საერთაშორისო დასახელება:

ETHINYIESTRADIOL; DESOGESTREL

მწარმოებელი ქვეყანა: GEDEON RICHTER,უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ეთინიესტრადიოლი+დეზოგესტრელი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პერორალური ჰორმონული კონტრაცეპტივი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 21 ც.

1 ტაბ.

ეთინიესტრადიოლი …………       30 მკგ

დეზოგესტრელი …………….        150 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რეგულონი წარმოადგენს ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ საშუალებას. პრეპარატი შედგება ესტროგენისა და გესტოგენისაგან. იგი უკუკავშირის პრინციპით თრგუნავს გონადოტროპული ჰორმონების პროდუქციას, იწვევს ოვულაციის პროცესის დათგუნვას და ხელს უშლის განაყოფიერების პროცესს.

რეგულონის მიღება ხორციელდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. პრეპარატის მკურნალობის დაწყებამდე ქალებში რეკომენდებულია საერთო სამედიცინო და გინეკოლოგიური გამოკვლევების გულდასმით ჩატარება (არტერიული წნევის კონტროლი, სისხლში შაქრის რაოდენობის განსაზღვრა, საშვილოსნოდან აღებული ნაცხის ციტოლოგიური ანალიზი).

მიღების წესი და დოზირება:

– პრეპარატის გამოყენება იწყება მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს ერთსა და იმავე დროს, 1 აპკით დაფარული ტაბლეტის მიღებით 21 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად. შემდგომში საჭიროა 7 დღიანი შესვენება. აღნიშნული შესვენების დროს იწყება მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა. 7 დღიანი შესვენების შემდეგ, მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის, ან მისი შემდგომი გაგრძელების მიუხედავად საჭიროა მე-8 დღიდან აპკით დაფარული ტაბლეტების მიღების გაგრძელება მეორე შეფუთვიდან.

– შეფუთვაზე მითითებული ციფრი და ისრები ტაბლეტების სწორად მიღების შესაძლებლობა იძლევა. წინასწარ საჭიროა აპკით დაფარული ტაბლეტის მიღების დაწყების დღის აღნიშვნა, რაც ყოველდღიურად მიღებული ტაბლეტების შემოწმების საშუალებას იძლევა. ამისათვის საჭიროა ფოლგის გახვრეტა კვირის შესაბამისი დღის ადგილზე.

– ტაბლეტის მიღების დავიწყების შემთხვევაში, საჭიროა მისი მიღება არა უგვიანეს 12 სთ-ის განმავლობაში. 36 სთ-ზე მეტი ხნის განმავლობაში პრეპარატის მიღების დაგვიანების შემთხვევაში, კონტრაცეპცია აღნიშნული ციკლის დროს სუსტდება. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ჩასახვისსაწინააღმდეგო სხვა არაჰორმონული მეთოდების გამოყენება (კალენდარული და ტემპერატურული მეთოდების გამოკლებით). ამავე დროს, საჭიროა აპკით დაფარული ტაბლეტების მიღების გაგრძელება დაწყებული შეფუთვიდან ერთსა და იმავე დროს, დავიწყებული ტაბლეტების გამოტოვებით.

– ღებინების და დიარეის შემთხვევაში პრეპარატთან ერთად აუცილებელია ჩასახვისსაწინააღმდეგო სხვა არაჰორმონული მეთოდების გამოყენება. მკურნალობის პერიოდში მენსტრუაციებს შორის სისხლდენისას საჭიროა პრეპარატის მიღების გაგრძელება, ვინაიდან სისხლდენა მალე ქრება. ძლიერი სისხლდენის დროს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და ადექვატური ზომების მიღება. ერთეულ შემთხვევებში, როდესაც ტაბლეტების რეგულარულად მიღებიდან მომდევნო 7 დღიანი შესვენების შემდეგ არ აღინიშნება მენსტრუაცია, საჭიროა ტაბლეტის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

– მშობიარობის ან აბორტის შემდეგ, ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღება რეკომენდებულია არა უგვიანეს პირველივე დღეს მეორე მენსტრუაციის დაწყებიდან.

– არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება წარმოებს პირველი მენსტრუაციის პირველ დღეს, თუმცა პირველი ორი კვირის განმავლობაში აუცილებელია მისი კომბინაცია სხვა არაჰორმონულ მეთოდებთან.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად შესაძლებელია – გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, სარძევე ჯირკვლების გამკვრივება, სხეულის წონის ცვლილება, საშოს ინფექციები, ხასიათის დათრგუნვა, დისკომფორტის შეგრძნება კონტაქტური ლინზების გამოყენების დროს, მენსტრუაციებს შორის სისხლდენა, სახეზე პიგმენტური ლაქების წარმოქმნა, არტერიული წნევის მომატება, სისხლში შაქრის შემცველობის მომატება, კანზე გამონაყარი, გადაღლილობა, დიარეა.

პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას ზოგიერთი პაციენტში იზრდება თრომბოემბოლიების, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის განვითარების რისკი. აღნიშნული რისკი ძლიერდება ასაკთან ერთად (30 წლის ზემოთ), განსაკუთრებით კი თამბაქოს მწველებში. ამიტომ ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას აღნიშნული ასაკის ქალებს ეკრძალებათ თამბაქოს მოწევა.

პრეპარატის მკურნალობის შეწყვეტის მიზეზები:

  • ორსულობა;
  • შაკიკის მსგავსი, ან ძლიერი ხასიათის თავის ტკივილი;
  • მხედველობის და მგრძნობელობის დარღვევა;
  • კიდურებში ძლიერი ხასიათის ტკივილები;
  • ტკივილის შეგრძნება მკერდის ძვლის არეში.
  • სიყვითლე და ქავილი;
  • არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატება;
  • ეპილეფსიური კრუნჩხვები.

პრეპარატის გამოყენებისას იშვიათად აღინიშნება კეთილთვისებიანი, ან უფრო იშვიათად -ავთვისებიანი ცვლილებები ღვიძლში, რომელიც ერთეულ შემთხვევებში იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ სისხლჩაქცევებს მუცლის ღრუში. ამიტომ მუცლის ზედა ნაწილში ძლიერი ხასიათის ტკივილების შემთხვევაში, რომლებიც ხანმოკლე დროის განმავლობაში დამოუკიდებლად არ ქრება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

* ორსულობა;

* თრომბოზების მიმართ მიდრეკილება;

*  ღვიძლის მძიმე დაავადებები;

* გულის უკმარისობა;

* არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატება;,

* შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმა;

*  სარძევე ჯირკვლის ან საშვილოსნოს ავთვისებიანი სიმსივნეები;

* ლიპიდური ცვლის დარღვევა;

* უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა საშოდან;

* ორსულობით გამოწვეული სიყვითლე.

ორსულობა და ლაქტაცია:

ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული პრეპარატის აქტიური ნივთიერებები გადადის დედის რძეში, რის გამოც ლაქტაციის პერიოდში რეგულონის მიღება რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

ჰეპატიტის გადატანის შემდეგ ორალური ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული პრეპარატების გამოყენება 6 თვის მანძილზე რეკომენდებული არ არის.

რეგულონის ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა ყოველ 6 თვეში საკონტროლო გინეკოლოგიური გამოკვლევების ჩატარება.

სხვა პრეპარატების მიღება (მაგ. ანტიბიოტიკები, ანტიკოაგულანტები, ანტიდეპრესანტები, ანტიდიაბეტური საშუალებები) შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი კონსულტაციის შემდეგ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

Facebook კომენტარები