პარადოქს ომეგა-3 კარდიო TG  კაფსულები N30

ახალი  მიდგომა ჯანმრთელი გულის შენარჩუნებისათვის

სტაბილური ცხიმოვანი მჟავების უნიკალური ნარევი ჯანმრთელი გულის და ცირკულაციის ხელშეწყობისთვის.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი;

 

უნიკალური ფორმულა

√   შექმნილია დიდი ბრიტანეთის ბიო-სამედიცინო მეცნიერების ტოპ დეპარტამენტში

√   ნატურალური, აბსოლუტურად სუფთა და უსაფრთხო

√   სრულყოფილი ომეგა სტაბილურობა და ბალანსი

√   ულტრა მაღალი EPA & DHA & მონო-უჯერი ცხიმები

√   შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს და 100% ნატურალურ ვიტამინ D დღიურ დოზას

√   თევზის უსიამოვნო გემოს გარეშე

“A new generation of Omegas” Dr Geoff. Hayhurst

ხარისხი

ომეგას დიაპაზონი, რომლიც გამოყენებულია  Omega3CardioTG ში , უზრუნველყოფს მაღალი ხარისხისა და სისუფთავის თევზის ზეთის მიღებას, უმაღლესი  EPA /DHA- შემცველობით სხვა თევზის ზეთთან შედარებით. ყველა ნატურალური კონცენტრატი რომელიც ნარევის სახით არსებობს Omega3CardioTG , წარმოებულია წამყვანი PureMax გამწმენდი ტექნოლოგიების გამოყენებით და ხარისხი მკაცრად შეესაბამება GMP წარმოების სტანდარტს. ზეთები იფილტრება და იწმინდება დიდ ბრიტანეთში, რომ მაქსიმალურად შემცირდეს იმ დამაბინძურებელი ნივთიერების დონე, რომელიც რჩება სხვა ჩვეულებრივ ზეთებში. Pure Max მთავარი უპირატესობა გახლავთ ის, რომ ის 100% -ით ახდენს თითოეული პარამეტრის ტესტირებას ყოველი პარტიის შემთხვევაში. ასეთი კომპლექსური და მასშტაბური ტესტირება უზრუნველყოფს ბაზრისთვის ყველაზე სუფთა, სასარგებლო და უსაფრთხო ომეგა 3 მიწოდებას საუკეთესო ორგანოლეპტიკური თვისებებით. 

სტაბლურობა

ავტო დაჟანგვა შლის ომეგა 3 მყიფე მოლეკულებს და აძლიერებს თევზის ზეთის სუნს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ პარადოქსის უნიკალური ნარევი ამცირებს ავტო ჟანგვას და იცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს დაშლისაგან. ჩვენი კვლევების შედეგად შემუშავებული იქნა უნიკალური ფორმულა, რომელიც უზრუნველყოფს ომეგა 3 მოლეკულის გაზრდილ სტაბილურობას და მდგრადობას. პარადოქს ზეთების ნარევმა 16-155% გაზარდა სტაბილურობა ჩვეულებრივ ზეთთან შედარებით, შესაბამისად  ომეგა 3 სარგებელი ჯანმრთელობისთვის დიდ წილად გაიზარდა.

ძლიერი ანტიოქსიდანტი

პარადოქს ომეგა ზეთი შეიცავს ნატურალურ ანტიოქსიდანტებს. პოლიფენოლებს აქვთ ORAC მოცულობა 

20 ჯერ უფრო მეტი ვიდრე ვიტამინ E-ს. მისგან წარმოებული პროდუქტების გამოყენება ჩვეულებრივი თევზის ზეთის ფორმულაში უზრუნველყოფს დადასტურებულ დამატებით სარგებელს ჯანმრთელობისათვის.

