საერთაშორისო დასახელება:

ALENDRONIC ACID

მწარმოებელი: POLPHARMA, პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ალენდრონის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პოსტკლიმაქტერული ოსტეოპოროზის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 4 ც.

1 ტაბ.

ალენდრონის მჟავა ………….70 მგ

(ნატრიუმის ალენდრონატის ტრიჰიდრატის სახით).

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზის მონოჰიდრატი მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის გაუწყლოებული კოლოიდური ჟანგი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ოსტემაქს 70 კომფორტი მიეკუთვნება ბიფოსფონატებად წოდებული არაჰორმონული სამკურნალო საშუალების ჯგუფს. ოსტემაქსი ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენას. ოსტეომაქს 70 კომფორტი ამცირებს ხერხემლის და ბარძაყის მოტეხილობების რისკს.

თუ ექიმმა დანიშნა ოსტემაქს 70 კომფორტი, ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილი აქვს დაავადებას, რომელსაც ეწოდება ოსტეოპოროზი. ოსტეოპოროზი იწვევს ძვლების დათხელებას და დასუსტებას. პოსტკლიმაქტერულ პერიოდში საკვერცხეების მიერ ესტეროგენების პროდუქციის შეწყვეტის შემდეგ, რომელიც ხელს უწყობს ქალის ჩონჩხის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ეს წარმოადგენს ბუნებრივ პროცესს. შედეგად ხდება ძვლების სტრუქტურის დარღვევა და მათი დასუსტება, რაც უფრო ადრე დგება კლიმაქტერული პერიოდი, მით უფრო მეტია ოსტეოპოროზის განვითარების რისკი. საწყის სტადიაში, ოსტეოპორორზი მიმდინარეობს უსიმპტომოდ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ არ ჩატარდება მკურნალობა, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ძვლების ბზარებს და მოტეხილობებს. ძვლების ბზარები იწვევენ ტკივილს, მაგრამ ხერხემლის მალების ბზარები შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს მანამ, სანამ ადგილი არ ექნება სიმაღლის დაკარგვას. ბზარებს და მოტეხილობებს ადგილი შეიძლება ჰქონდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგალითად სიმძიმის აწევისას ან მცირე ტრავმების დროს, რომლებიც ნორმალური ძვლისათვის საშიში არ არის. ბზარები და მოტეხილობები ძირითადად ვითარდება ბარძაყზე, ხერხემალზე, მაჯაზე და შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო ტკივილი, არამედ მნიშვნელოვანი დეფორმაციები და შრომისუნარიანობის დაქვეითება (მოხრილობა, „ქვრივის კუზი“, ან გადაადგილების უუნარობაც კი).

მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ოსტეოპოროზისაგან განკურნება შესაძლებელია და არასოდეს არ არის გვიან მისი მკურნალობის დაწყება. ოსტემაქს 70 კომფორტი არა მარტო ხელს უშლის ოსტეოპოროზს, არამედ ხელს უწყობს ძვლის დარღვეული ქსოვილის აღდგენას და აქვეითებს ბარძაყის და ხერხემლის ბზარების განვითარების რისკს.

ოსტემაქს 70 კომფორტით მკურნალობის გარდა ექიმმა პაციენტს შეიძლება ურჩიოს ცხოვრების წესში ზოგიერთი ცვლილებების შეტანა, რომლებსაც შეუძლიათ მისი მდგომარეობის გაუმჯობესება. ასეთ ცვლილებს მიეკუთვნება:

–  უარის თქმა თამბაქოს მოწევაზე როგორც აღმოჩნდა ზრდის ძვლების სტრუქტურის დარღვევის რისკს, ამის შედეგი კი მოტეხილობების რისკის ზრდაა;

– ფიზიკური ვარჯიშები. იმისათვის, რომ ძვლები იყოს ჯანმრთელი და მყარი, მათ სჭირდებათ ფიზიკური ვარჯიში. ფიზიკური ვარჯიშების ნებისმიერი პროგრამის დაწყებამდე საჭიროა მკურნალი ექიმის კონსულტაცია;

– ბალანსირებული დიეტა. მკურნალი ექიმი ურჩევს პაციენტს კვების რეჟიმის შეცვლას, ასევე აძლევს რეკომენდაციებს კვებითი რაციონის დანამატებზე.

ფარმაკოკინეტიკა:

მიღების შემდეგ ალენდრონატი მცირე ხნით ნაწილდება რბილ ქსოვილებში, შემდეგ სწრაფად გადანაწილდება ძვლოვან ქსოვილში და ბოლოს გამოიყოფა შარდით.

პრეპარატის პერორალურად მიღებისას თერაპიულ დოზებში, პლაზმაში მისი კონცენტრაციები ანალიზური განსაზღვრისათვის ძალიან დაბალია (5 ნგ/მლ-ზე ნაკლები). ადამიანის პლაზმაში ალენდრონატის 78% უკავშირდება პლაზმის ცილებს. საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი ადამიანში აჭარბებს 10 წელს (იგულისხმება ალენდრონატის ჩონჩხიდან გამოთავისუფლება).

