;

◄ჰიპერტენზია;

◄არითმიები;

◄ვიწროკუთხოვანი გლაუკომა;

◄პროსტატის ჰიპერტროფია;

◄პორფირია;

◄შაქრიანი დიაბეტი;

◄ჰიპერთიროიდიზმი.

ზემოაღნიშნულ შემთხვევებში მედიკამენტი გამოიყენება მხოლოდ მკურნალი ექიმის  მეთვალყურეობით.

არ შეიძლება მედიკამენტის ხანგრძლივად და დიდი დოზით გამოყენება.

მანქანის და სხვა მექანიზმის მართვა: რეკომდებული დოზის მიღების შემთხვევაში, ოპერილი არ მოქმედებს მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზის მიღების შემდეგ შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი მოვლენები: ცხვირში წვის შეგრძნება, ცხვირის ლორწოვანის გამოშრობა და ცემინება. პრეპარატის დიდმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს უძილობა, თავის ტკივილი, გუგების შევიწროება, არტერიული წნევის დარღვევა, ტაქიკარდია ან ბრადიკარდია, ჰიპოთერმია და ცნობიერების დარღვევა.

ჩვეულებრივ აღნიშნული სიმპტომები ქრება 12-36 საათში, დოზის შემცირების შემდეგ. თუ მოზრდილი ან ბავშვი შეცდომით პერორალურად მიიღებს პრეპარატს, ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ საჭიროა სამედიცინო ჩარევა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც ის ამჟამად იღებს ან წარსულში იღებდა ურეცეპტოდ გასაყიდი მედიკამენტების ჩათვლით.

პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს, ან მაპროტილინს, ოქსიმეტაზოლის დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება. პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად ღებულობენ MAO-ინჰიბიტორებს, მოსალოდნელია ჰიპერტონული კრიზის განვითარება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

Facebook კომენტარები