საერთაშორისო დასახელება: CEFEPIME

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ცეფეპიმი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

IV თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სტერილური ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში 1 გ.

1 ფლ

ცეფეპიმის ჰიდროქლორიდი ……..   1 გ

(ცეფეპიმის ეკვივალენტური)

დამხმარე ნივთიერებები:

L-არგინინი – პრეპარატის ხსნარის pH-ის მნიშვნელობის 4.0-6.0 ინტერვალში შესანარჩუნებლად.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ცეფეპიმი წარმოადგენს IV თაობის ცეფალოსპორინს; მას გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი სხვადასხვა გრამდადებითი და გრამუარყოფიითი ბაქტერიების, მათ შორის ამინოგლიკოზიდების ან III თაობის ცეფალოსპორინებისადმი რეზისტენტული შტამების მიმართ.

ცეფეპიმი მდგრადია ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი მიკრობების უმრავლესობისადმი. მას გააჩნია მსგავსება  ქრომოსომული გენების მიერ კოდირებული ბეტა-ლაქტამაზების მიმართ და სწრაფად აღწევს გრამუარყოფითი ბაქტერიების უჯრედში.

პრიმაცეფი-ავერსი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:

გრამდადებითი აერობული ბაქტერიები:

Staphylococcus aureus  (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით); Staphylococcus  epidermidis  (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით); Staphylococcus spp.-ს სხვა შტამები, მათ შორის S. hominis, S. saprophyticus; Streptococcus  pyogenes  (A-ჯგუფის სტრეპტოკოკი); Streptococcus agalactiae (B-ჯგუფის სტრეპტოკოკი); Streptococcus pneumoniae; Streptococcus bovis  (D-ჯგუფი);  Streptococcus  viridans; სხვა ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები  (C, G, F- ჯგუფები);

გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიები:

Pseudomonas spp.(P. aeruginosa, P. putida, P. stutzeri); Escherichia coli; Klebsiella  spp. (K. pneumoniae, K. oxytoca,  K. ozaenae); Enterobacter spp. (E. cloacae, E. aerogenes, E. agglomerans, E. sakazakii);  Proteus  spp. (P. mirabilis, P. vulgaris); Acinetobacter calcoaceticus (A. anitratus, A. lwoffii); Aeromonas hydrophila, Capnocytophaga spp., Citrobacter spp. (C. diversus, C. freundii);  Campylobacter jejuni; Gardnerella vaginalis; Haemophilus ducreyi; Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით); Haemophilus parainfluenzae; Hafnia alvei, Legionella spp.; Morganella morganii; Moraxella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით); Neisseria gonorrhoeae (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით); Providencia spp. (P. rettgeri, P. stuartii); Salmonella spp.;  Serratia spp. (S. marcescens, S. liquefaciens);  Shigella spp.; Yersinia enterocolitica;

ანაერობული ბაქტერიები:

Bacteroides spp. (B. melaninogenicus, Bacteroides spp.-ს სხვა შტამების ჩათვლით); Clostridium perfringens; Fusobacterium spp.; Mobiluncus spp.; Peptostreptococcus spp.; Veilonella spp.

პრეპარატის მიმართ მდგრადია: Xanthomonas maltophilia (Pseudomonas  maltophilia), Bacteroides fragilis, Clostridium difficile-ს ზოგიერთი შტამი.

მეტიცილინრეზისტენტული ენტეროკოკების უმრავლესობა (მაგ: Enterococcus faecalis)  მდგრადია ცეფალოსპორინების, მათ შორის ცეფეპიმის, მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:

1 გ ცეფეპიმის ერთჯერადი ინტრავენური შეყვანის შემდეგ Cmax შეადგენს 81.7 მკგ/მლ, ხოლო კუნთში შეყვანის შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 1.5 სთ-ში და შეადგენს 29.6 მკგ/კლ.

თერაპიული კონცენტრაციით ცეფეპიმი აღინიშნება შარდში, ნაღველში, ნაღვლის ბუშტში, პერიტონეალურ სითხეში, დამწვრობით გამოწვეული ბუშტუკის შემადგენლობაში, ბრონქების ლორწოვან სეკრეტში, ნახველში, წინამდებარე ჯირკვლაში, აპენდიქსში, თავზურგტვინის სითხეში მენინგიტის დროს.

