პოლიჟინაქსი ვირგო

შემადგენლობა: 1 ვაგინალური კაფსულა შეიცავს:
ნეომიცინის სულფატი ……………………….35 000 ს.ე.
პოლიმიქსინ B-ს სულფატი ……………………35 000 ს.ე.
ნისტატინი ………………………………… 100 000 ს.ე.
დამხმარე ნივთიერებები: დიმეტიკონი 1000, ტეფოზი 63, ჰიდროგენიზირებული სოიოს ზეთი, ჟელატინი, გლიცერინი, გასუფთავებული წყალი, სოიოს ლეციტინი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები.

წამლის ფორმა:
კაფსულები ვაგინალური ინსტილაციებისათვის.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
გინეკოლოგიაში გამოსაყენებელი ანტიმიკრობული და ანტისეპტიური საშუალება.

ჩვენება
: სოკოვანი და შერეული ვაგინიტების, ვულვოვაგინიტების და ბაქტერიული ცერვიციტების ადგილობრივი მკურნალობა.

უკუჩვენება
: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები:
დაიცავით მითითებული დოზირების რეჟიმი, ვინაიდან არსებობს რეზისტენტული შტამებისა და სუპერინფექციის განვითარების რისკი.
იმისათვის რომ აიცილოთ თავიდან დაავადების გავრცელება დაიცავით პირადი ჰიგიენა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის აღწერილი.

დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი:
პრეპარატი ინიშნება ინტრავაგინალური ინსტილაციების სახით 6 დღის მანძილზე ძილის წინ საღამოს ტუალეტის შემდეგ. პრეპარატი წარმოადგენს მსხლის ფორმის რბილ კაფსულას, მისი წამახვილებული ბოლო უნდა მოიჭრას მაკრატლით ისე, რომ გადანაჭერი იყოს სწორი. ამის შემდეგ შიგთავსის ინსტილაცია (შესხურება) წარმოებს საშოში ან საშოს შესავალში. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მენსტრუაციის დროსაც. არ გადაყლაპოთ. არ გადააჭარბოთ ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობის ხანგრძლივობას.

დოზირების რეჟიმის გადაჭარბება:
არ არის აღწერილი.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა ალერგიული კონტაქტური ეგზემის განვითარება, როგორც გამოყენების ადგილას, ასევე სხვა ადგილებში, რაც ხშირ შემთხვევაში განპირობებულია პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებით. ამ შემთხვევაშო შეაჩერეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.

გამოყენების ვადა:
18 თვე. პრეპარატი არ გამოიყენება ყუთზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში.

შენახვის წესი:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტესი 250C. მოარიდეთ ბავშვებს.

გამოშვების ფორმა:
6 კაფსულა ბლისტერზე და გამოყენების ინსტრუქცია მოთავსებულია მუყაოს ყუთში.

გაცემის წესი:
რეცეპტით.

მწარმოებელი:
ინოტერა შუზი, საფრანგეთი, Rue Rene Chantereau “L ‘Isle Vert”, 41150 CHOUZY-SUR-CISSE, France.

Facebook კომენტარები