საერთაშორისო დასახელება: INOSINE


მწარმოებელი:
OLAINFARMA, ლატვია


მოქმედი ნივთიერება:
ინოზინი


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
:
მეტაბოლური საშუალება; გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალება.


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 და 50 ც.

1 ტაბ.

ინოზინი …….      200 მგ


ფარმაკოლოგიური
თვისებები:

რიბოქსინი წარმოადგენს მიოკარდიუმის მეტაბოლიზმის სტიმულატორს ანაბოლური მოქმედებით, რომელიც აღწევს უჯრედის გარსში და ზრდის მიოკარდიუმის ენერგეტიკულ ბალანსს. რიბოქსინი ხელს უწყობს გლუკოზის ცვლის პროცესს მეტაბოლური ჰიპოქსიის პირობებში ატფ-ის უკმარისობის შემთხვევაში. პრეპარატი ზრდის პიროყურძნის მჟავას დაჟანგვის ციკლის რიგი ფერმენტების აქტივობას, ასტიმულირებს ნუკლეოტიდების სინთეზს, იგი ახდენს დადებით ზემოქმედებას მიოკარდიუმის ცვლის პროცესებზე, აგრეთვე აუმჯობესებს კორონალურ სისხლმიმოქცევას.


ჩვენებ
ები:

  • გულის იშემიური დაავადების კომპლექსური თერაპია, ქრონიკული კორონალური უკმარისობა და გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი;
  • საგულე გლიკოზიდების გამოყენებით გამოწვეული გულის რითმის დარღვევა, სტენოკარდია, მიოკარდიტი, მიოკარდიოდისტროფია და გულის რევმატიული დაავადებები;

ღვიძლის დაავადებები:

  • მწვავე ჰეპატიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია (მათ შორის, რომელიც გამოწვეულია ალკოჰოლით ან სამკურნალო საშუალებებით).
  • რიბოქსინი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას რადიაქტიური დასხივებით გამოწვეული ლეიკოპენიის პროფილაქტიკისათვის.


მიღების
წესი და დოზირება:

რიბოქსინი ჩვეულებრივ ინიშნება პერორალურად ჭამამდე. დღეღამური დოზა შეადგენს 600 მგ-დან 2400 მგ-ს.

საწყისი დღეღამური დოზა შეადგენს 600-800 მგ-ს (1 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში). პრეპარატის კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზას ზრდიან 2-3 დღის განმავლობაში 2400 მგ-მდე დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 4 კვირიდან 1,5-3 თვემდე. თუ მორიგი დოზა გამოტოვებულ იქნა, პრეპარატის მიღებას აგრძელებენ ადრე დანიშნული დოზით.

გამოყენება პედიატრიაში:

მოზარდებში პრეპარატი ინიშნება 200-400 მგ 3-4-ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 1-3 თვეს.


უკუჩვენებები:

* რიბოქსინის ან მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.


გვერდითი
მოვლენები:

კარდიალური დარღვევები: ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, რასაც შეიძლება თან ახლდეს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ოფლიანობა. იმუნური სისტემის, კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ალერგიული/ანაფილაქსური რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, ქავილი, კანის ჰიპერემია, ჭინჭრის გამონაყარი, ანაფილაქსური შოკი.
ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის მხრივ: ჰიპერურიკემია, პოდაგრას გამწვავება (მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენებისას).

იმ გვერდითი მოვლენების გამოვლენისას, რომლებიც ინსტრუქციაში არ არის მითითებული, აუცილებელია მკურნალი ექიმის ინფორმირება.


სიფრთხილეა
საჭირო: პოდაგრით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება. იშვიათად აღინიშნება სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება, რიბოქსინის ხანგრძლივად და დიდი დოზით  გამოყენებისას მოსალოდნელია პოდაგრის გამწვავება.


ორსულობისა
და ლაქტაციის პერიოდი:

აბსოლუტური წინააღმდეგჩვენება არ არის ცნობილი.


ურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

რიბოქსინისა და სხვა ანაბოლური სამკურნალო საშუალებების კომბინაცია დასაშვებია. რიბოქსინი ამცირებს საგულე გლიკოზიდების ტოქსიკურობას.

ალკოჰოლისა და რიბოქსინის ერთდროული გამოყენებისას ამ უკანასკნელის მოქმედების ეფექტი ქვეითდება და შესაძლებელია გულის მუშაობის დარღვევა.

რიბოქსინით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის გამოყენება არ არის ნებადართული..


ჭარბი
დოზირება:

არ აღინიშნება.


სატრანსპორტო
საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება:

არ აღინიშნება.


ვარგისიანობის
ვადა:

მითითებულია შეფუთვაზე. მასზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.


შენახვის
პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას

Facebook კომენტარები