გაზრდილი ბიო-შეღწევადობა

თევზის ზეთის ომეგას უმრავლესობა კონცენტრირებულია ეთილის ეთერის ფორმით და  შეიცავს არაბუნებრივ და სინთეტიკურ ომეგას მოლეკულებს. პარადოქს ომეგას ცხიმოვანი მჟავები შერეულია და არსებობენ მისი ბუნებრივი ტრიგლიცერიდების ფორმით. ომეგა-3 -ის ბიო ხელმისაწვდომობა

ტრიგლიცერიდების ფორმით 70%-ით მაღალია, ვიდრე ეთილის ეთერის ფორმით. რაც იმას ნიშნავს, რომ პარადოქს პროდუქტის მიღების შემთხვევაში ხდება ომეგა ცხიმოვანი მჟავების ოპტიმალური ათვისება და შესაბამისად  ჯანმრთელობისთვის მაქსიმალური სარგებელის მოტანა.

უნიკალური უპირატესობა: 

EPA DHA & გულის ჯანმრთელობა

კლინიკური და ეპიდემიოლოგიური მონაცემები ადასტურებს, რომ EPA /DHA პოლიუჯერი გრელჯაჭვიანი ცხიმოვნი მჟავები ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, მათ შორის ამცირებს ქოლესტერინის მაღალ დონეს და მაღალ არტერიულ წნევას. გულის შეტევის, ინსულტის, ანომალური გულის რიტმების დროს EPA /DHA ამცირებს  სიკვდილიანობის რისკს, მათ შორის ადამიანებში, რომლებსაც გულის შეტევა გაუმეორდათ. EPA /DHA აგრეთვე ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, ანელებს რა ათეროსკლეროზული ფოლაქების და სისხლის კოლტის განვითარების პროცესს.

სამეცნიერო მიმოხილვები ადასტურებს, რომ ყურადღების კონცენტრირება EPA /DHA  მოთხოვნაზე (დამატებითი ეფექტის პოტენციალის გათვალისწინებით)- გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესების საუკეთესო სტრატეგიაა. ითვლება, რომ EPA /DHA აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და ჟანგვითი სტრესების საწინააღმდეგო მოქმედება, აუმჯობესებს უჯრედულ ფუნქციას, ამცირებს მოცირკულირე ანთებითი მარკერების, როგორებიცაა  C რეაქტიული ცილა (CRP), TNF ზოგიერთი ILs (IL-6, IL-1) რაოდენობას შედეგად მათი მავნე ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მცირდება.

ვიტ-D გულის ჯანმრთელობა

თანამედროვე მონაცემებით მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიარდ ადამიანს  აქვს ვიტამინ D

დეფიციტი ან არასაკმარისი რაოდენობა, ხოლო არადიაგნოსტირებული  ვიტამინ D  დეფიციტი საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. ვიტამინ D  დეფიციტი კი იწვევს სხვადსხვა დარღვევებს ენდოკრინულ სისტემაში, იმუნურ სისტემაში და სხვადასხვა  ანთებით პროცესებს. მასთან არის დაკავშირებული ჰიპერტონიით დაავადების რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა, ჰიპერლიპიდემია, მიოკარდიუმის ინფარქტი. ვიტამინი Dდაბალი დონე იწვევს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დონის ზრდას, იწვევს ფარისებრ ახლო ჯირკვლის ჰორმონის მომატებას რაც თავის მხრივ ზრდის ინსულინისადმი რეზისტენტულობას და ხელს უწყობს მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარებას

მონო-უჯერი ცხიმები & გულის ჯანმრთელობა

არსებობს ეპიდემიოლოგიური მონაცემები და კლინიკური კვლევები იმისა, რომ მონო-უჯერი ცხიმოვანი მჟავები გულის კორონარული დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს, მოქმედებს რა პლაზმის ლიპიდებზე, ლიპოპროტეინებზე , თრომბოგენეზთან დაკავშირებულ ფაქტორებზე, ინ ვიტრო LDL ჟანგვით მიმღებლობაზე, ინსულინზე მგრძნობელობაზე (10,11,12)

პარადოქს ომეგა-3 კარდიო TG

ეთილის ეთერების ნატურალური ალტერნატივა

ეთილის ეთერებშიომეგა 3 ქიმიურად მოდიფიცირებულია. მწარმოებლები, იმისთვის, რომ მიიღონ ომეგა 3-ის კონცენტრირებული დანამატი, ქიმიური გზით იღებენ ომეგა 3 მოლეკულის EPA/ DHA  ცხიმოვან მჟავებს. ეთილის ეთერები არ არსებობს ადამიანის ორგანიზმში და არც ბუნებაში. Paradox ში ყველა EPA /DHA არის   ნატურალური ტრიგლიცერიდი.

ეთილის ეთერებშიომეგა 3 დაჟანგვის მაღალი რისკის ქვეშ არსებობს. ეს ზეთები ძლიერ არიან მიდრეკილი დაჟანგვისკენ ლიპიდების პეროქსიდისა  და სხვა მეორეული ჟანგვითი პროდუქტების წარმოქმნით.  დაჟანგულ ზეთებს შეიძლება ჰქონდეს შეცვლილი ბიოლოგიური აქტივობა, რაც მას ხდის არაეფექტურს ან მავნეს. დიდი ბრიტანეთის ბიო-სამედიცინო მეცნიერების უმაღლეს დეპარტამენტში 3-წლინი კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ Paradox ში ომეგა 3 მოლეკულების EPA/ DHA  ცხიმოვან მჟავები 155%-თ უფრო სტაბილურია ვიდრე ჩვეულებრივ თევზის ზეთებში.  

ეთილის ეთერებშიომეგა 3 ში არ არსებობს  ბუნებრივი ვიტამინები, მაშინ როდესაც ნატურალური თევზის ზეთი გარდა ომეგა 3-ისა არის ვიტამინ D მდიდარი წყარო. მაგრამ ომეგა 3 კონცენტრაციის პროცესი სცილდება ბუნებრივ ვიტამინებს და სხვა დამოუკიდებელ ცხიმოვან მჟავებს.

პარადოქს ომეგა-3 კარდიო TG შეიცავს 100% ნატურალურ ვიტამინ D-ს დღიურ დოზას.

ეთილის ეთერებიცუდად შეიწოვება. გამოკვლევებმა დაადასტურა რომ ზოგადად EE (ეთილის ეთერი) და TG (ტრიგლიცერიდი) უკეთ შეიწოვება სხვა ცხიმოვანი მჟავების არსებობის შემთხვევაში.

პარადოქს ომეგა-3 კარდიო TG შეიცავს ბუნებრივი ცხიმოვანი მჟავების ბალანსს, რომელიც უზრუნველყოფს  EPA /DHA მაქსიმალურ ათვისებას.

ეთილის ეთერებშიომეგა 3 ნაკლებად რენტაბელურია.

პარადოქს ომეგა-3 კარდიო TG კაფსულები N30

 

უნიკალური ფორმულა არის დაფუძნებული ხანგრძლივ ლაბორატორიულ კვლევაზე და ლიტერატურის შესწავლაზე, რომელიც ხორციელდებოდა ოლსტერის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო,  დიდ ბრიტანეთში N1 დეპარტამენტის გუნდით.

 

პარადოქსის ყველა პროდუქტი შეესაბამება GMP, MHRA სერტიფიკაციასშეესაბამება ევრო კავშირის ყველა მოთხოვნას და მითითებას საკვებ დანამატზე, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს.

 

შემადგენლობა

 

ერთი კაფსულა

პარადოქს ომეგა3 კარდიო ტგ

 

1165 მგ

ომეგა 3

 

775 მგ

მათგან EPA

 

400 მგ

  DHA

 

250 მგ

ვიტამინი D3

100% RDA

5.0 μg

   ენერგეტიკული ღირებულება

 

9.0 კკალ

ცილა

 

0

ნახშირწყლები

 

0

ცხიმები

 

1,165 გ

კაფსულა: თევზის ჟელატინი BP, გლიცეროლი BP

რეკომენდირებული დღიური დოზა:

1 კაფსულა

უკუჩვენება:
არ აქვს უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები

შენახვის პირობები:

ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას 25°C ტემპერატურაზე.

გაცემის პირობები:

რეცეპტის გარეშე

ვარგისობის ვადა:  3 წელი.

კვლევები ჩატარებულია, შემუშავებულია და წარმოებულია დიდ ბრიტანეთში,

ჩრდილოეთ ირლანდია

Paradox Omega Oils Ltd

Belfast BT4 2AG,

Northern Ireland, UK

Facebook კომენტარები