რეგენიუმი

 

შემადგენლობა:

რეგენიუმის 1 პაკეტი შეიცავს:

კალციუმის იონები – 500 მგ და ვიტამინი D3 – 400 სე (10 მკგ)

დამხმარე ნივთიერებები: ნატურალური ჟოლოს არომატიზატორი, სუკრალოზი, ლიმონის მჟავე, სილიციუმის დიოქსიდი

ჩვენებები:

– კალციუმის და/ან ვიტამინი D3-ის დეფიციტი

– კალციუმისა და ვიტამინი D3-ის მიმართ გაზრდილი მოთხოვნილების დროს ბავშვებსა და მოზარდებში, ინტენსიური ზრდის პერიოდში, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის დროს

– რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა

– ოსტეოპოროზისა (მაგ, მენოპაუზის დროს) და მისი გართულებების (ძვლის მოტეხილობის) პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია

– ალერგიები, ანთებითი პროცესები.

მიღების წესი და დოზირება:

რეგენიუმი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის.

2 წლიდან მოზრდილებში – 1 პაკეტი დღეში.

პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 250მლ ოთახის ტემპერატურის წყალში.

ვარგისობა და შენახვის პირობები:

ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

ინახება მშრალ ადგილას – 0-25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე. ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა:

შეფუთვაშია – 10 პაკეტი

Facebook კომენტარები