საერთაშორისო დასახელება:

XYLOMETAZOLINE

მწარმოებელი: NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: ქსილომეტაზოლინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებაა ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ცხვირის წვეთები 0.05% ბავშვებისათვის: ფლაკონში 10 მლ

1 მლ

ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი ……..   0.5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ფოსფატი ერთჩანაცვლებული, ნატრიუმის ფოსფატი ორჩანაცვლებული, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, სორბიტოლი, გასუფთავებული წყალი.

ცხვირის სპრეი დოზირებული 0.1%: ფლაკონში 10 მლ

1 მლ

ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი ………. 1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ფოსფატი ერთფუძიანი ორწყლიანი, ნატრიუმის ფოსფატი ორფუძიანი თორმეტწყლიანი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა 4000 mPa S, სორბიტოლი 70%, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ქსილომეტაზოლინი განეკუთვნება ადგილობრივი სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებების ჯგუფს (დეკონგესტანტები) α-ადრენომიმეზური მოქმედებით, იგი იწვევს ცხვირის ლორწოვანას სისხლძარღვების შევიწროვებას. ყელცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებისა და ჰიპერემიის მოხსნით. აადვილებს ცხვირით სუნთქვას რინიტების დროს.

თერაპიულ კონცენტრაციებში არ აღიზიანებს ლორწოვანს, არ იწვევს ჰიპერემიას. მოქმედება იწყება რამდენიმე წუთში და რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება.

ფარმაკოკინეტიკა:

ადგილობრივად გამოყენებისას პრაქტიკულად არ აბსორბირდება, კონცენტრაციები პლაზმაში იმდენად მცირეა, რომ მათი განსაზღვრა თანამედროვე ანალიტიკური მეთოდებით შეუძლებელია.

ჩვენებები:

  • მწვავე რესპირატორული დაავადება რინიტის (სურდოს) მოვლენებით;
  • მწვავე ალერგიული რინიტი;
  • პოლინოზი;
  • სინუსიტი;
  • ევსტაქიტი;
  • შუა ოტიტი (ყელ-ცხვირის ლორწოვანას შეშუპების შესამცირებლად);
  • ავადმყოფის მომზადება დიაგნოსტიკური მანიპულაციებისათვის ცხვირის გზებში.

მიღების წესი და დოზირება:

ცხვირის წვეთები 0.05% ბავშვებისათვის:

▪ ჩვილ ბავშვებსა და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში 1-2-ჯერ დღეში, არა უმეტეს 3-ჯერ დღეში.

▪ 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში – 2-3 წვეთი თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.

ცხვირის სპრეი 0.1%:

▪ მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: 1 შესხურება თითოეულ ნესტოში (საჭიროების შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს); ჩვეულებრივ საკმარისია 3-4 შესხურება დღეში.

გვერდითი მოვლენები:

ხშირი და/ან ხანგრძლივი გამოყენებისას: ყელ-ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და/ან სიმშრალე, წვა, ჩხვლეტები, ცემინება, ჰიპერსეკრეცია.

იშვიათად: ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, გულისცემა, ტაქიკარდია, არითმიები, აწ-ს მომატება, თავის ტკივილი, ღებინება, უძილობა, მხედველობის დარღვევა; დეპრესია (მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას).

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

* არტერიული ჰიპერტენზია;

* ტაქიკარდია;

* გამოხატული ათეროსკლეროზი;

* გლაუკომა;

* ატროფიული რინიტი;

* ჰიპერთირეოზი;

* ქირურგიული ჩარევები ტვინის გარსებზე (ანამნზეში).

! სიფრთხილით – შაქრიანი დიაბეტის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ დედისათვის სარგებელისა და ნაყოფისათვის რისკის შეფასების შემდეგ, არ შეიძლება რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღება.

განსაკუთრებული მითითებები:

ხანგრძლივად გამოყენება არ შეიძლება, მაგალითად, ქრონიკული რინიტის დროს.

ზეგავლენა ავტომობილის ან აღჭურვილობის მართვის უნარზე: რეკომენდებულზე მაღალი დოზებით ქსილომეტაზოლინმა შეიძლება იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალების ან აღჭურვილობის მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

მკურნალობა: სიმპტომატური.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ შეიძლება მაო-ს ინჰიბიტორებთან და ტრიციკლურ ანტიდეპრესიულებთან კომბინირება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები