პარასამკურნალო საშუალება

შემადგენლობა: მომზადებულია პიტნის ფოთლებისაგან 90%-იან ეთილის სპირტზე.

შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს: ეთერზეთებს (ძირითადი კომპონენტი მენთოლი -60%, მენთენი -10-25%), ოლეინის და ურსულის მჟავებს, ფლავონოიდებს, კაროტინს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

აქვს სედატიური, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიური, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. რეფლექსურად აფართოებს თავის ტვინის, გულის სისხლძარღვებს. ამცირებს ნაწლავის გლუვი კუნთების ტონუსს, აქვს ნაღვლმდენი მოქმედება, ნაწლავის ლორწოვანი გარსის პერიფერიული ნეირორეცეპტორების სტიმულაციის გზით აძლიერებს კაპილარულ სისხლის მომარაგებას და ნაწლავის პერისტალტიკას, ასტიმულირებს  საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას, ამცირებს დისპეფსიურ მოვლენებს, აქვს ღებინების საწინააღმდეგო ეფექტი, აუმჯობესებს მადას.

ეფექტურია ინჰალაციის სახით ზემო სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების დროს, აქვს ამოსახველებელი, მუკოლიზური მოქმედება, ხელს უწყობს ზემო სასუნთქი გზების მოციმციმე ეპითელის ფუნქციის აღდგენას.

ჩვენება:

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესებით მიმდინარე დაავადებები;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნეიროგენული წარმოშობის სპასტიური მდგომარეობა;
  • მეტეორიზმი;
  • ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი;
  • ღებინება, გულისრევა;
  • ზემო სასუნთქი გზების ანთებითი პროცესები ( ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი);

მიღების წესი და დოზირება:

პერორულად 10-15 წვეთი 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

ბავშვებში ინჰალაციის სახით გამოყენება დაუშვებელია, რადგან მენთოლის ზემოქმედებით შესაძლებელია განვითარდეს ბრონქოსპაზმი და რეფლექსურად მოხდეს სუნთქვის დათრგუნვა.

გამოშვების ფორმა:

15, 25 მლ ნარინჯისფერ მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მიხრახნილი სახურავით.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი.

შენახვა:

მშრალ, გრილ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

Facebook კომენტარები