1. ფარმაკოდინამიკა:

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას : დიოსმინს და ჰესპერიდინს(450+50)მგ. დიოსმინი და ჰესპერიდინი მიეკუთვნება კაპილარების მასტაბილიზებელი პრეპარატების ჯგუფს . ისინი ხელს უწყობს ვენური სტაზის შემცირებას. გამოიყენება ვენების დაჭიმულობის, შევიწროვების შესამცირებლად და ვენურ სისტემაში ობსტრუქციის ან მაღალი წნევის შედეგად განვითარებული ბლოკადით გამოწვეული ცირკულაციის შენელებას , რაც ყველაზე ხშირად ვლინდება ტერფებისა და ფეხების არეში.

ჩვენება:

ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური დაავადებები შემდეგი სიმპტომებით : ფეხების არეში სიმძიმის ან ტკივილის შეგრძნება , ღამის კრუნჩხვები , შესიება დიდი რაოდენობით სითხის დაგროვების შედეგად .

ბუასილისა და მწვავე ჰემოროიდული შეტევების მკურნალობა .

2. პელეთროცინ პლუსის მიღებამდე

მკაცრად დაიცავით ექიმის მითითებები , რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს წინამდებარე ინსტრუქციაში მოცემული ზოგადი ინფორმაციისაგან .

უკუჩვენება:

თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია ( მომატებული მგრძნობელობა ) დიოსმინის ან ჰესპერიდინის ან პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ .

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღებისას:

პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ორსულობის , ორსულობის დაგეგმვის ან ლაქტაციის შესახებ. 
სხვა პრეპარატების მიღება:

აცნობეთ ექიმს ყველა იმ პრეპარატის შესახებ , რომელსაც ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით , მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების შესახებ .

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღება საკვებთან ან სასმელთან ერთად

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები სასურველია მიიღოთ ერთი და იგივე დროს დღეში ორჯერ საკვებთან ერთად .

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა : ადამიანებში ჩატარებული კვლევებისას პრეპარატის გამოყენების შედეგად არ აღინიშნა ნაყოფისათვის ზიანის მიყენების შემთხვევები . თუმცა , რეკომენდებულია , რომ პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები არ იქნას მიღებული ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში .

ლაქტაცია : ვინაიდან მონაცემები პრეპარატის დედის რძეში გამოყოფის შესახებ არ არსებობს , პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები ძუძუთი კვების პერიოდში არ გამოიყენება .

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

ავტომობილებისა და მანქანა – დანადგარების მართვის უნარზე გავლენა :

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები გავლენას არ ახდენს ავტომობილების მართვისა და მანქანა – დანადგარებით სარგებლობის უნარზე .

3. როგორ მიიღება პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით . რაიმე კითხვის შემთხვევაში , მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

მიღების წესი:

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს დღეში ორ ტაბლეტს , რომელიც მიიღება დილა – საღამოს ჭამის დროს .

მკურნალობის ხანგრძლივობა:

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები მიიღება ყოველ დღე ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით . შეიძლება საჭირო იქნას პრეპარატის რამოდენიმე თვის ან წლის განმავლობაში მიღება . მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში , მიმართეთ ექიმს .

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი .

თუ დაგავიწყდათ პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღება

თუ დანიშნული გაქვთ პრეპარატის რეგულარულად მიღება და გამოტოვეთ დოზა , მიიღეთ ის მაშინვე , როგორც კი გაგახსენდებათ . თუ მოახლოებულია მომდევნო დოზის მიღების დროს , არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და ჩვეულებრივ დროს მიიღეთ შემდეგი დოზა . გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია .

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვა მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

თუ შეწყვეტთ პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღებას

ექიმის მითითების გარეშე არ შეწყვიტოთ პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღება . თუ პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღებას შეწყვეტთ მკურნალობის კურსის დასრულებამდე , შეიძლება კვლავ გამოვლინდეს თავდაპირველი სიმპტომები . აუცილებელია ტაბლეტების მიღება ექიმის მიერ მითითებული დროის განმავლობაში .

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად,პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები იწვევს გვერდით ეფექტებს, თუმცა არა ყველა პაციენტში . ქვემოთ წარმოდგენილია გამოვლენილი გვერდითი ეფექტების ჩამონათვალი :

ხშირი ( შეიძლება აღინიშნოს ყოველი 100 პაციენტიდან 1-10 პაციენტში ):

დარღვევები კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მხრივ , როგორიცაა დისკომფორტი კუჭის არეში , ტკივილი კუჭის არეში , სისუსტე ;

ნაკლებად ხშირი ( შეიძლება აღინიშნოს ყოველი 1000 პაციენტიდან 1-100 პაციენტში ):

ძილიანობა , თავის ტკივილი ;

თავბრუსხვევა ;

ტკივილი მუცლის ან კუჭის არეში , დისკომფორტი , ღებინება , დიარეა

გამონაყარი , ქავილი , ჭინჭრის ციება ;

დაბალი არტერიული წნევა , სპაზმი , გულისცემის გახშირება ;

დაღლილობა ;

უძილობა , აგზნება ;

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს ყოველი 10000 პაციენტიდან 1-1000 პაციენტში):

ცხვირიდან სისხლდენა;

არარეგულარული მენსტრუაცია ან ჭარბი სისხლდენა მენსტრუაციის პერიოდში .

რომელიმე გვერდითი ეფექტის გაუარესების შემთხვევაში , ან ისეთი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას , რომელიც მოცემული არ არის წინამდებარე ინსტრქუციის ფურცელში , მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

5. შენახვის წესი

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე .

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები არ გამოიყენება ბლისტერსა და კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ . ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს .

დაუშვებელია პრეპარატების საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად გადაყრა . გამოუყენებელი პრეპარატების განადგურების წესის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ფარმაცევტისაგან . აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას .

6. დამატებითი ინფორმაცია

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების შემადგენლობა :

– პრეპარატის აქტიური სუბსტანციებია დიოსმინი და ჰესპერიდინი .

ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 450 მგ დიოსმინს და 50 მგ ჰესპერიდინს .

ტაბლეტის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებები :

ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი , მიკროკრისტალური ცელულოზა , ჟელატინი , მაგნიუმის სტეარატი , ტალკი .

ტაბლეტის გარსის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტები :

ფუტკრის თეთრი ცვილი , გლიცეროლი , ჰიპრომელოზა 2190, მაკროგოლი 6000, ნატრიუმის ლაურილსულფატი , რკინის ოქსიდი ( ყვითელი ) ( E-172 ), რკინის ოქსიდი ( წითელი ) ( E -172), ტიტანის დიოქსიდი ( E -171), მაგნიუმის სტეარატი ;

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების აღწერა და შეფუთვის შემცველობა :

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები წარმოდგენილია შემოგარსული ტაბლეტების სახით . ტაბლეტები მოვარდისფრო – კრემისფერია , ოვალური ფორმის , ორმხრივ ამობურცული , გასაყოფი ხაზით . ყოველ ბლისტერში მოთავსებულია 30 ან 60 პელეთროცინ პლუსის შემოგარსული ტაბლეტი , რომელიც შეფუთულია პვქ / ალუმინის ფოლგიან ბლისტერში პაციენტისათვის განკუთვნილ ინსტრუქციის ფურცელთან ერთად . ბაზარზე ყველა შეფუთვის ფორმა არ არის წარმოდგენილი .

გამოშვების ფორმა

№30 ტაბლეტი შეფუთვაში ;

შენახვის პირობები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე ;

ვარგისობის ვადა

3 წელი

გაცემის რეჟიმი

II ჯგუფი ( რეცეპტით )

მწარმოებელი:

HELP SA  ატიკა – საბერძნეთი

Facebook კომენტარები