საერთაშორისო დასახელება: Dexamethasone+Neomycin+Polymyxin B+Phenylephrine

E. BOUCHARA, საფრანგეთი

მწარმოებელი: Laboratoires du Docteur

E. BOUCHARA, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ნეომიცინი+პოლიმიქსინი+დექსამეტაზონი+ფენილეფრინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოსტეროიდი+ანტიბიოტიკი+სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალება

კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ნაზალური სპრეი: პლასტიკურ ფლაკონში 15 მლ, პულვერიზატორით.

1 მლ

ნეომიცინის სულფატი ………………………………….    10 მგ (6500 სე)

პოლიმიქსინის B სულფატი …………………………….    10 000 სე

დექსამეტაზონის მეტასულფობენზოატი …………….     250 მკგ

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ………………….        2.5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ლითიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავა, ლითიუმის ჰიდროქსიდი, მაკროგოლი 4000, პოლისორბიტი 80, დისტილირებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ოთხი აქტიური კომპონენტის საშუალებით პრეპარატი მოქმედებს ცხვირის ღრუს, ცხვირხახის და ცხვირის წიაღების ინფექციურ-ანთებითი პროცესების აპათოგენეზის სხვადასხვა რგოლზე.

განსხვავებული ჯგუფის ორი ანტიბიოტიკის კომბინაცია – ნეომიცინი და პოლიმიქსინი B მნიშვნელოვნად აფართოებს პრეპარატის მოქმედების ანტიმიკრობულ სპექტრს და განაპირობებს მის ბაქტერიციდულ აქტივობას ზედა სასუნთქი გზების ინფექციების გამომწვევთა უმეტესობის მიმართ. პრეპარატში შემავალი გლუკოკორტიკოიდი დექსამეტაზონი ანთებით გამოვლინებებს უმოკლეს დროში ამცირებს.

ადრენომიმეტიკი ფენილეფრინი ვაზოკონსტრიქტორულ მოქმედებას ახდენს და ეფექტურად ამცირებს ცხვირის ღრუს ლორწოვანის შეშუპებას რაც ცხვირის წიაღების ხოანების გამავლობის აღდგენას უწყობს ხელს. ნაზალური სპრეი პოლიდექსა ფენილეფრინით შეიძლება ეფექტურად იქნას გამოყენებული არა მარტო კომპლექსურ თერაპიაში, არამედ მონოთერაპიის სახითაც ზედა სასუნთქი გზების რიგი ანთებითი დაავადებების დროს.

ჩვენებები:

  • რინოფარინგიტის, სინუსიტის, ადენოიდიტის ადგილობრივი მკურნალობა;
  • ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ენდონაზალური ჩარევის დროს;
  • ანთებითი პროცესის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში: ერთჯერადი შესხურება ყოველ ნესტოში 3-5-ჯერ დღეში.

ბავშვებში: 2.5 წლიდან 15 წლამდე: ერთჯერადი შესხურება ყოველ ნესტოში 3-ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა საშუალოდ 5-10 დღე. გამოყენების დროს სასურველი ფლაკონის ვერტიკალურ მდგომარეობაში დაჭერა.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად შესაძლოა განვითარდეს კანის ალერგიული რეაქცია.

უკუჩვენებები:

* ეჭვი გლაუკომაზე;

* მონოამინოოქსიდაზების ინჰიბიტორებით თერაპია;

* ალბუმინურიით მიმდინარე თირკმლის დაავადებები;

* ორსულობა და ძუძუთი კვება;

* 2.5 წლამდე ასაკის ბავშვები;

* პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატი, რომლის შემადგენლობაში სიმპატომიმეტიკის არსებობის გამო, ფრთხილად გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის, კორონარული უკმარისობისა და ჰიპერთირეოიდიზმის მქონე პაციენტებში.

◄ პრეპარატი შეიცავს კომპონენტებს, რომელმაც შესაძლოა დოპინგ-კონტროლის დროს დადებითი რეზულტატი განაპირობოს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები