შემადგენლობა

სტაფილოკოკური ფაგი
სტრეპტოკოკური ფაგი
ფსევდომონა აეროგინოზას ფაგი
პროტეუსის ფაგი
კოლი ფაგი


პიობაქტერიოფაგი უკუჩვენებების გარეშე ახდენს ჩირქოვანი ინფექციებიდან გამოყოფილი ბაქტერიების სპეციფიურ ლიზისს, იგი ბიოლოგიური ანტიბიოტიკია


ბიოლოგიური ანტიბიოტიკი უკუჩვენების გარეშე
კანისა და ლორწოვანი ვისცერალური ორგანოების ჩირქოვანი ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა. პიობაქტერიოფაგი გამოიყენება ჩირქოვანი ინფიცირებული ჭრილობების, ფურუნკულების, კარბუნკულების, აბსცესების, დამწვრობების, ვაგინიტების, მასტიტების, ანგინის, რინიტის, ლარინგიტის, გინგივიტის, კონიუქტივიტის, ცისტიტის, პროსტატიტის, პლევრიტის, ართრიტის, ქოლეცისტიტის, ენტეროკოლიტის და სხვა ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით.


პიობაქტერიოფაგი გამოიყენება ინფექციის კერის ადგილის მიხედვით ბადგილობრივად -ტამპონის სახით, ცხვირში ჩასაწვეთებლად , ყელში გამოსავლებად, ჭრილობაზე დასაფენად, აბსცესების დასამუშავებლად და სხვა. ცისტიტების, პროსტატიტების, პიელიტების, ქოლეცისტიტების, ქირურგიული ოპერაციების შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება, როგორც ადგილობრივად, ისე დასალევად. 
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა ემპირიულია, ინფექციის დაძლევის პერიოდის მიხედვით.


პრეპარატს უკუჩვენება არ გააჩნია


პრეპარატი შემღვრევის შემთხვევაში არ გამოიყენება


დოზის გადაჭარბებისას კლინიკური სურათი არ არსებობს


შეთავსებადია სხვა პრეპარატებით მკურნალობასთან ერთად


პრეპარატი ინახება ბნელ, გრილ ადგილას 6-10 C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა 3 წელი


გაიცემა ურეცეპტოდ

Facebook კომენტარები