პრედნიზოლონი მ-მო 0.5% 10გ

 

შემადგენლობა

პრედნიზოლონი 0,5გ;
ფუძე (გლიცერინი, ვაზელინი, სტეარინის მჟავა, ემულგატორი #1, ნიპაგინი, ნიპაზოლი, გამოხდილი წყალი) 100გ-მდე.


პრედნიზოლონს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო და ანტიექსუდატური მოქმედება


პრეპარატი ნაჩვენებია კანის არამიკრობული ანთებითი და ალერგიული დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში გამოსაყენებლად: ეკზემა, ალერგიული, სებორეული და კონტაქტური დერმატიტი, ნეიროდერმიტი, ფსორიაზი, წითელი მგლურა, ერითროდერმია


პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ. პრედნიზოლონი დაიტანება თხელი ფენით კანის დაზიანებულ უბნებზე 1-3 ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე და თერაპიის ეფექტურობაზე. იგი შეადგეს 6-14 დღეს, შესაძლებელია მისი გაგრძელება 20 დღემდე. დაზიანებულ შემოფარგლულ უბნებზე შესაძლებელია ოკლუზიური საფენების გამოყენება. პრეპარატის გამოყენებისას 1 წლის ასაკის ბავშვებში და ზევით მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა მცირდება და არ გამოიყენებენ ზომებს, რომლებიც იწვევენ სტეროიდის რეზორბციის და შეწოვის გაძლიერებას (ფიქსირებული, ოკლუზიური და გამათბობელი საფენები).


პრეპარატის გამოყენებისას ავადმყოფებში ინდივიდუალური აუტანლობით შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერემია, შეშუპება, ქავილი. მისი ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება წარმოიშვას კანის მეორადი ინფექციური დაზიანება, მისი ატროფიული ცვლილებები, ჰიპერტრიქოზი. ამის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია პრეპარატის ერთდროული დანიშნვნა ანტიბაქტერიულ, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას დიდ უბნებზე შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერკორტიციზმი. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის მოხსნა.


მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. პრედნიზოლონის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია კანის ჭრილობების დროს, ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი დაავადებების დროს. პრეპარატი არ ინიშნება ორსულებში.


გლუკოკორტიკოიდები გაივლიან პლაცენტურ ბარიერს. შესაძლებელია მათი ზემოქმედება ნაყოფზე სხეულის დიდ ზედაპირზე პრეპარატის გამოყენებისას. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში.


პრეპარატის გამოყენებისას ბავშვებში, სახის არეში ან საფენების ქვეშ მკურნალობის ხანგრძლივობა მცირდება. ბავშვებში თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა ვითარდება უფრო სწრაფად. ასევე შესაძლებელია ზრდის ჰორმონის ექსკრეციის შემცირება. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას ყურადღება უნდა მიექცეს სხეულის წონას, ზრდის პროცესს და კორტიზოლის კონცენტრაციას პლაზმაში.


პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას დიდი რაოდენობით შესაძლებელია ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების განვითარება


შენახვის ვადა : 2 წელი.
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატი გამოყენება.
ინახება არა უმეტეს 20 °C. , სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

Facebook კომენტარები