საერთაშორისო დასახელება:

MALATHION; PERMETHRIN; PIPERONYL BUTOXIDE

მწარმოებელი: OMEGA PHARMA, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: პერმეტრინი+მალატიონ+პიპერონის ბუტოქსიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თავის თმიანი ნაწილის პედიკულოზის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

აეროზოლი გარეგანი გამოყენებისთვის: ბალონში 90 U

10 გ

პერმეტრინი …………………………      50 მგ

მალატიონი …………………………        25 მგ

პიპერონის ბუტოქსიდი …………..    200 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი პერმეტრინი წარმოადგენს ნეიროტოქსიკურ შხამს მწერებისთვის. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს მწერების ნერვული უჯრედების მემბრანების კათიონური ცვლის მოშლაში. პერმეტრინის მოქმედება ძლიერდება პიპერონილის ბუტოქსიდით, რომელიც აბლოკირებს მწერების მიერ გამოყოფილ დამცავ ფერმენტებს.

ჩვენებები:

  • თავის თმიანი ნაწილის პედიკულოზის მკურნალობა (ტილებსა და წილებზე ზემოქმედება).

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატს ასხურებენ თავის კანზე და თმის მთელ სიგრძეზე.

პრეპარატის ექსპოზიცია – 10 წუთი. შემდეგ აუცილებელია თმის დაბანვა რბილი შამპუნით ან შამპუნით პარა-დუ, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად წილების მოსაცილებლად. მკვდარი წილების მოშორება ხდება ხშირი სავარცხლის საშუალებით.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივი რეაქციები: ხანდახან წარმოიშვება მსუბუქი ჩხვლეტისა და თავის კანის წვის შეგრძნება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტის ინდივიდუალური აუტანლობა;

* ბავშვთა ასაკი 2.5 წლამდე.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ პრეპარატის ერთი ბალონი საკმარისია 3-4 ადამიანის სამკურნალოდ.

♦ პრეპარატის გამოყენება ხდება საცხოვრებელ ადგილას, რომელიც კარგად ნიავდება.

♦ პრეპარატის დამუშავებისას უნდა იმყოფებოდეთ ცეცხლისაგან მოშორებით.

♦ თავიდან აიცილეთ პრეპარატის მოხვედრა თვალებში და ლორწოვან გარსებზე.

♦ არ ჩაყლაპოთ.

♦ შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

♦ რეინფიცირების თავიდან ასაცილებლად შეასხურეთ პრეპარატი ყველანაირი ქსოვილის ნაწარმს, რომელთანაც კონტაქტირებდა დასნებოვნებული (ბალიშები, თავსამკაულები, პალტოს საყელოები და ა.შ.).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ბალონი იმყოფება წნევის ქვეშ. დაიცავით მზის სხივების მოხვედრისა და 500C მეტი ტემპერატურის ზემოქმედებისაგან. არ ჩაჩხვლიტოთ და არ დაწვათ თუნდაც ცარიელი ბალონი.

Facebook კომენტარები