პრესტარიუმი – ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ მიერ  წარმოებული ორიგინალური პრეპარატი

საერთაშორისო დასახელება:

PERINDOPRIL ARGININE

მწარმოებელი: SERVIER, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება:

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

აგფ ინჰიბიტორი. ანტიჰიპერტენზიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

პერინოდოპრილი არგინინი ……. 5 მგ

1 ტაბ.

პერინოდოპრილი არგინინი …… 10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრესტარიუმი წარმოადგენს II თაობის ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორს. პრეპარატი ამცირებს არტერიულ წნევას, რაც ძირითადად დაკავშირებულია ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნის დათრგუნვასთან, რის გამოც მცირდება ამ უკანასკნელის არტერიულ სისხლძარღვებზე შემავიწროვებელი ზემოქმედება. იგი ამცირებს ანგიოტენზინ II-ის მასტიმულირებელ ზემოქმედებას ალდოსტერონის სეკრეციაზე. პრესტარიუმის ხანგრძლივად გამოყენების შედეგად შესაძლებელია მსხვილი ყალიბრის არტერიული სისხლძარღვების ელასტიურობის აღდგენა და მარცხენა პარკუჭის ჰიპეტროფიის შემცირება.

გულის ქრონიკული უკმარისობით შეპრობილ პაციენტებში პრეპარატი ამცირებს მიოკარდიუმის ჰიპერტროფიას, აქვეითებს სუბენდოკარდიული კოლაგენის ჭარბ რაოდენობას, ხელს უწყობს მიოზინის იზოენზიმური ფუნქციის ნორმალიზებას. პრეპარატი აუმჯობესებს გულის მუშაობას, ამცირებს მის პრე- და პოსტდატვირთვას. პრესტარიუმის მიღებისას აღინიშნება მარცხენა და მარჯვენა პარკუჭების ავსების წნევის დაქვეითება, პერიფერიული სისხლძარღვების საერთო წინააღმდეგობის დაქვეითება, გულის შეკუმშვის სიხშირის ზომიერი შემცირება.

მკურნალობის პერიოდში გულის უკმარისობის კლინიკური სიმპტომები მნიშვნელოვნად მცირდება და იზრდება ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერანტობა (ველოერგომეტრიული სინჯის მონაცემებით). პრესტარიუმის რეკომენდებული დოზებით გულის უკმარისობის მკურნალობისას არ აღინიშნება არტერიული წნევის დაქვეითება 1 დოზის მიღებისას.

პრესტარიუმის ხანგრძლივი დროით მიღება არ იწვევს თირკმელების ფუნქციის დარღვევას და არ მოქმედებს სისხლში კალიუმის კონცენტრაციაზე.

პრესტარიუმის პერორალურად საშუალო ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ მაქსიმალური ჰიპოტენზიური ეფექტი აღინიშნება 4-6 საათის შემდეგ, რომელიც შენარჩუნებულია 24 საათის განმავლობაში. არტერიული წნევის სტაბილიზაცია აღინიშნება მკურნალობიდან 1 თვის შემდეგ და შენარჩუნებულია დიდი ხნის განმავლობაში. პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა არ იწვევს მოხსნის სინდრომის განვითარებას.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღების შემდეგ პრესტარიუმი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი Cmax აღინიშნება 1 საათის შემდეგ. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 65-70%-ს. მეტაბოლიზმის პერიოდში იგი განიცდის ბიოტრანსფორმაციას და წარმოქმნის აქტიურ  მეტაბოლიტს – პერინდოპრილატს (დაახლოებით 20%) და 5 არააქტიური შენაერთს. პერინდოპრილატის Cmax სისხლის პლაზმაში აღინიშნება პრესტარიუმის მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ. პერინდოპრილატის დაკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან უმნიშვნელოა (30%-ზე ნაკლები) და დამოკიდებულია პრეპარატის კონცენტრაციაზე.

თავისუფალი პერინდოპრილატის Vd (განაწილების მოცულობა) დაახლოებით 0.2 ლ/კგ ტოლია. პრესტარიუმი არ კუმულირდება ორგანიზმში. მისი მიღება ჭამის დროს აფერხებს პერინდოპრილი არგინინის მეტაბოლიზმს.

პერინდოპრილი არგინინის T1/2 შეადგენს 1 საათს. პერინდოპრილატი ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით; პერინდოპრილატის თავისუფალი ფრაქციის T1/2 3-4 საათის ტოლია.

გულისა და თირკმელების უკმარისობით დაავადებულ და ხანდაზმულ პაციენტებში პერინდოპრილატის გამოყოფა შენელებულია.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის, გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალო და გულის იშემიური დაავადების დროს გულ-სისხლძარღვოვანი გართულებების შესამცირებლად.

მიღების წესი და დოზირება:

არტერიული ჰიპერტენზიის დროს პრეპარატი ინიშნება დილას. მისი ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღე-ღამეში, აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ სადღეღამისო დოზა შესაძლებელია გავზარდოთ მაქსიმალურად 10 მგ-მდე (1 მიღებაზე). შემდგომში ანტიჰიპერტენზიული ეფექტის მისაღებად შესაძლებელია პრეპარატის კომბინაცია დიურეზულ საშუალებებთან (კალიუმის შემანარჩუნებლების გარდა).

70 წლის ასაკის ზევით პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ არტერიული ჰიპერტენზია და რომლებიც წინასწარ იღებდნენ დიურეზულ საშუალებას, აგრეთვე რენოვასკულური ჰიპერტეზიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღე-ღამის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ დღე-ღამური დოზა შესაძლებელია გავზარდოთ 5 მგ-მდე.

თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში დოზა დგინდება ინდივიდუალურად, რაც დამოკიდებულია თირკმელების უკმარისობის ხარისხსა და კრეატინინის კლირენსზე.

კრეატინინის კლირენსიდოზირება
60 მლ/შთ-ზე მეტი5 მგ-დღე-ღამეში
30-60 მლ-წთ2.5 მგ-დღე-ღამეში
15-30 მლ/წთ-ში2.5 მგ ორ დღეში ერთხელ
15 მლ/წთ-ზე ნაკლები
პაციენტი იმყოფება ჰემოდიალიზზე
2.5 მგ დიალიზის დღეს

გულის ქრონიკული უკმარისობისას მკურნალობის დასაწყისში ინიშნება 2.5 მგ-დღე-ღამეში 1 მიღებაზე დილას. მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ შეიძლება დოზის გაზრდა 5 მგ-მდე ერთხელ დღეში, რაც წარმოადგენს მაქსიმალურ რეკომენდირებულ დოზას გულის უკმარისობის შემთხვევაში.

გულის იშემიური დაავადება: ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში ერთხელ. მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ შეიძლება დოზის გაზრდა 10 მგ-მდე ერთხელ დღეში, რაც წარმოადგენს მაქსიმალურ რეკომენდირებულ დოზას ამ ჩვენების დროს.

65 წლის ან უფრო მეტი ასაკისას, ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში. მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ შეიძლება დოზის გაზრდა 5 მგ-მდე დღეში ერთხელ, ხოლო შემდეგ, კიდევ ერთი კვირის შემდეგ, 10 მგ-მდე დღეში ერთხელ. პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ჭამამდე.

გვერდითი მოვლენები:

სასუნთქი სისტემის მხრივ: შესაძლებელია მშრალი ხველა.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები, პირის სიმშრალე, გემოს დარღვევა.

ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, ძილის დარღვევა და/ან ხასიათის შეცვლა, თავბრუსხვევა.

ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება კრუნჩხვები.

სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ჰემოგლობინის შემცირება (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში). იშვიათად – ერითროციტებისა და/ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

თირკმელების მხრივ: კრეატინინის და შარდმჟავას დონის მომატება (პროცესი შექცევადია).

ალერგიული რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპება, კანზე გამონაყარი, ქავილი, ერითემა.

