პროენზი ლედი

 

შემადგენლობა:

1 ტაბლები შეიცავს

გლუკოზამინის სულფატი (გლუკოზამინის სულფატი კალიუმის ქლორიდის სახით) 500 მგ.

ვიტამინი C(L-ascorbic acid)  6 მგ. OsteoComplex: Ca (Calcium carbonate 428.57 მგ) 150 მგ,ვიტამინი D3 (Cholecalciferol) 0.0025მგ, ვიტამინი  K1 (Phytomenadione) 0.0375 მგ.

პროენზი ლედი ქალბატონებს სთავაზობს უნიკალურ „ოსტეოკომპლექსს“ ქონდროპროტექტორთან კომბინაციაში, რომელიც ზრუნავს მათი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სიმტკიცეზე, ჯანმრთელობასა და თავისუფალ მოძრაობაზე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

განპირობებულია შემავალი კომპონენტების თვისებებით:

გლუკოზამინის სულფატი – გლუკოზამინი ბუნებაში არსებული ნივთიერებაა, რომელიც აუცილებელია პროტეოგლიკანების, მუკოპოლისაქარიდების და ჰიალურონის მჟავას პროდუქციისათვის. ყველა ეს კომპონენტი მნიშვნელოვანია სასახსრე ხრტილის, მყესებისა და სინოვიური სითხის სინთეზისათვის. ვიტამინი C-ს ანტიოქსიდაციური მოქმედება იცავს ხრტილს დამაზიანებელი ფაქტორების ზეგავლენისაგან, აუცილებელია სასახსრე ხრტილის სინთეზისათვის. ქონდროციტის დაბალი ანტიოქსიდაციური სტატუსი კორელაციაშია მის დაზიანების ხარისხთან. მისი მიღება ამცირებს ოსტეოართრიტის განვითარების ალბათობას (პირველადი პრევენცია), ხოლო არსებული დაავადების შემთხვევაში ამცირებს სიმპტომების გამოხატულებას (მეორეული პრევენცია). OsteoComplex – უნიკალური კომბინაცია OsteoComplex, რომელიც შეიცავს კალციუმს, ვიტამინ D3-ს და ვიტამინ K1-ს. გათვლილია ძვლოვანი ქსოვილის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ვიტამინი D – C და D ვიტამინი ჩართულია ხრტილის მეტაბოლიზმში. C და D ვიტამინების ნაკლებობისას ოსტეოართრიტის პროგრესის რისკი იზრდება 3-ჯერ. Framingham-ის კვლევით დადასტურდა, რომ D ვიტამინის დაბალი პლაზმური კონცენტრაცია ზრდის ოსტეოართრიტის პროგრესის რისკს.

კალციუმი – მნიშვნელოვანი მინერალია, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ძვლის და კბილების ემალის ფორმირებაში. მიუხედავად იმისა, რომ მისი უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია ძვლებში, ის გარკვეული რაოდენობითაა სისხლშიც, სადაც აუცილებელია საკვები ნივთიერებების გადატანისთვის, სისხლის შედედებისთვის, საჭმლის მომნელებელი სისტემის ჰორმონების სინთეზისთვის, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის აქტივობისთვის.

ვიტამინი K – ხელს უწყობს ძვლების მინერალიზაციას. ამცირებს ოსტეოპოროზისა და ოსტეოპენიის განვითარების რისკს.

ჩვენებები:

ოსტეოართრიტი; ოსტეოქონდროზი; ოსტეოპოროზი (წამლისმიერი, პოსტმენოპაუზური); ბურსიტები; სპონდილოართროზი; ქონდროპათიები; ტრავმისა და მოტეხილობების შემდგომი აღდგენის პერიოდი; სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები; კალციუმისა და ვიტამინ D3-ის დეფიციტი ორგანიზმში;

სწრაფად ხსნის ტკივილს, აუმჯობესებს მუხლის სახსარში მოძრაობას, ზრდის სიარულის დისტანციას.

გვერდითი მოვლენები:

არ ახასიათებს

ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან

ასას-თან კომბინაციაში ახდენს მათი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის გაზრდას.

ორსულობა და ლაქტაცია:

მიუხედავად იმისა რომ ცალკეული კომპონენტები უსაფრთხოა ორსულობისას, გამოიყენება სიფრთხილით, ექიმის რეკომენდაციით.

მიღების წესი და დოზირება:

1 ტაბლეტი 2-ჯერ  დღეში, ჭამის შემდეგ 2-3 თვის განმავლობაში.

მიღება რეკომენდებულია 2-3  თვე. კურსის გამეორება რეკომენდებულია წელიწადში 2-3-ჯერ, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა კურსის სიხშირის გაზრდა.

სიფრთხილის ზომები

ბავშვთა ასაკი.

შეფუთვა

ტაბლეტი #30, საკვები დანამატი

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°С.

აფთიაქიდან გაცემის წესი

გაიცემა ურეცეპტოდ.

Facebook კომენტარები