საერთაშორისო დასახელება:

ფოლიტროპინი ბეტა

მწარმოებელი:Kloosterstraat, ნიდერლანდები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კუნთებში და კანქვეშ შესაყვანი ხსნარი; კანქვეშა შესაყვანი ხსნარი.

ერთი ფლაკონი (0.5მლ) შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ფოლიტროპინი ბეტა (რეკომბინანტული), 100სე, 150სე, 200სე.

ერთი ფლაკონი შეიცავს შესაბამისად 10.15, 20მკგ პროტეინს (სპეციფიკური ბიოლოგიური აქტიობა in vivo ტოლია დაახლოებით 10000სე ფმჰ/მგ ცილისა).

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, L–მეთიონინი, პოლისორბატი 20, ქლორწყალბადმჟავა ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

ხსნარი კანქვეშ შეყვანისათვის

ერთი კარტრიჯი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ფოლიტროპინი ბეტა (რეკომბინანტული) 300სე, 600სე (კონცენტრაცია 833 სე/მლ), რაც შეესაბამება 83,3 მკგ პროტეინს/მლ–ზე (სპეციფიური აქტიობა in vivo  ტოლია დაახლოებით 10000სე ფმჰ/მგ პროტეინისა).

საერთო 0 დოზა გათვლილია მაქსიმუმ 6 ინექციაზე. დიდ რაოდენობით შეყვანისას ხდება ჰაერის გამოდევნა.

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ნატრიუმის ციტრატი 2–წყლიანი, L-მეთიონინი, პოლისორბატ 20, ქლორწყალბად მჟავა ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზილის სპირტი (მხოლოდ კარტრიჯისათვის) საინექციო წყალი.

აღწერა:

გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ფოლიკულომასტიმულირებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა: პურეგონი შეიცავს რეკომბინანტული ფოლიკულომასტიმულირებელ ჰორმონს (ფმჰ), რომელსაც იღებენ რეკომბინანტული დნმ–ის დახმარებით, იყენებენ ჩინური ზაზუნას საკვერცხის უჯრედებს, რომელშიც ჩანერგილია ადამიანის ფმჰ–ს გენების სუბერთეულები, რეკომბინანტული დნმ–ის პირველადი ამინომჟავური თანმიმდევრობა ადამიანის ნატურალური ფმჰ–ს იდენტურია. ამასთან ერთდ, მცირე განსხვავებაა ნახშირწყლოვან ჯაჭვში, ფმჰ–უზრუნველყოფს ფოლიკულების ნორმალურ ზრდას, განვითარებას და სტეროიდული ჰორმონების სინთეზს.

ქალებში ფმჰ–ს დონე წარმოადგენს ფოლიკულების სინთეზისა და განვითარების დაწყების ფაქტორს და შესაბამისად განსაზღვრავს მომწიფებული ფოლიკულების რაოდენობას, ასევე მათი მომწიფების დროს.

ამგვარად, პურიგონი შეიძლება გამოყენებულ იქნას ფოლიკულების განვითარების სტიმულირებისა და ესტროგენების სინთეზისათვის საკვერცხეების ზოგიერთი ფუნქციის დარღვევისას; ამას გარდა,

პურიგონი გამოიყენებბა ფოლიკულების დიდი რაოდენობით სინთეზის ინდუქციისათვის ხელოვნური განაყოფიერების შემთხვევაში (მაგ. ექსტრაკორპორალური განაყოფიერების, ემბრიონის გადანერგვისას – (ეკგ/ეგ), საშვილოსნოსშიდა ინსემენაციის (სში) და სპერმატოზოიდების ინტრაციტოპლაზმური ინექციისას (სიი)) პურეგონით მკურნალობის შემდეგ როგორც წესი გამოიყენება ქორიონული გონადოტროპინი (ქგ), ფოლიკულის მომწიფების ბოლო სტადიის ინდუქციისათვის, მეიოზის განახლებისა და ოვულაციისას.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის, პურეგონი, კუნთებში და კანქვეშ შეყვანისათვის სისხლის პლაზმაში ფმჰ–ს მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 12 სთ–ის განმავლობაში. ინექციის ადგილიდან პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 12 სთ–ის განმავლობაში. ინექციის ადგილიდან პრეპარატის თანდათანობით გამოყოფის და ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდის გამო (12–70 სთ, საშუალოდ 40სთ), ფმჰ–ს დონე მომატებული რჩება 24–48 სთ–ის განმავლობაში, ამის გამო ფმჰ–ს იმავე დოზის განმეორებითი შეყვანა იწვევს ფმჰ დონის მომატებას 1,5–2–ჯერ ერთჯერადად შეყვანასთან შედარებით. ეს იძლევა სასხლში ფმჰ–ს თერაპიული ეფექტის მიღწევის საშუალებას.