სხვადასხვა: სექსუალური დარღვევები.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია ანგიონევროზული შეშუპების არსებობისას ანამნეზში; პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.

* ბავშვებში პრეპარატი არ მიიღება.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმელების უკმარისობითა და არტერიული ჰიპოტენზიით შეპყრობილ პაციენტებში.

ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში საჭიროა ანესთეზიოლოგის ინფორმირება იმის შესახებ, რომ პაციენტი ღებულობს პრესტარიუმის.

იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს პრესტარიუმთან ერთად უნდა დაენიშნოს სხვა სამკურნალო საშუალება, საჭიროა ექიმს აცნობოს არსებული მკურნალობის შესახებ განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს პრეპარატი მიეკუთვნება დიურეზულ საშუალებას.

პაციენტები, რომლებიც ადრე იღებდნენ დიურეზულ საშუალებას, აუცილებელია ამ უკანასკნელის მიღება შეწყვიტონ პრესტარიუმით მკურნალობის დაწყებამდე 3 დღით ადრე. შემდგომში, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დიურეზული საშუალებების მიღების განახლება.

პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, რომლის დროსაც გამოყენებულია მაღალგამტარიანი მემბრანა (პოლიაკრილონიტრილი), ანგიოტენზინმაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორების გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქცია. ამიტომ მსგავსი კომბინაცია არის რეკომენდებული. პრესტარიუმით მკურნალობისას თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტები სისტემატურად საჭიროებენ სისხლში კალიუმისა და კრეატინინის მონიტორინგს.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების სიმპტომები აღწერილი არ არის. შესაძლებელია არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება.

მკურნალობა: საჭიროა კუჭის ამორეცხვა, შემდგომში ვენაში ფიზიოლოგიური ხსნარის შეყვანა. პერინდოპრილი არგინინი ექვემდებარება დიალიზს (70 მლ/წთ-ში).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სალურეზული საშუალებებისა და პრესტარიუმის კომბინაციისას ძლიერდება ამ უკანასკნელის ჰიპოტენზიური მოქმედება.

– პრესტარიუმისა და კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებების, აგრეთვე კალიუმის შემცველი პრეპარატების ერთდროული მიღებისას არსებობს ჰიპერკალიემიის განვითარების საშიშროება.

– ლითიუმის შემცველი პრეპარატებისა და პრესტარიუმის კომბინაცია იწვევს ორგანიზმიდან ლითიუმის გამოყოფის შემცირებას (აუცილებელია პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის შემოწმება).

– პრეპარატის კომბინაცისას სულფანილშარდოვანას ნაწარმებთან ან ინსულინთან იზრდება ამ უკანასკნელთა ეფექტურობა (გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის გაზრდის ხარჯზე).

– პრესტარიუმისა და მიორელაქსანტების ან იმ საშუალებებთან მისი კომბინაციისას, რომლებიც ზოგადი ანესთეზიისათვის გამოიყენება შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.

– პოსტურალური ჰიპოტენზიის გამოწვევის რისკი იზრდება პრესტარიუმისა და იმიპრამინის ჯგუფის ანტიდეპრესანტების, აგრეთე ნეიროლეფსიური საშუალებების კომბინაციის დროს პრესტარიუმის და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროული მიღებისას ძლიერდება მათი მოქმედება.

– პრესტარიუმის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან კომბინაციის შემთხვევაში მცირდება მისი ანტიჰიპერტენზიული მოქმედება. დადგენილია, რომ აგფ ინჰიბიტორებისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების კომბინირებისას შესაძლებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის რაოდენობის გაზრდა და თირკმელების ფუნქციის დაქვეითება რაც შექცევადი ხასიათისაა და ჩვეულებრივ აღინიშნება თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში.

– პრესტარიუმის და სიმპათომიმეტური საშუალებების ერთდროული მიღებისას შესაძლებელია პრესტარიუმის ჰიპოტენზიური ეფექტის დაქვეითება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები