წამლის ფორმა:

პროტარგოლის 2% ხსნარი.

სინონიმი:

ვერცხლის პროტეინატი.  Argentum proteinicum.

შედგენილობა:

პროტარგოლი  ფხვნილი ………………. 0.2;

გლიცერინი ……………………………..   1,0;

დისტილირებული წყალი ……………   10 მლ-მდე.


დამხმარე
ნივთიერებები: გლიცერინი.

აღწერილობა:

მიხაკისფერი, უსუნო, მომწარო და მწკლარტე გემოს მქონე კოლოიდური ხსნარი.


ფარმაკოლოგიური
ჯგუფი:

ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

არმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს გააჩნია მთრიმლავი, ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ვერცხლის იონები დისოციაციის შემდეგ ეწინააღმდეგება ბაქტერიების გამრავლებას, უკავშირდება რა მათ დნკ-ს.

პროტარგოლი ლორწოვან გარსებზე წასასმელი საშუალებაა.


ჩვენება
:

  • პრეპარატი გამოიყენება ლარინგიტის, ფარინგიტის, ცისტიტის, ურეთრიტის, ქრონიკული გონორეული ურეთრიტის სამკურნალოდ.

უკუჩვენება:

* ჰიპერმგრძნობელობა, ორსულობა.


მიღების
წესები:


ადგილობრივად
1-5% ხსნარი ზედა სასუნთქი ორგანოების ლორწოვან გარსებზე წასასმელად და ყელში გამოსავლებად.

გარე ოტიტისა და რინიტის დროს ყურის გარე გასავლელში და ცხვირის თითოეულ ნესტოში 1-2 წვეთი 2-5% ხსნარი 2-ჯერ დღეში.

1-3% ხსნარი გამოიყენება შარდსადენისა და შარდის ბუშტის გამოსარეცხად.

სიფრთხილე:

ვიდრე დაიწყებდეთ პრეპარატის მიღებას ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში წამლის მიღება დაუშვებელია.


ურთიერთქმედება
სხვა პრეპარატებთან:

ადრენალინთან, ელექტროლიტებთან (ნატრიუმის ქლორიდი, თუთიის სულფატი და სხვა) შეუთავსებელია.


განსაკუთრებული
მითითებები:

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია უნდა გაიაროთ ექიმთან ან ფარმაცევტთან. ყურადღებით უნდა გაეცნოთ ინსტრუქციას.


დამხმარე
ნივთიერებები:

გლიცერინი

გლიცერინი ცხოველური და მცენარეული ცხიმებისა და ზეთების შემადგენელი ნაწილია. გლიცერინი ცხიმებიდან (ზეთებიდან) მიიღება.

გლიცერინი უფერო, გამჭვირვალე, უსუნო და ტკბილი, ნეიტრალური რეაქციის სიროფისებრი სითხეა. წყალში და სპირტში შეირევა ყველა შეფარდებით. გლიცერინში იხსნება ბევრი არაორგანული ნივთიერება – ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, იოდი, ბორაქსი, ბრომმჟავა, ვერცხლის ნიტრატი, ძმრის, რძის, ღვინისა და ლიმონმჟავები, ტანინი და სხვა.

დამჟანგველები გლიცერინს ადვილად ჟანგავს და დაჟანგვის სხვადასხვა პროდუქტებს იძლევა, ამიტომ გლიცერინი დამჟანგველებთან შეუთავსებელია.

გლიცერინი არ უნდა შეიცავდეს რკინის მარილებს, გარეშე ორგანულ ნივთიერებებს, ალდეჰიდებს. გლიცერინი იხმარება სანთლების და ბურთულების, საცხის მოსამზადებლად.

იხმარება აგრეთვე ზოგიერთი სითხოვანი გამონაწვლილის მოსამზადებლად. შედის სხვა სამკურნალწამლო პრეპარატების შემადგენლობაში.


ჭარბი
დოზირება:

პროტარგოლის ხანგძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობა.


გვერდითი
მოვლენები:

ლორწოვანი გარსის მსუბუქი გაღიზიანება, წვა, ქავილი.


ვარგისიანობის
ვადა:

1 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება აკრძალულია.


გამოშვების
ფორმა:

10 მლ ხსნარი პლასტმასის ფლაკონებში.


შენახვის
პირობები:

“ბ” სია, ინახება გრილ და სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +150C ტემპერატურაზე.


აფთიაქიდან
გაცემის წესი:

გაიცემა ურეცეპტოდ.

Facebook კომენტარები