პურეგონის ფარმაკოკინეტიკური მაჩენებელ კი კუნთებში და კანქვეშ შეყვანისას მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. შეყვანის ორივე გზისას ბიოშეღწევადობა შეადგენს 77%–ს , რეკომბინანტული ფმჰ ქიმიურად მსგავსია ადამიანის შარდიდან გამოყოფილი ფმჰ–სა და მის მსგავსად ნაწილდება, მეტაბოლიზდება და გამოიყოფა ორგანიზმიდან.

ჩვენება: ქალებში

ქალების უნაყოფობის მკურნალობის შემდეგ შემთხვევებში:

–        ანოვულაცია (საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომის (სპს) ჩათვლით) ქალებში, რომლებიც მგრძნობიარენი არ არიან კლორიფენ–ციტრატით მკურნალობისადმი.

–         სუპეოვულაციის ინდუქცია, ფოლიკულების დიდი რაოდენობით სინთეზის ინდუქციისათვის ხელოვნური განაყოფიერების შემთხვევაში (ეკგ, ეგ, სი, სიი).

უკუჩვენება:

* საკვერცხეების, სარძევე ჯირკვლების, საშვილოსნოს, ჰიპოფიზის და ჰიპოთალამური სიმსივნეები;

* ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;

* დაუდგენელი ეთიოლოგიის საშვილოსნოს და ვაგინალური სისხლდენები;

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

* საკვერცხეების პირველად უკმარისობა;

* საკვერცხეების კისტები და საკვერცხეების გადიდება, რომელიც კავშირში არ არის სპს–სთან.

* სასქესო ორგანოების ანატომიის დარღვევა, რომელიც შეუთავსებელია ორსულობასთნ.

* საშვილოსნოს მიომა, რომელიც შეუთავსებელია ორსულობასთან;

* ენდოკრინული სისტემის დეკომპენსირებული დაავადებები (მაგ. ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის და ჰიპოფიზის დაავადებები).

* ღვიძლისა და თირკმელების გამოხატული დარღვევები.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის, პურეგონი, გამოყენება უკუნაჩვენებია, ორსულობის დროს გაუთვალისწინებელი მოქმედების შესახებ რეკომბინანტული ფმჰ–ს ტერატოგენული ეფექტის გამოსარიცხად კლინიკური მონაცემები არასაკმარისია.

გამოყენების მეთოდი და დოზები:

პრეპარატით, პურეგონი, მკურნალობის დაწყება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც აქვს უნაყოფობის მკურნალობის გამოცდილება.

დოზირება უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად საკვერცხეების პასუხის შესაბამისად, ულტარაბგერითი და ესტრადიოლის კონტროლით.

კალამ–ინჯექტორს „პურეგონ–პენ“ გამოყენებისას უნდა გაითვალისწინონ, რომ კალამი პრეციზიული მოწყობილობაა და ზუსტად გამოათავისუფლებს მასზე მითითებულ დოზას. ნავენებია, რომ კალამ ინჯესტორის გამოყენებისას ხდება 18%–ით მეტი ფმჰ–ს შეყვანა, ვიდრე შპრიცის გამოყენებისას. ეს შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს კალმ–ინჯექტორის შპრიცით შეცვლის შემთხვევაში ან პირიქით, მკურნალობის ერთ ციკლში. დოზის კორექცია განსაკუთრებით საჭიროა შპრიციდან კალამზე გადასვლისას რათა თავიდან აიცილონ შეყვანილი დოზის დაუშვებელი მომატება.

პურეგონი შარდიდან მიღებული ფმჰ–სთან შედარებით, ეფექტურია უფრო მცირე სუმარული დოზით და მკურნალობის დროის განმავლობაში, რის გამოც მონიმალურია საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის რისკი.

ექსტრაკორპოლარული განაყოფიერებით უნაყოფობის მკურნალობის სუმარული გამოცდილება უჩვენებს, რომ წარმატება უფრო აშკარაა 4 კვირის განმავლობაში, ხოლო შემდეგ თანდათან ქვეითდება.

ანოვულაცია

რეკომენდებულია მკურნალობის თანმიმდევრობითი სქემა, რომელიც იწყება პურეგონის 50სე–ს შეყვანით ყოველდღე 7 დღის განმავლობაში მაინც, საკვერცხეების პასუხის არარსებობის შემთხვევაში დღეღამურ დოზას ზრდიან ფოლიკულების ზრდის მიღწევამდე და/ან პლაზმაში ესტრადიოლის კონცენტრაციის მომატებამდე, რაც მოწმობს ოპტიმალური ფარმაკოლოგიური ეფექტის მიღწევას.

ოპტიმალურად ითვლება პლაზმაში ესტრადიოლის ყოველდღური მომატება 40–100% –ით.

ასეთი სახით მიღებულ ყოველდღიურ დოზას შემდეგ ინარჩუნებენ პრეოვულაციის მდგომარეობის მიღწევამდე, პრეოვულაციის მდგომარეობა განისაზღვრება დომინანტური ფოლიკულის არსებობით, დიამეტრით მონიმუმ 18 მმ(უბგ–ს მონაცემებით) და/ან სისხლის პლაზმაში ესტრადიოლის კონცენტრაციის დონით 300–900 პიკოგრამი/მლ (1000–3000პმოლი/მლ). როგორც წესი, ამ მდგომარეობის მიღწევისათვის საჭიროა მკურნალობის 7–14 დღე. ამის შემდეგ პრეპარატის შეყვანას წყვეტენ და ოვულაციას აინდუცირებენ ქგ–ს შეყვანით.

თუ ზრდადი ფოლიკულიების რაოდენობა ძალიან დიდია ან ესტრადიოლის კონცენტრაცია ძალიან სწრაფად იმატებს, მაგ; 2–ჯერ დღეში 2–3 დღის განმავლობაში საჭიროა ყოველდღიური დოზის შემცირება, რამდენადაც 14მმ დიამეტრის ყოველი ფოლიკულის არსებობა მრავალი ორსულობის რისკს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ქგ არ შეყავთ და იღებენ ზომებს მრავალნაყოფიანი ორსულობის თავიდან ასაცილებლად.

სუპეროვულაციის ინდუქცია და ხელოვნური განაყოფიერება.

გამოიყენება სტიმულაციის სხვადასხვა სქემა, პირველი 4 დღის  განმავლობაში მაინც რეკომენდებულია პრეპარატის 115–225 სე შეყვანა. ამის შემდეგ დოზის შერჩევა შეიძლება ინდივიდუალურად, საკვერცხეების რეაქციიდან გამომდინარე. კლინიკურ გამოკვლევებში ნაჩვენები იყო, რომ ძირითადად საკმარისია შემანარჩუნებელი დოზის 75–375 სე მიღება 6–12 დღის განმავლობაში, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს უფრო ხანგრძლივი მკურნლობა.

პურეგონის გამოყენება შეიძლება როგორც იზოლირებულად, ასევე კომბინირებულად გრჰ–ს აგონისტებთან ან ანტაგონისტებთან ერთდ ოვულაციის ადრეული პიკის თავიდან ასაცილებლად.

გრჰგ–ს ანალოგების გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის პურაგონი უფრო მაღალი სუმარული დოზები.

საკვერცხეების რეაქციას აკონტროლებენ ულტარაბგერითი გამოკვლევით და პლაზმაში ესტრადიოლის კონცენტრაციის განსაზღვრით. 16–20მმ (ულტრაბგერის მონაცემით) დიამეტრის მქონე 3 ფოლიკულის არსებობის დროს და საკვერცხეების კარგი რეაქციის პირობებში (პლაზმაში ესტრადიოლის კონცენტრაცია 300–400პიკოგრამი/მლ (100–1300პმოლი/ლ)) 18მმ დიამეტრის ყოველ ფოლიკულზე აინდუცირებენ ფოლიკულის მომწიფების საბოლოო ფაზას ქგ–ს შეყვანით 34–35 სთ–ის შემდეგ ატარებენ კვერცხუჯრედის ასპირაციას.

გამოყენების მეთოდი :

ინექციისას ტკივილის თავიდან ასაცილებლად და ინექციის ადგილიდან პრეპარატის მინიმალური გაჟონვის მიზნით ხსნარის შეყვანა კუნთებში და კანქვეშ, საჭიროა ნელა, აუცილებელია კანქვეშა ინექციის ადგილების ცვლა ცხიმოვანი ატროფიის თავიდან ასაცილებლად, გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.

პურეგონის კანქვეშა ინექციები შეიძლება გააკეთოს თვითონ ქალმა ან მისმა პარტნიორმა ექიმისგან შესაბამისი ინსტრუქციის მიღების შემდეგ. პრეპარატის დამოუკიდებელი შეყვანა დასაშვებია მხოლოდ იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც აქვთ მოტივაცია, უნარი და სპეციალისტთან კონსულტაციის შესაძლებლობა.

პრეპარატის შეყვანა და ინსტრუქცია:

პირველი ეტაპი შპრიცის მომზადება.

პერპარატის შეყვანისას უნდა გამოიყენონ ერთჯერადი სტერილური შპრიცები და ნემსები.

შპრიცის მოცულობა უნდა იყოს საკმარისად მცირე, პრეპარატის დოზის ზუსტად შესაყვანად. თუ ხსნარი გაუმჭვირვალეა ან შეიცავს მექანიკურ ჩანართებს მისი გამოყენება არ შეიძლება. ფლაკონის შეიგთვსის გამოყენება რეზინის გახვრეტის შემდეგ უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. ერთჯერადი გამოყენების შემდეგ დარჩენილ ხსნარს აგდებენ.

თავიდან აცილებენ ფლაკონის თავსახურს სარქველს. ნემსს ჩამოაცმევენ შპრიცს და ხვრეტენ ფლაკონის რეზინის საცობს (ა). იღებენ ხსნარს შპრიცში (ბ) და ნემსს ცვლიან საინექციო ნემსით (ც). შპრიცი უჭირავთ ნემსით ზევით, ფრთხილად აწვებიან დგუშს ჰაერის ბუშტუკების გამოსაშვებად, შემდეგ აწვებიან დგუშს ჰაერის სრული გამოდევნისთვის, სანამ შპრიცში არ დარჩება მხოლოდ პურეგონის ხსნარი (დ). აუცილებლობის შემთხვევაში დგუშზე დამატებითი დაჭერით ადგენენ შესაყვან ზუსტ დოზას.

მეორე ეტაპი–შეყვანის ადგილი.

კანქვეშა შეყვანისათვის მეტნაკლებად შესაფერისი ადგილია მუცლის მიდამო ჭიპის ირგვლივ (ე) მოძრავი კანით და ცხიმოვანი შრით. ყოველი ინექციისას საჭიროა ინექციის ადგილის მცირედ შეცვლა. პრეპარატის შეყვანა შეიძლება სხეულის სხვა ადგილებშიც.

მესამე ეტაპი – შეყვანის უბნის მომზადება.

ნემსის შეყვანისას უსიამოვნო შეყვანის შესამცირებლად ინექციის ადგილზე შეიძლება რამდენიმე ჩქმეტა. საჭიროა ხელების დაბანა, ინექციის ადგილის სადეზინფექციო ხსნარით (მაგ; 0,5%–იანი ქლორჰექსიდინით) დამუშავება ზედაპირული ბაქტერიების მოსაშორებლად. საჭიროა ნემსის შესაყვანი წერტილიდან დაახლოებით 6 სმ დამუშავება და სადეზინფექციო ხსნარის გაშრობამდე დაახლოებით 1 წთ დაცდა.

მეოთხე ეტაპი – ნემსის შეყვანა.

საჭიროა კანის ოდნავი დაჭიმვა. მეორე ხელით ნემსი უნდა შეიყვანონ 900 კუთხით.

მეხუთე ეტაპი ნემსის მდებარეობის სისწორის შემოწმება.

ნემსის სწორი მდებარეობისას დგუშის გამოღება ძნელია. შპრიცში სისხლის გამოჩენა  იმაზე მიუთითებს, რომ ნემსმა გახვრიტა ვენა ან არტერია. ამ შემთხვევაში საჭიროა შპრიცის გამოღება, ინექციის ადგილზე სადეზინფექციო ხსნარით გაჟღენთილი ტამპონის დადება და ზეწოლა, ამ შემთხვევაში სისხლდენა შეწყდება 1–2 წთ–ში, ხსნარი არ გამოიყენება, საჭიროა მისი შპრიციდან გამოღება. დაწყება ხდება ისევ პირველი ეტაპიდან ახალი შპრიცისა და ნემსის გამოყენებით.

მეექვსე ეტაპი ხსნარის შეყვანა:

მეშვიდე ეტაპი შპრიცის მოცილება:

სწრაფად უნდა მოაცალონ შპრიცი, ინექციის ადგილას დააფარონ სადეზინფექციო ხსნარით გაჟღენთილი ტამპონი და მოახდინონ ზეწოლა, ამ ადგილას ფრთხილი მასაჟი (ზეწოლის შეუცვლელად) ხელს უწყობს პურეგონის ხსნარის განაწილებას და უსიამონო შეგრძნების აცილებას.

კარტრიჯში გამოცემული პრეპარატი განკუთვნილია საინექციო კალამის „პურეგონ–პენ“ გამოყენებისათვის. ამ შემთხვევაში პრეპარატის შეყვანა ხდება კანქვეშ, ყოველ ინექციაზე საჭიროა ადგილის შეცვლა ლიპოატროფიის თავიდან ასაცილებლად.

„პურეგონ–პენ“ გამოყენებისას პაციენტმა შეიძლება პრეპარატი დამოუკიდებლად შეიყვანოს ექიმისაგან აუცილებელი ინსტრუქციების მიღების შემდეგ.

გვერდითი ეფექტები:

პრეპარატის მიღებას შეიძლება თან ახლდეს ადგილობრივი რეაქციები: ჰემატომა, ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, ქავილი – რომელთა უმრავლესობაც მცირედ გამოხატულია. ძალიან იშვიათ შემთხვევაში აღინიშნა გენერალიზებული ალერგიული რეაქციები ერითემის და გამონაყარის სახით; აგრეთვე შეიძლება აღინიშნოს:

* პრეპარატის, პურეგონი, კლინიკურ გამოკვლევებში საკვერცხეების ჰიპერსტიმულაცია აღინიშნება შემთხვევათა 3%–ში. საკვერცხეების ზომიერი სტიმულაციის კლინიკურ სიმპტომებს წარმოადეგენს მუცლის ტკივილი, გულისრევა, დიარეა და საკვერცხეების გადიდება საკვერცხეების კისტების ხარჯზე.

* იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება საკვერცხეების გამოხატული ჰიპესტიმულაციის სინდრომი, რომელიც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს. ის ხასიათდება საკვერცხეების დიდი კისტების არსებობით (გასკდომისაკენ მიდრეკილი). ასციტით, ჰიდროთორაქსით და სხეულის მასის მომატებით ორგანიზმში სითხის შეკავების ხარჯზე. იშვიათ შემთხვევაში საკვერცხეების ჰიპერსტმულაციის სინდრომს შეიძლება თან ახლდეს ვენური ან არტერიული თრომბოემბოლია.

*  რამდენადმე მომატებულია მრავალნაყოფიანი ორსულობა და საშვილოსნოს გარე ორსულობის შესაძლებლობა.

* პრეპარატ პურეგონით მკურნალობისას ქგ–სთან კომბინაციაში იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია თრომბოემბოლისს განვითარება.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატი, პურეგონი, ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს, ფმჰ–ს მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხეების ჰიპერსტიმულაცია.

სიმპტომები: იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოქმედება“.

მკურნალობა:

არასასურველი ჰიპესტიმულაციის სიმპტომების გამოვლენისას (რომელიც დაკავშირებული არ არის სუპეროვულაციის ინდუქციასთან ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ჩატარებისას) პრეპარატ პურეგონის შეყვანა უნდა შეწყდეს. ამ შემთხვევაში საჭიროა ორსულობის თავიდან აცილების ზომების მიღება და ქგ–ს შეყვანის აცილება, რამაც შეიძლება გააღრმავოს არასასურველი მოვლენები. საჭიროა მკურნალობის მიმართვა საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სიმპტომების მოსახსნელად.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

პურეგონის და კლოფელინ–ციტრატის ერთად მიღებამ შეიძლება გააძლიეროს საკვერცხეების რეაქცია. ჰიპოფიზის დესენსიზაციის შემდეგ გრჰ–ს აგონისტებით, საკვერცხეების საკმარისი რეაქციის მიღწევისათვის შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატ პურეგონის უფრო მაღალი დოზა. ფარმაცევტულად შეუთავსებელია სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

განსაკუთრებული მითითებები:

* მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ენდოკრინული დაავადებების გამორიცხვა (მაგ; ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლების და ჰიპოფიზის დაავადებები).

