საერთაშორისო დასახელება:

PHENYLEPHRINE; CHLORPHENIRAMINE; PHENYLTOLOXAMINE

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

მოქმედი ნივთიერება: ფენილეფრინი+ქლორფენირამინი+ფენილტოლოქსამინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

შეშუპების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 10 კაფს.

1 კაფს.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ..     20 მგ

ქლორფენირამინის მალეატი………….    4 მგ

ფენილტოლოქსამინის ციტრატი ……….50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი, დიკალციუმის ფოსფატი, ჟელატინი, ფარმაცევტული მინანქარი, შაქარი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, საღებავი D&C ყვითელი N10, FD&C ყვითელი N6.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი – ადრენომიმეტიკს ახასიათებს სისხლძარღვთა შემავიწროებელი მოქმედება (სასუნთქი გზების ლორწოვანში ალფა-რეცეპტორების სტიმულაციის ხარჯზე). იგი ხსნის უკვე წარმოქმნილ შეშუპებასა და ჰიპერემიას.

ფენილტოლოქსამინის ციტრატი ხასიათდება ანტიჰისტამინური და ანტიქოლენერგიული თვისებებით. ამცირებს (რინორეას) სურდოს, ცრემლდენას, გაციებისა და ალერგიის სხვა სიმპტომებს დაკავშირებულს ჭარბ ექსუდაციასთან.

ქლორფენირამინის მალეატი H1-ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორია. მას გააჩნია გამოხატული ანტიექსუდაციური ეფექტი, რომელიც ვლინდება ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანის შეშუპების შემცირებაში და ისეთი სიმპტომების მოხსნაში, როგორიცაა სურდო, ცემინება, ცხვირის ქავილი, ცრემლდენა.

ჩვენებები:

  • სეზონურ და/ან ქრონიკულ ალერგიულ რინიტებთან დაკავშირებული რინორეების შემსუბუქება. სიმპტომური საშუალება გაციების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზევით მიიღება 1 კაფსულა ყოველ 8-12 საათში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად ვლინდება მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, პირისა და ცხვირის სიმშრალე, თავის ტკივილი, ტაქიკარდია, ძილიანობა, მომატებული აგზნებადობა, სისხლძარღვების სპაზმის გაღრმავება გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს.

უკუჩვენებები:

* 12 წლამდე ასაკი;

*  მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

* ერთდროული მიღება მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად;

* ორსულობა და ლაქტაცია

განსაკუთრებული მითითებები:

◄პრეპარატის მიღების ფონზე პაციენტს მართებს თავშეკავება ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისაგან.

ჭარბი დოზირება:

შესაძლებელია გამოვლინდეს: გულისრევა ან ღებინება, ფაღარათი, გულმკერდის არეში შებოჭილობის შეგრძნება (მარწუხები), ძლიერი თავის ტკივილი, არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია. ასევე შესაძლებელია ცნობიერების დარღვევა ან აგზნებადობა, მხედველობის დაქვეითება, კრუნჩხვები.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– აკრძალულია ორინოლის ერთდროული დანიშვნა მაო-ს ინჰიბიტორებთან;

– სისხლძარღვების სპაზმის გამაღრმავებელ საშუალებებთან ერთად.

– არასასურველია პარალელურად საძილე და დამამშვიდებელი მედიკამენტების და ალკოჰოლის მიღება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები