საერთაშორისო დასახელება:

DIMETICONE; QUAIAZULENE

მწარმოებელი: Laboratoires Rosa-phytopharma, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: დიმეტიკონი+გვაიაზულენი         

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

აირგამდენი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 10 კაფს., შეფუთვაში 3 ბლისტერი.

1 კაფს.

დიმეტიკონი ………………     3.0 გ

გვაიაზულენი ……………….. 0.004 გ

გელი შინაგანი მიღებისათვის: საშეში 10 გ.

10 გ

დიმეტიკონი …………        3.0 გ

გვაიაზულენი …………..    0.004 გ

დამხმარე ნივთიერებები:

სორბიტოლი, კარაგენატი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პიტნის ზეთი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი. ფლობს ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, აქვეითებს მარილმჟავას სეკრეციას კუჭში, ამცირებს აირწარმოქმნას ნაწლავებში.

გვაიაზულენი ფლობს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, ამცირებს ალერგიულ რეაქციებს, აძლიერებს რეგენერაციის პროცესს, ავლენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას. მასტოციტებიდან, კუჭის ლორწოვანი გარსის უჯრედებიდან, ჰისტამინის გამოთავისუფლების მაინჰიბირებელი ეფექტის გამო, მჟავას სეკრეცია ფერხდება.

დიმეტიკონი ჰიდროფობური პოლიმერული ნივთიერებაა დაბალი ზედაპირული დაჭიმულობით, ამცირებს აირწარმოქმნას ნაწლავებში და საჭმლის მომნელებელი არხის კედლებს ფარავს დამცავი გარსით.

ჩვენებები:

  • გასტრალგია;
  • გერდ (გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება) 0-1 ხარისხი;
  • კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები;
  • გამოხატული მომატებული აირწარმოქმნით, ბოყინით, გულძმარვით, გულისრევით, შეკრულობით, დიარეით ან მათი მონაცვლეობით;
  • მუცლის ღრუს ორგანოების მომზადება რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი ან ინსტრუმენტული გამოკვლევისთვის.

მიღების წესი და დოზირება:

შინაგანი მიღებისათვის. 1 კაფსულა/საშე 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ (მკურნალობის კურსი განისაზღვრება ინდივიდუალურად), ან ტკივილის წარმოქმნის შემთხვევაში.

მუცლის ღრუს ორგანოების მომზადება გამოკვლევისათვის – 1 კაფსულა/საშე 2-3-ჯერ გამოკვლევის წინა დღეებში და 1 კაფსულა/საშე დილით გამოკვლევის დღეს.

გვერდით მოვლენები:

იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, ტკივილი და მუცლის შებერილობა.

უკუჩვენება:

* პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა,

* კაფსულა – ბავშვთა ასაკი 14 წელი,

* გელი შინაგანი მიღებისათვის -18 წელი.

ორსულობა და ლაქტაცია:

შესაძლებელია გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

პეპსანი არ შეიცავს შაქარს და ამიტომ არ არის უკუნაჩვენები დიაბეტით დაავადებულ პირებში.

ჭარბი დოზირება:

შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის გამოვლენილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები