საერთაშორისო დასახელება:

NANDROLONE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER,უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ნანდროლონი დეკანოატი

კლინიკურ – ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანაბოლური სტეროიდი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ზეთოვანი საინექციო ხსნარი: ამპულაში 1 მლ შეფუთვაში 1 ც.

1 მლ

ნანდროლონი დეკანოატი ………      50 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რეტაბოლილი წარმოადგენს პროლონგირებული მოქმედების სინთეზურ ანაბოლურ სტეროიდს (დეპო პრეპარატი). იგი ხელს უწყობს ცილების სინთეზის პროცესს და აფერხებს ორგანიზმიდან აზოტის, კალციუმის, ნატრიუმის, კალიუმის, ქლორიდების და ფოსფატების გამოყოფას, რაც იწვევს სხეულის და კუნთოვანი მასის მომატებას, კალციუმის ძვლებში ფიქსაციას და ძვლების ზრდის პროცესების გაძლიერებას, აგრეთვე ამცირებს ორგანიზმიდან წყლის გამოყოფის პროცესს.

ჩვენებები:

  • დაავადებები, რომელთა დროსაც აუცილებელია ანაბოლური პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება: კახექსია სხვადასხვა ეტიოლოგიის, ასთენია, ოსტეოპოროზი, რეგენერაციის პროცესების დასაჩქარებლად (მოტეხილობები, ტრავმები), ცილოვანი ცვლის მოშლა, ტრავმების, დამწვრობის, ოპერაციის, სხივური თერაპიის დროს, რეკონვალესცენციის პერიოდში ცილების დაკარგვით მიმდინარე მძიმე ინფექციური დაავადებების შემთხვევაში;
  • დიაბეტური რეტინოპათია, ნეიროპათია;
  • კუნთების პროგრესირებადი დისტროფია: ინფანტილური პროგრესირებადი სპინალური ატროფია (ვერდინგ-ჰოფმანის სინდრომი), აგრეთვე სარძევე ჯირკვლის კიბო (დისემინირებული).

მიღების წესები და დოზირება:

რეტაბოლილი ინიშნება კუნთებში ინექციის სახით. მოზრდილებში – 25-50 მგ ყოველ 3 ან 4 კვირაში ერთხელ. თირკმელების ფუნქციის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში 50 მგ კვირაში ერთხელ.

ბავშვებში, როგორც წესი, ინიშნება 0.4 მგ/კგ წონაზე კუნთებში ყოველ 3-4 კვირაში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები:

  • გვერდითი მოვლენები გამოწვეულია პრეპარატის ანდროგენული ან ანაბოლური აქტივობით. პუბერტულ პერიოდში რეტაბოლილის მაღალი და განმეორებითი დოზების გამოყენება იწვევს ნაადრევ გაძვალებას და ზრდის პროცესის შეფერხებას.
  • ქალებში შესაძლებელია ვირილიზაციის სიმპტომები, საკვერცხეების ფუნქციის დათრგუნვა, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ლიბიდოს გაძლიერება.
  • ღვიძლის დადებითი ფუნქციური სინჯები.

უკუჩვენებები:

* წინამდებარე ჯირკვლის კიბო;

* მწვავე და ქრონიკული პროსტატიტი;

* ჰეპატიტი;

* ღვიძლის მწვავე დისტროფია;

* სარძევე ჯირკვლის კიბო მამაკაცებში;

* ნეფროზი და ნეფრიტის ნეფროზული ფაზა;

ორსულობა და ლაქტაცია:

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის დროს პაციენტმა საჭიროა საკვებთან ერთად მიიღოს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების ადექვატური რაოდენობა. შესაძლებელია შემცირდეს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში მოთხოვნილება ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მიმართ.

სიცივეში შესაძლებელია რეტაბოლილის ხსნარის გამუქება. ამ შემთხვევაში გამოყენების წინ აუცილებელია პრეპარატის ამპულის შეთბობა კრისტალების სრულ გახსნამდე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:  4 წელი.

Facebook კომენტარები