საერთაშორისო დასახელება:

TRIAMCINOLONE ACETONIDE;

მწარმოებელი: Parmaceutical company JELFA S.A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ტრიამცინოლონის აცეტონიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოიდული საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო 0.1%: ტუბში 15 გ.

1 გ

ტრიამცინოლონის აცეტონიდი ………      1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლიმონის მჟავა, პროპილენგლიკოლი, უწყლო ლანოლინი, თეთრი ვაზელინი

კრემი 0.1%: ტუბში 15 გ

1 გ

ტრიამცინოლონის აცეტონიდი ……….     1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლიმონის მჟავა, პროპილენგლიკოლი, უწყლო ლანოლინი, ემულსიური (უცხიმო) სუბსტრატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი შეიცავს გლუკოკორტიკოსტეროიდს, რომელსაც გააჩნია ძლიერი, ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური, ქავილის და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება.

პრეპარატი თრგუნავს კანის ანთების, ალერგიული წარმოშობის, ანთების ჰუმორულ და უჯრედულ მექანიზმებს.

ჩვენებები:

  • კანის კონტაქტური, ალერგიული და სებორეული დერმატიტი;
  • ეგზემა;
  • სტროფულუსი;
  • მულტიფორმული ერითემა;
  • პრურიგო;
  • მწერების ნაკბენი.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად. მიღების წესსა და ხანგრძლივობას ადგენს ექიმი. კრემი გამოიყენება მკურნალობის პირველ ფაზაში (მალამოს გამოყენების წინ) თავდაპირველად 2-3-ჯერ დღეში, შემდგომში 1-2-ჯერ დღეში. არ არსებობს პრეპარატის გამოყენებისას მისი დამფარავი ნახვევით დაფიქსირების აუცილებლობა.

მალამო თხელ ფენად დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში, შემდგომში -1-2-ჯერ.

საგანგებო ლიქენიფიკაციის ან ჰიპერკერატოზის დროს პრეპარატი გამოიყენება მკურნალობის მეორე ფაზაში – კრემის გამოყენების შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს ერთიდან ორ კვირას. მისი სახის კანზე გამოყენება დასაშვებია არა უმეტეს 7 დღის განმავლობაში.

2 წლის ასაკის ზევით ბავშვებში პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით ერთხელ დღეში მცირე მონაკვეთზე;

მისი სახის კანზე გამოყენება დაუშვებელია.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ეპიდერმისის ზრდა, კანქვეშა უჯრედების ატროფია და სტრიების წარმოქმნა. შესაძლებელია კანის სიწითლისა და ჰიპერკერატოზის სიმპტომების განვითარება, აგრეთვე კანქვეშა სისხლდენა და სისხლჩაქცევა.

ამ და სხვა გვერდითი მოვლენების განვითარებისას უნდა მიმართონ მკურნალ ექიმს.

კანის მწვავე გაღიზიანების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

უკუჩვენებები:

* კრემის ფუძის კომპონენტების ან კორტიკოიდების მიმართ ალერგია;

* კანის ტუბერკულოზი;

* კანის ვირუსული და მიკოზური დაავადებები;

* ჩუტყვავილა;

* კანის საფარველის სიმსივნური დაავადებები;

* ერთჯერადი და ვულგარული გამონაყარი;

* პერიორალური დერმატიტი;

* ვენების ვარიკოზული გაგანიერების ფონზე წვივის სტროფიკული წყლული.

ორსულობა და ლაქტაცია:

* პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

* მისი გამოყენება ძალიან იშვიათად და მოკლე ვადით კანის აკრძალულ უბანზე დასაშვებია. სარძევე ჯირკვლებზე პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის კონსულტაციით.

პრეპარატის სახის კანზე წასმა არ არის რეკომენდებული შემდეგი გვერდითი მოვლენების წარმოშობის შესაძლებლობის გამო:

◄წვრილი სისხლძარღვების (ტელეანგიექტაზია) გაფართოვება

◄პირის მიდამოში კანქვეშა უჯრედების ატროფია, პრეპარატის მცირე ხნით გამოყენების შემთხვევაშიც კი.

◄პრეპარატის თვალის მიდამოში მოხვედრა დაუშვებელია.

◄პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება გარდამავალ ასაკში მყოფ პაციენტებში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება დაუშვებელია.

– აგრეთვე არ არის რეკომენდებული სხვა იმუნიზაციის ჩატარება გლუკოკორტიკოსტეროიდების იმუნოდეპრესიული თვისებების გამო.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ და ბაშვებისაგან დაცულ ადგილას.

Facebook კომენტარები