საერთაშორისო დასახელება:

PIPEMIDIC ACID

მწარმოებელი: LRK, სლოვენია

მოქმედი ნივთიერება: პიპემიდინის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ქინოლონების ჯგუფის უროანტისეპტიკური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.

1 კაფს.

პიპემიდინის მჟავა ………….   200 მგ

დამხმარე ნივთიერება: მიკროკრისტალური ცელულოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ქინოლონების ჯგუფის უროანტისეპტიკურ საშუალებას, რომელიც საშარდე გზებში ავლენს ბაქტერიციდულად მოქმედებას გრამდადებით, კერძოდ ოქროსფერ სტაფილოკოკზე და გრამ-უარყოფითი ბაქტერიების უმრავლესობაზე E.coli, Proteus, Klebsiella, schigella, Salmonella.

მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ბაქტერიულ უჯრედში ფერმენტ დნმ-ჰირაზას ბლოკირებით და დნმ-ის სპირალაზაციის პროცესის დარღვევით.

ფარმაკოკინეტიკა:

პალინი კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ორგანიზმიდან პრაქტიკულად გამოიყოფა უცვლელი სახით.

შარდში იგი აღწევს მაღალ კონცენტრაციას, სადაც პიპემიდინის მჟავას დონე აღემატება კონცენტრაციას, რომელიც საჭიროა შარდგამომყოფი გზების ინფექციური დაავადებების უმრავლესობის სამკურნალოდ.

ჩვენებები:

  • შარდგამომყოფი გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციები;
  • პიელონეფრიტის ხანგრძლივი მკურნალობა (რეციდივის მქონე ცალკეულ პაციენტებში);
  • ქალებში რეციდივული ცისტიტის მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 2 კაფსულას 2-ჯერ დღეში 200 მგ ოდენობით დილას და საღამოს.

სტაფილოკოკური ინფექციის სამკურნალოდ ორ დოზას შორის ინტერვალი არ უნდა აჭარბებდეს 8 საათს. მკურნალობის კურსის ხაგრძლივობა ჩველუბრივ შედაგენს 10 დღეს, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია გახანგრძლივდეს.

პაციენტებმა დიურეზის გაზრდის მიზნით საჭიროა მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე.

ქალებში შარდგამომყოფი გზების მარეციდივებელი მწვავე ინფექციური დაავადების მკურნალობისას საჭიროა საღამოს 1 კაფსულის მიღება 7-10 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

◄პრეპარატს ჩვეულებრივ კარგად იტანენ პაციენტები. გვერდითი მოვლენების განვითარებისას მკურნალობის შეწყვეტა არ წარმოადგენს აუცილებლობას.

◄გულისრევა, ღებინება და დიარეა გვხვდება იშვიათად და ჩვეულებრივ სუსტად არის გამოხატული.

◄ცნს-ის მხრივ გამოხატული გვერდითი ეფექტები იშვიათად აღინიშნება.

◄შეიძლება ადგილი ჰქონდეს ისეთ მოვლენებს, როგორიცაა მხედველობის დარღვევა, აგზნება, დეპრესია, მეხსიერების დარღვევა, ჰალუცინაციები, ტრემორი, იშვიათად კრუნჩხვები. ასევე ძილის დარღვევა და სენსორული ხასიათის დარღვევები.

◄მომატებული მგრძნობელობის რეაქციები გამოიხატება კანზე გამონაყარით, სუსტად გამოხატული ქავილით, ფოტოსენსიბილიზაციით, სტივენ-ჯონსონის სინდრომით. კანის მხრივ რეაქციები შექცევადია.

◄არსებობს ანაფილაქსიური შოკის განვითარების საშიშროება. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც რომელიმე ქინოლონის მიმართ აღენიშნებოდათ მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

◄გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენეზას უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნება ჰემოლიზური ანემია, შესაძლოა განვითარდეს ეოზინოფილია. ხანდაზმულ და თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში შესაძლოა აღინიშნოს თრომბოციტოპენია.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* თირკმელების მძიმე ფორმის უკმარისობა (როდესაც კრეატინინის კლირენსია 10 მლ/წთ-ში);

* ღვიძლის მძიმე ფორმის უკმარისობა ღვიძლის ციროზის, ცნს-ის (ეპილეფსია და ნევროზული მდგომარეობა, როდესაც დაქვეითებულია კრუნჩხვების ზღურბლი) დაავადებების ჩათვლით;

* პიპემიდინის მჟავას გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

* პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს მისი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებისას.

* არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძეში, ამიტომ პალინის გამოყენება აღნიშნულ პერიოდში არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

♦პრეპარატით მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება. სიფრთხილეა საჭირო 70 წლის ასაკის ზევით პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას, ვინაიდან მათში გვერდითი მოვლენები აღინიშნება შედარებით ხშირად.

♦ფოტოსენსიბილიზაციის თავიდან აცილების მიზნით პაციენტებმა პრეპარატის გამოყენებისას თავი უნდა აარიდონ მზის სხივების ან ულტრაიისფერი სხივების პირდაპირ ზემოქმედებას. შესაძლოა განვითარდეს ბაქტერიებით და სოკოებით გამოწვეული სუპერინფექცია.

♦იმის გამო, რომ პალინის ხანგრძლივი დროით გამოყენება იწვევს ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარებას, პაციენტები ვალდებულნი არიან დიარეის შემთხვევაში აცნობონ მკურნალ ექიმს.

♦პალინი ახდენს ზემოქმედებას ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

აღინიშნება გვერდითი მოვლენების მსგავსი სიმპტომები. შესაძლოა განვითარდეს გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მეხსიერების დარღვევა, ტრემორი და კრუნჩხვები.

იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს შენარჩუნებული აქვს ცნობიერება, საჭიროა ხელოვნური ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა და გააქტივებული ნახშირის მიღება. პალინი ორგანიზმიდან არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით.

ცნს-ის მხრივ გამოწვეული გვერდითი მოვლენების წარმოშობისას მკურნალობა სიმპტომურია (დიაზეპამი).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– პალინის და თეოფილინის ერთდროული გამოყენება იწვევს თეოფილინის ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას მისი კლირენსის შესაბამისი შემცირებით, რის გამოც საჭიროა შრატში თეოფილინის კონცენტრაციის მონიტორინგი.

– ანტაციდები (ალუმინის, მაგნიუმის ან კალციუმის შემცველობით) და სუკრალფატი მნიშვნელოვნად აქვეითებენ პალინის აბსორბციას, ამიტომ მათ ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. მათ მიღებებს შორის ინტერვალი შეადგენს 2-3 საათს.

– პალინი აძლიერებს ვარფარინის, რიფამპიცინის, ციმეტიდინის და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედებას მათი ერთდროული გამოყენებისას.

– ამინოგლიკოზიდებისა და პალინის კომბინაციისას აღინიშნება სინერგიზმი მათი ანტიბაქტერიული მოქმედების მხრივ.

– პრეპარატი გავლენას ახდენს ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე, რის გამოც შესაძლებელია აღინიშნოს ცრუ დადებითი რეაქცია შარდში გლუკოზის მიმართ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. გრილ სინათლისაგან დაცულ ადგილას.

Facebook კომენტარები