ჩვენებები:

  • პოსტკლიმაქტერული ოსტეოპოროზის მკურნალობა. ალენდრონატი ამცირებს ხერხემლის და ბარძაყის მოტეხლობების რისკს.

მიღების წესი და დოზირება:

პაციენტმა ოსტემაქს 70 კომფორტი უნდა მიიღოს ზუსტად ისე, როგორც მას დანიშნული აქვს ექიმის მიერ. რაიმე ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია; ოსტემაქს 70 კომფორტის დოზაა ერთი ტაბლეტი კვირაში ერთხელ.

იმისათვის, რომ ოსტემაქს 70 კომფორტის მიღებას ჰქონდეს სარგებელი, აუცილებელია შედეგი ინსტრუქციების დაცვა. ძალიან მნიშვნელოვანია რეკომენდაციები, რომლებიც მოცემულია გამოყენების ინსტრუქციაში იმასთან დაკავშირებით, რომ უზრუნველყოფილი იქნას ოსტემაქს 70 კომფორტის კუჭში სწრაფი მოხვედრა და საყლაპავის გაღიზიანების თავიდან აცილება:

• პაციენტმა უნდა აარჩიოს კვირის დღე, რომელიც უკეთ შეეფერება ცხოვრების გრაფიკს. ოსტემაქს 70 კომფორტის მიღება საჭიროა ერთი და იგივე დღეს;

• ოსტემაქს 70 კომფორტი მიიღება ადგომის შემდეგ, ჭამამდე და ნებისმიერი სითხის დალევამდე ჭარბი რაოდენობა წყლის დაყოლებით (არა უმეტეს 200 მლ), არ გამოიყენება მინერალური წყალი, ყავა ან ჩაი, წვენები;

• ოსტემაქს 70 კომფორტი მიღების შემდეგ არ შეიძლება დაწოლა. საჭიროა ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნა, (ჯდომა, დგომა ან სეირნობა) არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში. დაწოლა არ შეიძლება საკვების პირველ მიღებამდე;

• ოსტემაქს 70 კომფორტის მიღება არ შეიძლება ძილის წინ და ლოგინიდან ადგომამდე.

• თუ ოსტემაქს 70 კომფორტის მიღების შემდეგ პაციენტს გაუჩნდა ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემები, გაუჩნდა ან გაუმწვავდა გულძმარვა, საჭირო პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია;

• ოსტემაქს 70 კომფორტის ტაბლეტის გადაყლაპვის შემდეგ საჭიროა 30 წუთი საკვების სითხეების და სხვა სამკურნალო საშუალებების (მათ შორის ანტაციდები, კალციუმის დანამატები და ვიტამინები) მიღებისგან თავის შეკავება. ოსტეომაქს 70 კომფორტი ეფექტურია მხოლოდ უზმოზე მიღებისას;

• თუ პაციენტმა გამოტოვა ოსტემაქს 70 კომფორტის დოზა, მან ის უნდა მიიღოს მეორე დილას, მას შემდეგ რაც მას ეს გაახსენდება. არ შეიძლება ერთ დღეს 2 ტაბლეტის მიღება და აუცილებელია დაბრუნება რეჟიმში – „კვირაში ერთი დღე“ (ადრე ამორჩეულ დღეს);

• თუ პაციენტმა მიიღო ტაბლეტების ჭარბი რაოდენობა, მან უნდა დალიოს ერთი ჭიქა რძე და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს. არ შეიძლება ღებინების გამოწვევის მცდელობა და დაწოლა;

• აუცილებელია ოსტემაქს 70 კომფორტის მიღება იმდენი ხნის განმავლობაში, როგორც დანიშნული მკურნალი ექიმის მიერ. ოსტემაქს 70 კომფორტს ოსტეოპოროზის განკურნება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი აგრძელებს მის მიღებას.

გვერდითი მოვლენები:

ოსტემაქს 70 კომფორტის მიღებისას პაციენტების უმრავლესობას გვერდითი ეფექტები არ აღენიშნებათ. მაგრამ ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალების შემთხვევაში ოსტემაქს 70 კომფორტსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება. გვერდითი ეფქეტები ძირითადად სუსტად გამოხატულია, მაგრამ ზოგიერთი პაციენტს შეიძლება აღენიშნოს:

საჭმლის მონელების დარღვევა, რასაც შეიძლება ჰქონდეს მძიმე ხასიათი. აქ იგულისხმება საყლაპავის გაღიზიანება ან დაწყლულება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი გულმკერდის არეში, გულძმარვა, ყლაპვის გაძნელება  და ტკივილი/ან შეხორცების წარმოქმნა, რომლებიც განაპირობებენ საყლაპავის შევიწროებას.

ასეთი რეაქციები შეიძლება განვითარდეს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ტაბლეტს გადაყლაპავს ერთ ჭიქაზე ნაკლები წყლით, დაწვება მიღებიდან 30 წუთზე ადრე, ან საკვების პირველი მიღების შემდეგ. საყლაპავზე არასასურველი ზემოქმედება შეიძლება გაძლიერდეს თუ პაციენტი აგრძელებს ოსტემაქს 70 კომფორტის მიღებას საყლაპავის გაღიზიანების სიმპტომების განვითარების შემდეგ.

კუჭნაწლავის ტრაქტის სხვა გვერდითი ეფექტები: კუჭის ტკივილი, დისპეფსია (დისკომფორტი, ჭამის შემდეგ), ყაბზობა, ყლაპვის გაძნელება, მეტეორიზმი, სიმძიმე მუცლის არეში ან მუცლის შებერვა, გულისრევა და პირღებინება, ასევე შავი ან სისხლნარევი განავალი.

ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა ტკივილი ძვლებში, კუნთებში და სახსრებში (იშვიათად გრიპის და ცხელების დამახასიათებელი სიმპტომები), თავის ტკივილი და იშვიათად ჭინჭრის ციება (იშვიათად მწვავდება სინათლის მოქმედებით), ქავილი, თვალების ტკივილი, დაბინდული მხედველობა, ან მხედველობის არეში შავი მოცურავე სხეულები.

ცალკეულ შემთხვევებში ვითარდება კანის მძიმე რეაქციები. შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება და იშვითად სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება ყლაპვის და სუნთქის შესაძლო გაძნელებით.

იშვიათად შეიძლება განვითარდეს კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლული, მათ შორის მძიმე ფორმით (სისხლდენით გართულებული). არის თუ არა ოსტემაქს 70 კომფორტი ასეთი რეაქციების მიზეზი უცნობია.

ტაბლეტების დაღეჭვის და მოწუწვნის შემთხვევაში, თუ პაციენტმა შეამჩნია რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის განხილული ამ ინსტრუქციაში, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. კარგი იქნება, თუ პაციენტი ჩაინიშნავს რეაქციებს მათი განვითარების დასაწყისში, ასევე მათ ხანგრძლივობას.

უკუჩვენებები:

ოსტემაქს 70 კომფორტის მიღება არ შეიძლება:

* საყლაპავის ანომალიებისას;

* ვერტიკალურ მდგომარეობაში დგომის ან ჯდომის შეუძლებლობა 30 წუთის განმავლობაში მაინც;

* მომატებული მგრძნობელობა ალენდონატის მიმართ, ან რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე;

* სისხლში კალციუმის დაბალი დონე.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ორსულობის პერიოდში ალენდრონატის გამოყენების ადექვატური მონაცემები არ არსებობს. ალენდრონატი ორსულობისას არ ინიშნება.

* უცნობია, გამოიყოფა თუ არა ალენდრონატი დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მკურნალობა არ ინიშნება.

განსაკუთრებული მითითებები:

◄თუ პაციენტს აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან.

◄თუ პაციენტი თვლის, რომ რაიმე ზემოჩამოთვლილს აქვს მასთან კავშირი მან არ უნდა მიიღოს ტაბლეტები და რაიმე მოქმედებამდე კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან.

◄ოსტემაქს 70 კომფორტის მიღებამდე პაციენტმა უნდა შეატყობინოს ექიმს თუ მას აქვს: თირკმლის პრობლემები; ალერგია; ყლაპვის და საჭმლის მონელების პრობლემები.

გავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვაზე: ცნობები ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვაზე არასასურველი ზემოქმედების შესახებ არ არსებობს.

ჭარბი დოზირება:

ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოკალცემია, ჰიპოფოსფატემია, ასევე გვერდითი რეაქციები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა განყოფილებაში (სიმძიმე მუცლის არეში, გულძმარვა, ეზოფაგიტი, გასტრიტის ან კუჭის წყლული).

ალენდრონატის ჭარბი დოზირების მკურნალობის შესახებ სპეციალური ინფორმაცია არ არსებობს. ალენდრონატის შესაბოჭად აძლევენ რძეს ან ანტაციდებს საყლავის გაღიზიანების რისკის გამო, ღებინების გამოწვევა მიზანშეწონილი არ არის, მნიშვნელოვანია ის, რომ პაციენტი იმყოფებოდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ოსტემაქს 70 კომფორტის მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად ექიმის რეკომენდეციის გარეშე არ შეიძლება. პაციენტმა აუცილებლად უნდა შეატყობინოს ექიმს იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც იგი ღებულობდა უკანასკნელ პერიოდში (მათ შორის ურეცეპტო ფორმების შესახებაც).

– არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ალენდრონატის საკვებთან და წვენებთან ერთად (მათ შორის მინერალური წყალი), კალციუმის დანამატებთან, ანტაციდებთან და ზოგიერთ სხვა პერორალურ სამკურნალო საშუალებებთან მიღებისას შემცირდეს ალენდრონატის აბსორბცია. ამიტომ სხვა პერორალური სამკურნალო საშუალების  მიღებამდე პაციენტმა უნდა მოიცადოს არა უმეტეს 30 წუთი.

– კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას, პაციენტების ნაწილი ალენდრონატის პერორალურ მიღებასთან ერთად ღებულობდა ესტეროგენებს (ინტრავაგინალურად, ტრანსდერმალურად ან პერორალურად). ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლებოდა ჩათვლილიყო ურთიერთქმედებად ერთდროული მიღებისას არ განვითარებულა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები