საერთაშორისო დასახელება:

CIPROFLOXACIN; ORNIDAZOLE

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: ციპროფლოქსაცინი+ორნიდაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული პრეპარატი სისტემური გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ც. შეფუთვაში 1 ბლისტერი.

1 ტაბ.

ციპროფლოქსაცინი (ჰიდროქლორმიდის ფორმით) ……..       500 მგ

ორნიდაზოლი ……………………………………………………      500 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებელ-გლიკოლატი, პოვიდონი(K30), ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, გასუფთავებული ტალკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ორციპოლი – კომბინირებული ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული პრეპარატია, რომლის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების – ციპროფლოქსაცინის (II თაობის ფტორქინოლონების წარმოებული) და ორნიდაზოლის (5-ნიტროიმიდაზოლების წარმოებული) თვისებებით არის განპირობებული.

ციპლოფლოქსაცინი აინჰიბირებს ბაქტერიების ფერმენტ-დნმ-ჰირაზას და თრგუნავს ბაქტერიების დნმ-ის სინთეზს. იწვევს ბაქტერიების მემბრანასა და უჯრედის კედელში მორფოლოგიურ ცვლილებებს, რაც იწვევს უჯრედის სწრაფ სიკვდილს. მოქმედებს მიკროორგანიზმებზე ზრდისა და მოსვენების ფაზაში.

გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი, აქტიურია რიგი გრამდადებითი და გრამუარყოფითი აერობული მიკროორგანიზმების მიმართ: Staphylococcusspp. (მ.შ. პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამები მეტიცილინრეზისტენტული შტამები), Streptococcus sрр.( S.pneumoniae და S. pyogenes შტამები ჩათვლით), Enterococcus spp, Listeria monocytogenes; Enterobacter spp., Haemophilus influenzae, Klebsiella spp., Legionella spp., Moraxella catanhalis, Morganella morgana, Neisseria spp., Proteus spp., Pseudomonas aeruginosa, Salmonella spp., Shigella spp., Vibrio cholerae, Campylobacter spp., Citrobacterspp., Yersinia enterocolitica, E.coli; და სხვა – Mycobacterium tuberculosis, Chlamydia trachomatis და Mycoplasma hominis. ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტანტულია Ureaplasma urealyticum, Clostridium difficile АNocardia asteroides. Treponema pallidum-ზე  მოქმედება არასაკმარისაადა შესწავლილი.

ორნიდაზოლის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია მგრძნობიარე მიკროორგანიზმების დნმ-ის სტრუქტურის დარღვევასთან. აქტიურია Trichomonas vaginalis, Giardia lamblia, Entamoeba histolytica, ასევე ზოგიერთი ანაერობული ბაქტერიების მიმართ (მათ შორის, Bacteroides spp., Clostridium spp., Fusobacterium spp. და აერობული კოკების მიმართ

ფარმაკოკინეტიკა:

ციპროფლოქსაცინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პერორალურად მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში Cmax 1-2 საათში მიიღწევა და 2.5 მგ/მლ-ს შეადგენს, ბიოშეღწევადობა -70-80%. გადის პლაცენტარულ ბარიერს, გამოიყოფა  დედის რძესთან ერთად.

ორნიდაზოლი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება. Cmax პლაზმაში 3 საათის ფარგლებში მიიღწევა და 26.5 მკგ/მლ-ს შეადგენს. ბიოშეღწევადობა- 90%.

ჩვენებები:

ორციპოლი განკუთვნილია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ციპროფლოქსაცინ/ორნიდაზოლი კომბინაციის მიმართ მგრძნობიარე შტამებით:

  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, მ.შ. აბორტებისა და ოპერაციების შემდგომი პროფილაქტიკა;
  • თირკმელებისა და/ან შარდსადენი გზების ინფექცები: ქრონიკული და მწვავე პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, ეპიდიდიმიტი, მ.შ. გართულებული და მორეციდივე;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: ქლამიდიოზი, მიკოპლაზმოზი, გონორეა, ტრიქომონიაზი, შერეული ინფექციები (მიქსინფექცია);
  • სასუნთქი გზების ინფექციები: მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, პნევმონია (პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებულია Klebsiella, Enterobacter, Proteus, E. coli, Pseudomonas, Haemophilus, Branhamella, Legionella, Staphilococcus-თი გამოწვეული პნევმონიების სამკურნალოდ), ინფიცირებული ბრონქოექტაზები, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა;
  • ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები: სინუსიტი, გარე და შუა ოტიტი, მასტოიდიტი;
  • თვალის ინფექციები;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
  • მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სანაღვლე გზების ბაქტერიული ინფექციები, პერიტონიტი;
  • ამებიაზი (ნაწლავური ინფექციები გამოწვეული Entamoeba histolytica, მ.შ. ამებური დიზენტერია, და ამებიაზის ყველა არანაწლავური ფორმა, განსაკუთრებით ღვიძლის ამებური აბსცესი);
  • ლამბლიოზი;
  • სეფსისი;
  • ინფექციების მკურნალობა ან პროფილაქტიკა დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში (რომლებიც იღებენ იმუნოდეპრესანტებს ან პაციენტებში ნეიტროპენიით);
  • ნაწლავის შერჩევითი დეკონტამინაცია პაციენტებში დაქვეითებული იმუნიტეტით;
  • ანაერობული ინფექციების პროფილაქტიკა მსხვილ ნაწლავზე ოპერაციების ან გინეკოლოგიური ჩარევების დროს;
  • ციმბირის წყლულის ფილტვისმიერი ფორმის პროფილაქტიკა და მკურნალობა (ინფიცირება Bacillus anthracis-ით);
  • Pseudomonas aeruginisa-თი გამოწვეული გართულებების მკურნალობა ფილტვების მუკოვისციდოზის მქონე 5-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მიღების წესი და დოზირება:

ორციპოლი მიიღება პერორალურად, დაღეჭვის გარეშე, ჭამამდე ან საკვების მიღებიდან 2 საათში.

მწვავე ინფექციებისას მკურნალობის კურსი 5-7 დღეს შეადგენს, ხოლო ქრონიკული მორეციდივე ინფექციებისას – 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში 10-14 დღის განმავლობაში.

დაავადების სიმპტომების ალაგების შემდეგ პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს 2 დღის განმავლობაში.

ავადმყოფებში, რომელთაც კრეატინინის კლირენსი აქვთ 20 მლ/წთის ტოლი და უფრო ნაკლები, ხანდაზმულ პაციენტებში და პაციენტებში სხეულის მცირე მასით, ინიშნება ჩვეულებრივი დოზის ნახევარი.

გვერდითი მოვლენები:

სიმპტომები ჩვეულებრივ სუსტად ან ზომიერადაა გამოხატული და ატარებს გარდამავალ ხასიათს, მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.

კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა, დიარეა, მუცლის ტკივილი.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტების რაოდენობის შეცვლა.

იმუნური სისტემისა და კანის მხრივ: ალერგიული რეაქციები, ფოტომგრძნობელობა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის ან ორნიდაზოლის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ორციპოლის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.

გამოყენება ბავშვებში:

ინიშნება სიფრთხილით, განსაკუთრებული ჩვენებებით.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით საჭიროა დოზირების რეჟიმის კორექცია.

♦ სიფრთხილით  გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების;

♦ ეპილეფსიის, გაურკვეველი ეთიოლოგიის კრუნჩხვითი სინდრომის დროს.

♦ მკურნალობის დროს რეკომენდებულია თავის შეკავება ალკოჰოლის მიღებისაგან.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა და კრუნჩხვები, ღებინება, ლორწლოვანი გარსების დაზიანება.

მკურნალობა: ტარდება სიმპტომური თერაპია. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ციპროფლოქსაცინისა და თეოფილინის ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში თეოფილინის კონცენტრაციის გაზრდა ციტოქრომ P450-ის უბნებში კონკურენტული ინჰიბირების ხარჯზე, რაც იწვევს თეოფილინის ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდას და თეოფილინ-ინდუცირებული გვერდითი მოვლენების გამოვლენას.

ორნიდაზოლი იწვევს კუმარინის რიგის პერორალური ანტიკოაგულანტების მოქმედების პოტენცირებას, რის გამოც, საჭიროა მათი დოზების შესაბამისი კორექცია.

– ორნიდაზოლი ახანგრძლივებს ვეკურონიუმის ბრომიდის მიორელაქსაციურ მოქმედებას.

– ციპროფლოქსაცინისა და ვარფარინის კომბინაციამ შეიძლება გააძლიეროს ვარფარინის მოქმედება.

– ანტაციდების, ასევე, ალუმინის, თუთიის, რკინისა და მაგნიუმის იონების შემცველი პრეპარატების ერთდროულად მიღებამ შეიძლება დააქვეითოს ციპროფლოქსაცინის შეწოვა, ამიტომ ამ პრეპარატების დანიშვნათა შორის ინტერვალი არანაკლებ 4 საათი უნდა იყოს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები