საერთაშორისო დასახელება:

VINCAMINE

მწარმოებელი: GLAXOSMITHKLINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: ვინკამინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნოოტროპული საშუალება თავის ტვინის მიმართ შერჩევითი ვაზოტროპული, მეტაბოლური და ნოოტროპული მოქმედებით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.

1 კაფს.

ვინკამინი ……………….          30 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ოქსიბრალს სამკურნალო მოქმედების კომპლექსური მექანიზმი ახასიათებს. ოქსიბრალი ხასიათდება სელექციური ვაზორეგულაციური მოქმედებით თავის ტვინის სისხლძარღვების მიმართ, რითაც ცერებრული სისხლის მიმოქცევის ადაპტაციას განაპირობებს თავის ტვინის მეტაბოლური მოთხოვნილების შესაბამისად.

ოქსიბრალი აუმჯობესებს თავის ტვინის მეტაბოლიზმს გლუკოზის ჟანგვის გაძლიერების მეშვეობით, ზრდის თვით ენერგიის გამომუშავებას, რითაც მნიშვნელოვნად ზრდის თავის ტვინისა და ორგანიზმის საერთო აქტივობას.

ოქსიბრალი ზრდის სისხლიდან ჟანგბადის მოხმარებას ნეირონების მიერ, რომლებიც იმყოფებიან ჰიპოქსიის მდგომარეობაში.

ოქსიბრალი ამცირებს და არეგულირებს ცერებრული სისხლძარღვთა კალაპოტის პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას.

ოქსიბრალი არის მცენარეული წარმოშობის და პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება უსაფრთხოა.

ოქსიბრალის ყველა ზემთო აღნიშნული ეფექტი ერთად აუმჯობესებს და არეგულირებს ცერებრულ ცირკულაციასა და ფუნქციებს მენტალური და ინტელექტუალური ფუნქციების ჩათვლით.

ჩვენებები:

ოქსიბრალის გამოყენება ნაჩვენებია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებისა და ადაპტაციის მიზნით ცერებრული მეტაბოლური მოთხოვნილების შესაბამისად: თავის ტვინის ფუნქციების გაუმჯობესებისათვის შემდეგი კლინიკური მდგომარეობების დროს:

I ცერებრული დარღვევები: მეხსიერების გაუარესება; ყურადღების კონცენტრაცის დარღვევა; დიაბეტური ანგიოპათია; თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანება; ქალა-ტვინის ტრავმა; პოსტინსულტური დარღვევები; ჰიპერტონული ენცეფალოპათია.

II თავბრუსხვევა, სისხლძარღვოვანი თავის ტკივილი, შაკიკი.

III სმენის სისხლძარღვოვანი გენეზის დარღვევები.

IV მხედველობის სისხლძარღვოვანი გენეზის დარღვევები.

V ფსიქიური დარღვევები: დროსა და სივრცეში ორიენტაციის დარღვევა; ემოციური სფეროს დარღვევები. ცერებრული სისხლძარღვოვანი დარღვევები, მათ შორის, თავის ტვინის იშემია.

VI ინტელექტუალური უნარის გაუმჯობესება.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში ინიშნება 1 SR კაფსულა 2-ჯერ დღეში.

პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებულია ხანგრძლივად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები აღინიშნა ერთეულ შემთხვევებში.

უკუჩვენებები:

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, თავის ტვინის სიმსივნე, ორსულობა და ძუძუთი კვება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ოქსიბრალი აძლიერებს ანტიაგრეგაციული და ჰიპოტენზიური პრეპარატების მოქმედებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები