საერთაშორისო დასახელება:

ESTRADIOLUM; NORETHISTERONE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER

მოქმედი ნივთიერება: ექსტრადიოლი+ნორეთისტერონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიკლიმაქტრული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 28 და 3X28 ც.

1 ტაბ.

ექსტრადიოლი     ……… 1 მგ

ნორეთისტერონი ……..  2 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კომბინირებული პრეპარატი. მონოფაზური ესტროგენ–გესტაგენური პრეპარატი. 17–ბეტა– ესტრადიოლი ენდოგენური ესტრადიოლის იდენტურია; ასტიმულირებს საშვილოსნოს, საშვილოსნოს მილების, მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებას (მათი განუვითარებლობისას)., იწვევს რეგენერაციის აქტივაციას და ენდომეტრიუმის ზრდას მენსტრუალური ციკლის პირველ ფაზაში, ენდომეტრიუმს ამზადებს პროგესტერონის მისაღებად, ციკლის შუაში იწვევს ლიბიდოს მომატებას, გავლენას ახდენს ცილების ნახშირწლყლების და ცხიმების, ელექტროლიტების ცვლაზე: სისხლში აქვეითებს ლიპიდების და ქოლესტერინის კონცენტრაციას, არეგულირებს აზოტოვან ცვლას; ასტიმულირებს ღვიძლის მიერ გლობულინების გამომუშავებას, რომელიც ბოჭავს სასქესო ჰორმონებს, რენინს, თირეოგლობულინს და სისხლის შემდედებელ ფაქტორს.

ხასიათდება ზომიერი ცენტრალური ეფექტებით: იცავს ვეგეტატურ–სისხლძარღვოვან და ფსიქოემოციურ აშლილობისგან. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ძვლოვანი ქსოვილის და ძვლოვანი სტრუქტურის ჩამოყალიბებაში, იცავს ოსტეოპოროზის განვითარებისაგან. ამაღლებს საშვილოსნოს აგზნებადობას, დიდ დოზებში თრგუნავს ლაქტაციას, აუმჯობესებს შარდსასქესო გზების და კანის ტროფიკას, ახასიათებს სუსტი ანაბოლური მოქმედება.

სინთეტური გესტაგენი – ნორეთისტერონი უზრუნველყოფს საშვილოსნოს ლორწოვანის გადასვლას პროლიფერაციის სტადიიდან სეკრეტორულ ფაზაში. ის ამცირებს  საშვილოსნოს მუსკულატურისა და საშვილოსნოს მილების აგზნებას და შეკუმშვას. აბლოკირებს მალუთეინიზებელი და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰიპოთალამური ფაქტორის გამოთავისუფლების სეკრეციას ჰიპოფიზში, თრგუნავს გონადოტროპული ჰორმონის წარმოქმნას და ამუხრუჭებს ოვულაციას. ხასიათდება უმნიშვნელო ანდროგენული აქტიობით. არ წარმოადგენს კოტრაცეპტულ საშუალებას.

ჩვენებები:

კლიმაქტერული მოშლილობა პრე– და პოსტმენოპაუზის პერიოდში. კლიმაქტერული სინდრომი (გამოვლენილი „ალებით“, მომატებული ოფლიანობით, ძილის დარღვევით, გაღიზიანებულობით, დეპრესიით, გულმავიწყობით, პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზით, კანისა და ლორწოვანის დეგენერაციული ცვლილებებით, ფრჩხილების მტვრევადობით, კანის განლევით, ნაოჭების გაჩენით, შარდ–სასქესო გზების ლორწოვანის სიმშრალით).

პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა;

* ორსულობა და ლაქტაცია;

* ღვიძლის უკმარისობა;

* თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია (ჟილბერის, დუბინ–ჯონსონის და როტორის სინდრომი);

* ჰემანგიომა, ღვიძლის კიბო;

* თრომბოემბოლიური დაავადება;

*თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა (იშემიური ინსულტი, ჰემორაგიული ინსულტი);

* შაქრიანი დიაბეტი, რეტინოპათია, ანგიოპათია;

* ნამგლისებრ უჯრედოვანი ანემია, საშვილოსნოსა და ენდომეტრიუმის კიბო, სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომა, ენდომეტრიოზი;

* ცხიმოვანი ცვლის დარღვევა, ჰიპერლიპოპროტეინემია, იდიოპათიური სიყვითლე  ან ქავილი (წინა ორსულობის დროს);

* ჰერპესი (ანამნეზში);

* ოტოსკლეროზი ორსულობისას გაუარესებული;

* უცნობი გენეზის სისხლდენა სასქესო ორგანოებიდან, მეტრორაგია (უცნობი გენეზის); გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი, გულის მანკი, მიოკარდიტი.

სიფრთხილით: შაკიკი, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქიალური ასთმა, გულის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, ეპილეფსია, დეპრესია, წყლულოვანი კოლიტი, საშვილოსნოს მიომა, მასტოპათია, ქორეა; ტეტანია, პორფირია, გაფანტული სკლეროზი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ტუბერკულოზი, თირკმელების დაავადება.

გვერდითი მოქმედება:

მკურნალობის პირველ თვეს: სპორადული მენსტრუაციის მაგვარი სისხლდენა, სარძევე ჯირკვლების მტკივნეული დაჭიმულობა, გულისრევა, თავის ტკივილი, შეშუპება. სამ თვიანი მკურნალობის შემდეგ – ამენორეა; ფრიგიდულობა, თრომბოზი, თრომბოემბოლია, არტერიული წნევის მომატება, ალოპეცია, გამონაყარი კანზე, ქავილი; მხედველობის დარღვევა.

მიღების წესი და დოზირება:

შიგნით, დღეში  1 ტაბლეტი ყოველდღიურად. მკურნალობა იწყება ნებისმიერ დღეს და გრძელდება უწყვეტად. ჭარბი მენსტრუაციისას ან ჩანაცვლებითი თერაპიისას პრეპარატით მკურნალობას იწყებენ მენსტრუალური ციკლის მე–5 დღეს.

განსაკუთრებული მითითებები:

ენიშნებათ მხოლოდ ქალებს, რომელთაც უკანასკნელი მენსტრუალური ციკლი ჰქონდათ არა უმეტეს 1 წლის წინ. მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა საფუძვლიანი სამედიცინო გამოკვლევა, არტერიული წნევის კონტროლის ჩათვლით, სარძევე ჯირკვლების და მუცლის ღრუს  გამოკვლევა, გინეკოლოგიური გამოკვლევები ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის გამოსარიცხად.

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში ყოველ 6 თვეში საჭიროა გინეკოლოგიური კონტროლი (საშვილოსნოს ყელის ნაცხის ციტოლოგიური ანალიზი და სარძევე ჯირკვლების გამოკვლევა). აუცილებელია ღვიძლის, არტერიული წნევის, შარდის ანალიზის, სისხლში ლიპიდების კონტროლი.

მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება: ორსულობისას, შაკიკის მსგავსი თავის ტკივილისას (თუ ის ადრე არ აღინიშნებოდა), ფლებიტის ნიშნებისას (უჩვეულო ტკივილი ან ვენების შებერვა ფეხებზე), სიყვითლე, მხედველობის დარღვევა, თრომბი, ცერებროვასკულარული დარღვევა, უცნობი გენეზის  მჩხვლეტავი ტკივილი სუნთქვისას ან ხველისას, გულმკერდში ტკივილის ან მოჭერის დროს, არტერიული წნევის მომატება, ეპილეფსიის შეტევების გახშირება, ღვიძლის სიმსივნის აღმოჩენა , გეგმიური ქირურგილი ჩარევამდე 6 კვირით ადრე, ხანგრძლივი იმობილიზაციისასა – ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა წარმოადგენს პრეპარატის მოხსნის საფუძველს.

თუ მენსტრუაციის მაგვარი სისხლდენა გრძელდება 3 თვეზე მეტხანს ან გაჩნდა რამდენიმე თვიანი მკურნალობის შემდეგ, მიმრთავენ დიაგნოსტურ გამოფხეკვას საშვილოსნოს ავთვისებიანი სიმსივნის გამოსარიცხად.

ურთიერთქმედება:

ბარბიტურატები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები (კარბამაზეპინი, ფენიტოინი) აძლიერებენ სტეროიდული ჰორმონების მეტაბოლიზმს.

ანტიბიოტიკები(ამპიცილინი, რიფამპიცინი), ცვლიან რა ნაწლავის მიკროფლორას, აქვეითებენ პრეპარატის ეფექტურ კონცენტრაციას.

ზოგადი საანესთეზიო საშუალებები, ნარკოტიკული ანალგეტიკები, ანქსიოლიტიკები, ანტიეპილეფსიური საშუალებები, ზოგიერთი ჰიპოტენზიურები, ეთანოლი აქვეითებენ ეფექტურობას.

ერთდროული დანიშვნისას შეიძლება საჭირო გახდეს ჰიპოგლიკემიურების დოზირების რეჟიმის კორექცია.

Facebook კომენტარები