ცილებს უკავშირდება პრეპარატის 19%-ზე ნაკლები.

ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 სთ-ს. ცეფეპიმის შეყვანილი დოზის 85% გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელების საშუალებით.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ:

  • ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (პნევმონიისა და ბრონქიტის ჩათვლით);
  • საშარდე გზების ინფექციები (როგორც გართულებული, ასევე გაურთულებელი);
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
  • ინტრააბდომინალური ინფექციები (პერიტონიტისა და სანაღვლე გზების ინფექციების ჩათვლით);
  • გინეკოლოგიური ინფექციები;
  • სეფსისი, სეპტიცემია;
  • ფებრილური ნეიტროპენია (ემპირიული თერაპიის სახით).

მიღების წესი და დოზირება:

პრიმაცეფი-ავერსი შეჰყავთ კუნთში ან ვენაში. პრეპარატის დოზა და შეყვანის წესი დამოკიდებულია გამომწვევი მიკროორგანიზმის მგრძნობელობაზე ინფექციის სიმძიმესა და თირკმლის ფუნქციურ მდგომარეობაზე.

მოზრდილებსა და 40 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში თირკმლის ნორმალური ფუნქციის დროს პრეპარატი ინიშნება შემდეგი დოზით:

პნევმონია: 1-2 გ ვენაში: კუნთში 12 სთ-ში ერთხელ 10 დღის განმავლობაში;

საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები: 0.5-1 გ ვენაში: კუნთში 12 სთ-ში  ერთხელ 10 დღის განმავლობაში;

ფებრილური ნეიტროპენიის ემპირიული თერაპია: 2 გ ვენაში 8 სთ-ში ერთხელ 7 დღის განმავლობაში;

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: 1-2 გ ვენაში/კუთში 12 სთ-ში ერთხელ 10 დღის განმავლობაში;

გართულებული ინტრააბდომინალური ინფექციები: 2 გ ვენაში 12 სთ-ში ერთხელ 7-10 დღის განმავლობაში.

ბავშვებში 2 თვიდან 16 წლამდე: 40 კგ-მდე სხეულის მასის მქონე ბავშვებში ჩვეულებრივ ინიშნება 50 მგ/კგ სხეულის მასაზე 12 სთ-ში ერთხელ (მძიმე ინფექციების დროს – 50 მგ/კგ სხეულის მასაზე 8 სთ-ში ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 2.0 გ-ისა დღე-ღამეში).

პრიმაცეფი-ავერსით მკურნალობის კურსის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 7-10 დღეს. მძიმე ინფექციების დროს შესაძლებელია საჭირო გახდეს თერაპიის გახანგრძლივება.

თირკმლის დაზიანების შემთხვევაში (KK

კრეატინინის
კლირენსი
(მლ/წთ)
რეკომენდებული დოზა
2 გ ყოველ 8 სთ-ში2 გ ყოველ 12 სთ-ში1 გ ყოველ 12 სთ-ში
>30საშუალო დოზა
(კორექციას არ საჭიროებს)
11-301 გ ყოველ 12 სთ-ში1 გ ყოველ 24 სთ-ში500 მგ ყოველ 24 სთ-ში
≤101 გ ყოველ 24 სთ-ში500 მგ ყოველ 24 სთ-ში250 მგ ყოველ 24 სთ-ში

 

ჰემოდიალიზის შემთხვევაში 3 სთ-ის განმავლობაში ორგანიზმიდან გამოიყოფა ცეფეპიმის საერთო რაოდენობის დაახლოებით 68%. ამიტომ ყოველი პროცედურის დამთავრების შემდეგ აუცილებლად უნდა მოხდეს საწყისი დოზის განმეორებითი შეყვანა. მუდმივი პერიტონეალური დიალიზის პირობებში პრიმაცეფი-ავერსი ინიშნება საშუალო დოზით – 500 მგ, 1 გ ან 1 გ (ინფექციის სიმძიმიდან გამომდინარე) 48 სთ-იანი კონტროლით.

თირკმლის პათოლოგიის მქონე ბავშვებში დოზის კორექცია ხდება მოზრდილების მსგავსად, ვინაიდან ორივე ასაკობრივ ჯგუფში ცეფეპიმის ფარმაკოკინეტიკა იდენტურია.

ხსნარის მომზადების წესი:

– პრიმაცეფი-ავერსის ინტრავენური ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონის შიგთავსს ხსნიან 10 მლ სტერილურ საინექციო წყალში, 5% გლუკოზის ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში. ნაკადურად პრიმაცეფი-ავერსის ინტრავენური შეყვანა ხდება 3-5 წთ-ის განმავლობაში. ინტრავენური ინფუზიის შემთხვევაში მომზადებულ ხსნარს აზავებენ სხვა საინფუზიო ხსნარებთან და შეჰყავთ არანაკლებ 30 წთ-ის განმავლობაში.

პრიმაცეფი-ავერსის ხსნარები კონცენტრაციით 1 მგ/მლ-დან 40 მგ/მლ-მდე შეთავსებადია შემდეგ საინფუზიო ხსნარებთან: 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან, 5% ან 10% გლუკოზის ხსნართან, 5% გლუკოზისა და 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან, რინგერის ლაქტატის ხსნართან და 5% დექსტროზის ხსნართან.

მომზადებული ხსნარი ვარგისია 72 სთ-ის განმავლობაში 2-80C ტემპერატურაზე.

– ინტრამუსკულარული ინექციისათვის ფლაკონის შიგთავსს ხსნიან 2.4 მლ სტერილურ საინექციო წყალში 5% გლუკოზის, 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ან 1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარში.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, ტკივილი მუცლის არეში;

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური რეაქცია;

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მოუსვენრობა, გულყრა;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტკივილი გულის არეში, ტაქიკარდია;

ცვლილებები სისხლის სურათის მხრივ: ანემია, ეოზინოფილია, ტრანზიტორული თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია;

ადგილობრივი რეაქციები: ტკივილი ინექციის ადგილზე, ფლებიტი.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ცეფეპიმის ან L-არგინინის მიმართ.

* ალერგიული რეაქცია ცეფალოსპორინების, პენიცილინების ან სხვა ბეტალაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არსებობს მონაცემები ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ. პრიმაცეფი-ავერსის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ცეფეპიმი მცირე კონცენტრაციით გადადის დედის რძეში. მიუხედადავად ამისა, ლაქტაციის პერიოდში პრიმაცეფი-ავერსი სიფრთხილით გამოიყენება.

ექსპერიმენტული კვლევების დროს არ გამოვლინდა პრეპარატის გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე და მისი ფეტოტოქსიკური მოქმედება.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ შერეული აერობული და ანაერობული მიკროფლორით გამოწვეული ინფექციის განვითარების მაღალი რისკის შემთხვევაში რეკომენდებულია პრიმაცეფი-ავერსთან ერთად ანაერობულ ფლორაზე მოქმედი სხვა ანტიბიოტიკის გამოყენება.

♦ პრიმაცეფი-ავერსი სიფრთხილით ინიშნება ალერგიულ პაციენტებში, განსაკუთრებით წამლისმიერი ალერგიის დროს. ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.

♦ დიარეის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია ფსევდომემბრანული კოლიტის გამორიცხვა. პრიმაცეფი-ავერსის გამოყენებამ შეიძლება სუპერინფექციის განვითარება გამოიწვიოს, რაც მოითხოვს პრეპარატის მოხსნას და შესაბამისი მკურნალობის ჩატარებას.

♦ პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა 2 თვემდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აღინიშნება ენცეფალოპათიის სიმპტომები.

დოზის გადაჭარბების დროს, განსაკუთრებით თირკმლის პათოლოგიის მქონე პაციენტებში, რეკომენდებულია ჰემოდიალიზის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– დაუშვებელია პრიმაცეფი-ავერსის ხსნარის შერევა მეტრონიდაზოლის, ვანკომიცინის, გენტამიცინის, ტობრამიცინის, ნეტილმიცინის ხსნარებთან. კომბინირებული თერაპიის საჭიროების შემთხვევაში პრიმაცეფი-ავერსისა და აღნიშნული პრეპარატების შეყვანა უნდა წარმოებდეს ცალ-კალცე.

– ამინოგლიკოზიდებთან და მარყუჟოვან დიურეტიკებთან კომბინაციაში ცეფეპიმი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ავერსი-რაციონალი.

Facebook კომენტარები