შემადგენლობა:

პრეპარატი პიობაქტერიოფაგი წარმოადგენს სტაფილოკოკური , სტრეპტოკოკური , პათოგენური ნაწლავის ჩხირის ( სხვადასხვა სეროტიპის ), ფსევდომონა აეროგინოზას
(ლურჯმწვანე ჩირქმბადი ჩხირის) და პროტეუსის (მირაბილის და ვულგარის) ფაგოლიზატების სტერილურ ნარევს .

მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხეა. განისაზღვრება ვიზუალურად.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

იწვევს Staphylococcus aureus, Streptococcus ( სხვადასხვა სახეობის ), Escherichia coli ( სხვადასხვა სეროტიპის ), Pseudomonas aeruginosa, Proteus vulgaris, mirabilis .

ბაქტერიების სპეციფიკურ ლიზისს .

ჩვენება:

პიობაქტერიოფაგი გამოიყენება სამკურნალო – პროფილაქტიკური მიზნით ზემოთ აღნიშნული მიკროორგანიზმებით გამოწვეულ ჩირქოვან – ანთებითი და ენტერალური   ინფექციების დროს .

  • ცხვირ – ხახის   ინფექციური დაავადებები : შუა ყურის ანთება , ანგინა , ლარინგიტი , რინიტი , ტრაქეიტი , ბრონქიტი , პნეუმონია , პლევრიტი ;
  • კანის ინფექციური დაავადებები : ფურუნკულოზი , კარბუნკულოზი , აბსცესები , ჰიდროადენიტები , ღრმა ინფილტრატული და აბსცესური სიკოზები , პიოდერმიტები ;
  • ქირურგიული ინფექციები :   ჩირქოვანი ჭრილობები , მასტიტები ,   ოსტეომიელიტი , ფლეგმონი ;
  • პირის ღრუს ანთებითი პროცესები ; სტომატიტი , გინგივიტი და სხვა .
  • კონიუნქტივიტი ;
  • დამწვრობის დროს განვითარებული მეორადი ინფექციები ;
  • ურო – გენიტალური და გინეკოლოგიურ ინფექციები : ურეთრიტი , ცისტიტი , პიელონეფრიტი , კოლპიტი , ენდომეტრიტი ;
  • ენტერალური ინფექციები : გასტროენტეროკოლიტი , ქოლეცისტიტი , დისბაქტერიოზი ;
  • ბავშვთა ( მათ შორის ახალშობილთა ) სხვადასხვა ჩირქოვან ანთებითი ინფექციები ;
  • სტაფილოკოკის , სტრეპტოკოკის , პათოგენური ნაწლავის ჩხირის ( სხვადასხვა სეროტიპის ) ფსევდომონა აეროგინოზას ( ლურჯმწვანე ჩირქმბადი ჩხირის ) და პროტეუსის მიერ გამოწვეული დაავადებები ;
  • ოპერაციის შემდგომი გართულებებისა და საავადმყოფოსშიდა ინფექციების   პროფილაქტიკის მიზნით ;

გამოყენების წესი და დოზირება:

პიობაქტერიოფაგი გამოიყენება როგორც ადგილობრივად დაზიანებული კერის დასამუშავებლად, საფენების სახით, ასევე ღრუში შესაყვანად ( ღრუ ჭრილობები, მუცლის ღრუ, პლევრა, აბსცესის ღრუ, ცხვირის ღრუ, შარდის ბუშტი, საშვილოსნო, საშო ). პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებული იქნას დასალევად, ასევე ზონდისა და ოყნის სახით.

ფაგის   ადგილობრივი გამოყენება ხდება 3-5 დღის განმავლობაში დღეში სამჯერ. ფაგის რაოდენობა განისაზღვრება   დაზიანებული ადგილის ზომის მიხედვით. თუ ფაგის   გამოყებებამდე ჭრილობა დამუშავებული იყო სხვადასხვა ქიმიური ანტისეპტიკურებით, იგი უნდა გაიწმინდოს სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით და დამუშავდეს 2-3% სოდიანი ხსნარით .

– აბსცესების , პლევრიტების და ართრიტების დროს ბაქტერიოფაგის შეყვანა ღრუში ხდება ჩირქის გამოდევნის შემდეგ 50-200 მლ . რაოდენობით, დღეგამოშვებით .

– ცისტიტების, პიელიტების დროს ფაგის შეყვანა ხდება კათეტერით.

– ქოლეცისტიტების დროს ზონდირებით 30 მლ. ოდენობით დღეგამოშვებით.

– კუჭ – ნაწლავის ოპერაციისა და პერიტონიტების დროს შეჰყავთ 100 მლ . ოდენობით , ხოლო ღრუში დატოვებული ზონდით ფაგი შეჰყავთ ღრუში ერთხელ 30 მლ . ოდენობით 3-4 დღის განმავლობაში .

– პიოდერმიტების ღრმა ფორმების მკურნალობისას ფაგს იყენებენ კანში ინექციის   სახით 0,1-0,5 მლ . რაოდენობით, სულ 10 ინექცია 24 საათში ერთხელ .

– კონიუქტივიტების დროს ბაქტერიოფაგს აწვეთებენ დღეში 4-6- ჯერ 2-2 წვეთის ოდენობით .

– ახალშობილთა ომფალიტებისა და პიოდერმიების სამკურნალოდ პიობაქტერიოფაგი გამოიყენება საფენების სახით დღეში ორჯერ 5-7 დღის განმავლობაში .

– per os პიობაქტერიოფაგის გამოყენების წინ 3 წლის ზევით ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში რეკომედებულია 2-3% სასმელი სოდიანი ხსნარის მიღება .

განსაკუთრებული მითითებები;

გამოყენების წინ ამპულა ან ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ . სითხე უნდა იყოს გამჭვირვალე, ნალექის გარეშე .

შეფუთვის დაზიანებისას ან ამპულაში ან ფლაკონში ფაგის შემღვრევის შემთხვევაში პრეპარატი არ გამოყენოთ !!!

არ შეიძლება პრეპარატის შენახვა ამპულის ან ფლაკონის გახსნის შემდეგ .

პიობაქტერიოფაგის გამოყენება არ გამორიცხავს სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების ხმარებას .

პიობაქტერიოფაგის გამოყენებას უკუჩვენებები არ გააჩნია.

შეფუთვა:

5 მლ   და 10 მლ ამპულებში , №10.

შენახვის პირობები ინახება +2 – +8 0C ტემპერატურაზე .

ვარგისიანობა 1 წელი .

გაიცემა რეცეპტით .

მწარმოებელი : გ . ელიავას სახ . ბაქტერიოფაგიის ,

მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ს / კ   ინსტიტუტის მიერ

შპს ” ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატები “

Facebook კომენტარები