* ოვულაციის ინდუქცია გონადოტროპული პრეპარატების საშუალებით ზრდის მრავალნაყოფიანი ორსულობის განვითარების რისკს, ფმჰ–ს დოზის შესაბამისი კორექცია ხელს უშლის მრავლობითი ფოლიკულების განვითარებას, მრავალნაყოფიანი ორსულიბისას აღინიშნება გართულებების უფრო დიდი რისკი ორსულობისას და პერინატალურ პერიოდში, მკურნალობის დაწყებამდე მშობლები უნდა გააფრთხილონ მრავალნაყოფიანი ორსულობის განვითარების შესაძლებლობის შესახებ.

* პეპარატ პურეგონის პირველი შეყვანა უნდა მოხდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ.

ქალებში, რომელთაც უტარდებათ ხელოვნური განაყოფიერება (განსაკუთრებით ეკგ) ხშირია საშვილოსნოს მილების ანომალია, ამის გამო იზრდება საშვილოსნოს გარე ორსულობის განვითარების რისკი. ამიტომ აუცილებელია ნაყოფის საშვილოსნოს შიდა მდებარეობის ადრეული ულტარბგერითი გამოსახულების მიღება.

* ქალებში, რომელთაც უტარდებათ ხელოვნური განაყოფიერება, ორსულობის ადრეული შეწყვეტის რისკი უფრო მაღალია ვიდრე ბუნებრივი ჩასახვის შემთხვევაში.

თანდაყოლილი მანკების სიხშირე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (დრტ) გამოყენებისას შეიძლება ოდნავ უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ბუნებრივი განაყოფიერებისას, შეიძლება ეს დაკავშირებულია მშობლების თავისებურებებან (მაგალითად , მათი ასაკი ან სპერმის მახასიათებელები), ასევე დრტ–ს გამოყენებისას მრავალნაყოფიანი ორსულობის უფრო ხშირ განვითარებასთან, მონაცემები იმისა, რომ თანდაყოლილი მანკების განვითარების რისკის ზრდა დაკავშირებულია გონადოტროპინების მიღებასთან გამოვლენილი არ არის.

* საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰს). მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარულად  მკურნლობის პროცესში საჭიროა ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება ფოლიკულების განვითარების კონტროლისათვის და აგრეთვე პლაზმაში ესტრადიოლის კონცენტრაციის განსაზღვრა, ფოლიკულების ძალიან დიდი რიცხვის განვითარების გარდა შეიძლება ძალიან სწრაფად იზრდებოდეს პლაზმაში ესტრადიოლის კონცენტრაცია (მაგ; დღე–ღამეში 2–ჯერ და მეტად შემდეგი 2–3 დღის განმავლობაში) შეიძლება მიაღწიოს ძალიან მაღლ მაჩვენებელს. საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის დიაგნოზის დადასტურება შეიძლება ულტრაბგერითი გამოკვლევით.

* ქალები, აღიარებული რისკის ჯგუფიდან მაგ,თრომბოზებისას, პირადი ან ოჯახური ანამნეზით, გამოხატული სიმსუქნით (სხეულის მასის ინდექსი >30 კგ/მ2) ან დიაგნოსტირებული თრომბოემბოლიით, შეიძლება იყვნენ არტერიულ ან ვენოზური თრომბოემბოლიის მომატებული რისკის ქვეშ გონადოტროპინებით მკურნალობისას თანმხლები სჰს–ს გარეშეც. ასეთი ქალების მკურნალობისას აუცილებელია შეფასდეს ოვულაციის წარმატებული ინდუქციის და შესაძლო გართულებების სარწმუნოობის დადასტურება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ორსულობას თავისთავად ახლავს თრომბოზის განვითარების რისკის მომატება.

* პურეგონი შეიძლება შეიცავდეს სტრეპტომიცინის და/ან ნეომიცინის კვალს. ეს ანტიბიოტიკები შეიძლება გახდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციის განვითარების მექანიზმი.

* გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე აღმოჩენილი არ არის.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

კარტრიჯში ნემსის შეყვანის შემდეგ ხსნარის შენახვა დასაშვებია მაქსიმუმ 28 დღე. გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:

ინახება 2–8°C ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. გაყინვა არ შეიძლება.

აფთაქიდან გაცემის პირობები:

გაიცემა რეცეპტით.

Facebook კომენტარები