საერთაშორისო დასახელება:

MEDROXYPROGESTERONE

მწარმოებელი: PHARMACIA & UPGOHN, იტალია

მოქმედი ნივთიერება: მედროქსიპროგესტერონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პროგესტერონის წარმოებული, სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.

1 ტაბ.

მედროქსიპროგესტერონის აცეტატი …………     100 მგ

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

მედროქსიპროგესტერონის აცეტატი…………..    500 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პროვერა წარმოადგენს პროგესტერონის წარმოებულს, რომელიც ავლენს პროგესტინულ მოქმედებას და არ ხასიათდება ანდროგენული და ესტროგენული აქტივობით. პრეპარატი მაღალ დოზებში ჰორმონმგრძნობიარე ავთვისებიანი სიმსივნის მიმართ ხასიათდება სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებით.

პრეპარატის ეფექტი განპირობებულია სტეროიდული ჰორმონების რეცეპტორებსა და ჰიპოფიზარულ გონადურ ღერძზე მისი ზემოქმედებით.

პროვერას გააჩნია პიროგენული ეფექტი, ხოლო მაღალ დოზებში იგი ავლენს კორტიკოსტეროიდულ აქტივობას.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 90-95%. იგი მეტაბოლიზდება ღვიძლში. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 30 სთ-ს. პრეპარატის ძირითადი მეტაბოლიტი ელიმინირდება თირკმელებით. პროვერა აღწევს დედის რძესა და ჰემატოენცეფალურ ბარიერში.

ჩვენებები:

  • ქალებში სარძევე ჯირკვლის კიბოს ჰორმონდამოკიდებული ფორმების პალიატიური მკურნალობისთვის მენოპაუზის დროს;
  • ენდომეტრიუმის სიმსივნის რეციდივების და/ან მეტასტაზების როგორც დამატებითი, ასევე პალიატიური მკურნალობისათვის.
  • თირკმელბის სიმსივნის რეციდივების და/ან მეტასტაზების როგორც დამატებითი, ასევე პალიატიური მკურნალობისთვის;

მიღების წესი და დოზირება:

ენდომეტრიუმის და თირკმელების ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ პროვერა ინიშნება დღე-ღამეში დოზით 200-600 მგ;

სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს პროვერა გამოიყენება დღე-ღამეში 400-1200 მგ-ის ოდენობით.

მკურნალობა გრძელდება მანამდე, სანამ ჩატარებული მკურნალობის კურსი იძლევა სასურველ შედეგს.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციების მხრივ: ურტიკარია, გამონაყარი, ანაფილაქტოიდური რეაქციების შემთხვევები.

შედედების სისტემის მხრივ: თრომბოემბოლია, თრომბოფლებიტი.

ცნს-ის მხრივ: ნერვული აგზნებადობა, ძილის დარღვევა, ძილიანობა, სისუსტე, დეპრესია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა.

სასქესო ორგანოების მხრივ: სარძევე ჯირკვლების მგრძნობელობის მომატება და გალატორეა.

სხვადასხვა: პიროგენული რეაქციები.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* ორსულობა.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატის გამოყენებისას თუკი პაციენტს აღენიშნება თრომბოემბოლია, მკურნალობის გაგრძელების შემთხვევაში აუცილებელია სიტუაციის ხელახალი შეფასება.

◄ ქალები, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესიული საშუალებებით პროვერას გამოყენებისას, საჭიროებენ მონიტორინგს. იცენკო-კუშინგის სინდომის განვითარებისას საჭიროა პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება და შესაძლებლობის მიხედვით დოზის შემცირება. პროვერას მაღალი დოზით დანიშვნისას მოსალოდნელია სითხის შეკავება, ამიტომ ეპილეფსიის, შაკიკის, ასთმის, გულის ქრონიკული ან ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში საჭიროა განსაკუთრებული კონტროლი.

◄ ზოგიერთ პაციენტებში, რომლებიც იღებენ პროვერას, მოსალოდნელია გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება. ამიტომ სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტით შეპყრობილ პაციენტებში.

◄ ენდომეტრიუმის სიმსივნის, თირკმელების ან სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის ჰორმონული მკურნალობის შემთხვევაში  სამკურნალო ეფექტი აღინიშნება ამ უკანასკნელის დაწყებიდან 8-10 კვირის შემდეგ.

◄ საშვილოსნოს ყელის ეროზიის არსებობისას პრეპარატის მიღებამდე სასურველია პაციენტებმა ჩაიტარონ ეროზიის საწინააღმდეგო თერაპია.

◄ მკურნალობის პროცესში თუკი ტარდება საშვილოსნოს ყელისა და/ან ენდომეტრიუმის ციტოლოგიური ან ჰისტოლოგიური კვლევა საჭიროა ამის შესახებ ჰისტოლოგის ინფორმირება.

◄ პროვერას გამოყენება გავლენას ახდენს შემდეგ ლაბორატორიულ მონაცემებზე: გონადოტროპინის პროგესტერონის, კორტიზოლის, ესტროგენების დროის განსაზღვრაზე სისხლის პლაზმაში; პრეგნანდილის დონის განსაზღვრაზე შარდში; სისხლის პლაზმაში (მამაკაცებში) ტესტოსტერონის დონის განსაზღვრაზე; გლუკოზის ტოლერანტოზის შესახებ ტესტზე; მეტაპირინის ტესტზე.

◄ პროვერას გამოყენება ორსულობის აღმომჩენ დიაგნოსტიკურ ტესტად არ არის რეკომენდებული.

ჭარბი დოზირება:

არ მოიპოვება მონაცემები.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Facebook კომენტარები