ლიოფილიზებული ან თხევადი ბუნებრივი ცილოვან პეპტიდური პრეპარატია, რომლის მოქმედებასაც მის შემადგენლობაში შემავალი ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები განაპირობებენ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პლაფერონი ლბ იმუნომამოდულირებელი პრეპარატია, რომელსაც გამოხატული ანტიჰიპოქსიდური ეფექტი გააჩნია.

– სხვადასხვა ეტიოლოგიის იმუნოდეფიციტის პირობებში ზრდის ადამიანის პერიფერიული სისხლის T-ლიმფოციტების საერთო რაოდენობას და აღადგენს T-ლიმფოციტების დარღვეულ ბალანსს;

– ახდენს აპოპტოზის მოდულაციას;

–თრგუნავს ფოსფოლიპაზა A2–ის აქტიობას, რაც პრეპარატის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას განაპირობებს;

– თრგუნავს ჰისტამინი H1–ის აქტიობას;

–აღადგენს იშემიითა და ინტოქსიკაციით დარღვეული ორგანოებისა და ქსოვილების ფუნქციას. აუმჯობესებს ტვინის, გულის, თირკმლისა და ღვიძლის მიკროცირკულაციას;

– ავლენს ჰეპატოპროტექტულ მოქმედებას;

– ქსოვილთა იშემიის დროს აბლოკირებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, აღადგენს უჯრედთა დარღვეულ ენერგეტიკას;

– ხსნის ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას;

–აძლიერებს გლიკოლიზის პროცესს და არეგულირებს უჯრედის მემბრანაში გლუკოზის ტრანსპორტს;

–ავლენს ანტივირუსულ მოქმედებას.

დანიშნულება:

გამოიყენება კომპლექსური თერაპიისათვის ექიმის დანიშნულებით სტაციონარში და ამბულატორიულად, როგორც იმუნომამოდულირებელი საშუალება, გამოიყენება ვირუსული ეტიოლოგიის დაავადებათა პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის (გრიპი, ჰაპატიტი, ენცეფალიტი, ჰერპესული ინფექციები, პოლირადიკულონევრიტი, მიოკარდიტი, თვალის ვირუსული ინფექციები და სხვა). გრიპის ეპიდემიის შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება რისკ–ჯგუფის ავადმყოფებში. გულის იშემიური დაავადების, გულ–სისხლძარღვთა უკმარისობის, დიაბეტური ანგიო– და ნეიროპათიის დროს. პრეპარატი გამოიყენება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების, პაროდონტიტების, პიელონეფრიტის, ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობის დროს, ქიმიო– და სხივური თერაპიის დროს როგორც ადიუვანტური საშუალება, ნარკოზის შემდგომი გართუელებების პროფილაქტიკისათვის.

გამოყენების მეთოდი და დოზირება:

გამოიყენება პირის ღრუში ჩასაწვეთებლად და გარეგანი ხმარებისათვის. ლიოფილიზებული პრეპარატის ერთი ამპულა იხსნება 2მლ საინექციო წყალში.

▪ ჩვეულებრივ პირის ღრუში ჩასაწვეთებლად ინიშნება პრეპარატის ერთი ამპულა ერთხელ დღეში 5–14 დღის განმავლობაში. გახსნილი პრეპარატი ეწვეთება პიპეტით ან ჩაის კოვზით ენის ქვეშ 10 წუთის განმავლობაში, სანამ არ შეიწოვება პირის ღრუდან. პრეპარატის დოზა და გამოყენების ხანგრძლიობა განისაზღვრება დაავადების სიმძიმის მიხედვით.

▪ გამოხატული ინტოქსიკაციით მიმდინარე ვირუსული ინფექციის შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის დოზის გაზრდა (4–5 ამპულამდე დღე–ღამეში).

▪ გრიპის მკურნალობის დროს გამოიყენება ცხვირში ჩასაწვეთებლად – 2–3 წვეთი ყოველ 2 სთ–ში და ეწვეთება პირის ღრუში.

▪ გრიპის პროფილაქტიკისათვის ინიშნება ცხვირში ჩასაწვეთებლად 2–3 წვეთი 3–ჯერ დღეში და პირის ღრუში ჩასაწვეთებლად, კვირაში 2–ჯერ 1 თვის განმავლობაში.

▪ თვალის ვირუსული ინფექციების დროს პრეპარატი ინიშნება ინსტილაციის სახით 6–8–ჯერ დღეში და პირის ღრუში ჩასაწვეთებლად.

▪ ფსორიაზის და ჰერპესის დროს ინიშნება კომბინაციაში მალამოს სახით და პირის ღრუში ჩასაწვეთებლად.

▪ პირის ღრუს ლორწოვანის გარსის ანთების, პაროდონტიტების დროს ინიშნება კომბინაციაში მალამოს ან ელექტროფორეზის სახით და პირის ღრუში ჩასაწვეთებლად.

გვერდითი მოქმედება:

პრეპარატის გამოყენების დროს შესაძლებელია ზომიერად გამოხატული პიროგენული რეაქცია. პაციენტებში, რომელთაც აქვთ აწეული მგრძნობელობა ცილოვან–პეპტიდური ბუნების მედიკამენტებისადმი, შესაძლებელია ალერგიული რექციების განვითარება.

უკუჩვენება:

პრეპარატი უკუნაჩვენებია პლაფერონის ან ანალოგიური პრეპარატებისადმი აწეული მგრძნობელობის მქონე პაციენებისათვის.

გამოშვების ფორმა:

პრეპარატი გამოშვებულია თხევადი ან ლიოფილიზებული სახით ამპულებში, პირის ღრუში ჩასაწვეთებლად და მალამოს ფორმით. ლიოფილიზებული პრეპარატი მოთეთრო–მოყვითალო ფერის ფხვნილია. ერთი ამპულა შეიცავს 2 NUპირობით ერთეულს (1NU შეესაბამება 0,8 მგ ცილას).

დაფასოებული მალამო – ერთი შეფუთვა – 20 გრამი.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება +40C  მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ამპულა გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი: შ.პ.ს. „ლბ“, საქართველო.

Facebook კომენტარები