მწარმოებელი: MERCKLE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პოლივიტამინური საშუალება+მულტიმინერალი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფსულა შეიცავს:

რეტინოლის პალმიტატი (A ვიტამინი) …………3000 სე
ქოლეკალციფეროლი (D3 ვიტამინი) ………….200 სე
ალფა-ტოკოფეროლი (E ვიტამინი) …………….0.01 გ
თიამინის ნიტრატი (B1 ვიტამინი) …………….1.5 მგ
რიბოფლავინი (B2 ვიტამინი) ………………….2.5 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი
(B6 ვიტამინი) …………………………………
5.0 მგ
ციანკობალამინი (B12 ვიტამინი) ………………5.0მკგ
ნიკოტინამიდი …………………………………..15.00მგ
ასკორბინჟავა (C ვიტამინი) …………………….75.00მგ
კალციუმის პანთოთენატი ……………………….10.00მგ
კალციუმის ლაქტატი ……………………………6.51მგ
რკინის ფუმარატი ……………………………….30.00მგ
დიკალციუმ უწყლო ფოსფატი ………………….250.00მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეგნავიტი – კაფსულები წარმოადგენს კომბინირებულ პოლივიტამინურ საშუალებას, რომელიც შეიცავს მინერალულ ნივთიერებებს. პრეპარატში შემავალი ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები ავსებენ ორგანიზმში არსებულ ამ ნივთიერებების დეფიციტს, კერძოდ კი ორგანიზმის ამ ნივთიერებების მიმართ მოთხოვნილების მომატების პირობებებში – ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

პრეგნავიტის მოქმედებას განსაზღვრავს ამ პრეპარატში შემავალი კომპონენტები.

რეტინოლი (A ვიტამინი)– აუცილებელია როდოპსინის სინთეზისათვის, ეპითელური უჯრედების მთლიანობის შესანარჩუნებლად, ორგანიზმის ზრდისათვის, მათ შორის ორსულობის დროს ნაყოფის ზრდისათვის.

ქოლეკალციფეროლი (D3 ვიტამინი) – არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფატების ცვლას, აგრეთვე ძვლის სტრუქტურის ფორმირების პროცესს, მათ შორის ორსულობის პერიოდში ნაყოფის ძვლოვანი სიტემის ფორმირებაში იღებს მონაწილეობას.

თიამინის ნიტრატი (B1 ვიტამინი) – კოფერმენტის სახით მონაწილეობას იღებს ნახშირწლოვან ცვლაში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში.

რიბოლავინი (B2 ვიტამინი) – უჯრედოვანი სუნთქვითი პრეცესების და მხედველობითი აღქმადობის უმნიშვნელოვანესი კატალიზატორია. ორსულობის პერიოდში ახდენს ტერატოგენული ფაქტორების ლიმიტირებას.

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (B6 ვიტამინი) – კოფერმენტის სახით მონაწილეობას ღებულობს ცილოვან ცვლასა და ნეირომედიატორების სინთეზში. ორსულობის დროს აუცილებელია ქალის ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ წარსულში ადგილი ჰქონდა ორალური კონტრაცეპტივების მოხმარებას, რომლებიც თავის მხრივ იწვევენ ორგანიზმში პირიდოქსინი დეპოს გამოფიტვას.

ციანკობალამინი (B12 ვიტამინი) – მონაწილეობას ღებულობს ნუკლეოტიდების სინთეზში. წარმოადგენს ნორმალური ზრდის, სისხლწარმოქმნის, ეპითელური უკრედების განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს. აუცილებელია ფოლიუმ მჟავას მეტაბოლიზმისა და მიელინის სინთაზისათვის.

ნიკოტინამიდი – მონაწილეობას იღებს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, აგრეთვე ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლაში.

ასკორბინმჟავა C ვიტამინი – უზრუნველყოფს კოლაგენის სინთეზს, მონაწილებას ღებულობს ხრტილების, ძვლების, კბილების ფორმირებასა და სტრუქტურის შენარჩუნებაში. ზემოქმედებას ახდენს ჰემოგლობინის წარმოქმნასა და ერითროციტების მომწიფებაში. ასკორბინმჟავას ფიზიოლოგიური დონე ორსული ქალის ორგანიზმში უაღრესად მნიშვნელოვანია პლაცენტის ნორმალური განვითარებისათვის, აგრეთვე ორგანიზმის ინფექციებისადმი მდგრადობის მომატების თვალსაზრისით.-

პანთოტენის მჟავაკოენზიმ A- შემდგენელი კომპონენტის სახით მნიშვნელოვან როლს ასრულებს აცეტილირებისა და ჯანგვით პროცესებში. უზრუნველყოფს ეპითელიუმისა და ენდოთელის რეგენერაციასა და ფორმირებას.

ფოლიუმ მჟავა – მონაწილეობას ღებულობს ამინმჟავების, ნუკლეოტიდებისა და ნუკლეინის მჟავების სინთეზში. აუცილებელია ნორმალური ერითროპოეზისათვის. ორსულობის დროს ასრულებს გარკვეული ხარისხით დამცველობით როლს ტერატოგენული ფაქტორების მიმართ.

ტოკოფეროლი (E ვიტამინი) ანტიოქსიდანტური თვისებების გამო იცავს სხავდასხვა ნივთიერებას დაჟანგვისაგან; მონაწილეობას იღებს ერითროციტების სტაბილობის შენარჩუნებაში, ახდენს ჰემოლიზის პრევენციას. ახდენს დადებით მოქმედებას სასქესო ჯირკვლების, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის ფუნქციონირებაზე.

რკინა – მონაწილეობს ერითროპოეზში, ჰემოგლობინის შემადგენლობაში უზრუნველყოფს ჯანგბადის ტრანსპორტირებას ქსოვილებამდე.

კალციუმი – აუცილებელია ძვლოვანი ნივთიერების ფორმირებაში, სისხლის შედედებაში, ნერვული იმპულსების გადაცემის განხორციელებაში, გლუვი და ხერხემლის კუნთების შეკუმშვაში, მიოკარდის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

ჩვენებები:
ჰიპოვიტამინოზისა და მინერალური ნივთიერებების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

რეკონვალესცენციის პერიოდში ხანგრძლივი ან მძიმედ მიმდინარე დაავადებების დროს, მათ შორის ინფექციური დაავადებების შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება საკვების მიღების დროს მცირე რაოდენობით წყლით, ორსულობის პერიოდში პრეგნავიტის დღეღამის დოზა განისაზღვრება ორსულობის ვადაზე დამოკიდებულებით.

I ტრიმესტრში ყოველდღიურად ნიშნავენ 1 კაფსულას დღეში;

II ტრიმესტრში – 2 კაფსულას დღეში;

III ტრიმესტრში – 3 კაფსულას დღეში.

უკუჩვენება:
* პერნიციოზული ანემია

განსაკუთრებული მითითებები:
ორსულობის პერიოდში რეტინოლის პალმიტატის დღეღამის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 სე.

ჭარბი დოზირება:
სპეციალური ღონისძიებების მიღება არ არის ნაჩვენები, გარდა სამედიცინო მეთვალყურეობისა.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ!

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეგნავიტი-კაფსულების დანიშვნა არ არის რეკომენდებული ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სხვა პოლივიტამინურ პრეპარატებთან ერთად, რადგან შესაძლოა განვითარდეს ცხიმში ხსნადი (A, D3, E) ვიტამინების ჰიპერდოზირება მათი ორგანიზმში დეპონირების გამო.

შენახვის პირობები და ვადები:
შეინახეთ ტემპერატურაზე არაუმეტეს 25ºC-ისა.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

Facebook კომენტარები