საერთაშორისო დასახელება:

ETHYNILESTRADIOL; LEVONORGESTREL

მწარმოებელი: GEDEON RICHTER, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ეთინილესტრადიოლ+ლევონორგესტრელი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 21 და 3X21 ც.

1 ტაბ.

ეთინილესტრადიოლი ………         30 მკგ

ლევონორგესტრელი  ……………..  150 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რიგევიდონი წარმოადგენს ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ესტოგენულ და გესტაგენურ საშუალებას. უკუკავშირის მექანიზმით გონადოტროპული ჰორმონების პროდუქციის დათრგუნვით იგი იწვევს ოვულაციის  დათრგუნვას და ხელს უშლის განაყოფიერების პროცესს. ამასთანავე ზრდის ცერვიკალური ლორწოს სიბლანტეს, რის გამოც ფერხდება სპერმატოზოიდების მოძრაობა.

რიგევიდონის მიღება ხორციელდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე ქალებში რეკომენდებულია გულდასმით საერთო სამედიცინო და გინეკოლოგიური გამოკვლევების ჩატარება (არტერიული წნევის კონტროლი, სისხლში შაქრის რაოდენობის განსაზღვრა, ანამნეზის შეკრება, საშვილოსნოდან აღებული ნაცხის ციტოლოგიური ანალიზის ჩათვლით).

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის მიღება იწყება მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს 1 შაქრიანი შემოგარსული ტაბლეტის 21 დღის განმავლობაში ყოველდღიური გამოყენებით ერთსა და იმავე დროს. შემდგომში საჭიროა 7 დღიანი შესვენება. აღნიშნული შესვენების დროს იწყება მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა. 7 დღიანი შესვენების შემდეგ, მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის ან მისი შემდგომი გაგრძელების მიუხედავად საჭიროა მე-8 დღიდან შაქრიანი შემოგარსული ტაბლეტების მიღების გაგრძელება მეორე შეფუთვიდან.

პრეპარატის მიღება წარმოებს კონტრაცეპციისათვის საჭირო პერიოდის განმავლობაში.

რიგევიდონის ტაბლეტის მიღების დავიწყების შემთხვევაში, საჭიროა მისი მიღება არა უგვიანეს 12 სთ-ის განმავლობაში. 36 სთ-ზე მეტი ხნის განმავლობაში პრეპარატის მიღების დაგვიანების შემთხვევაში, კონტრაცეპცია აღნიშნული ციკლის დროს სუსტდება. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა არაჰორმონული მეთოდების გამოყენება (კალენდარული და ტემპერატურული მეთოდების გამოკლებით). ტაბლეტის მიღების გაგრძელება საჭიროა დაწყებული შეფუთვიდან ერთსა და იმავე დროს, დავიწყებული ტაბლეტის გამოტოვებით.

ღებინების და დიარეის შემთხვევაში, პრეპარატთან ერთად აუცილებელია ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა არაჰორმონული მეთოდების გამოყენება.

მკურნალობის პერიოდში მენსტრუაციებს შორის სისხლდენის დროს საჭიროა პრეპარატის მიღების გაგრძელება, ვინაიდან სისხლდენა მალე ქრება. ძლიერი სისხლდენის დროს, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

ერთეულ შემთხვევებში, როდესაც ტაბლეტების რეგულარული მიღებიდან მომდევნო 7 დღიანი შესვენების შემდეგ არ არის მენსტრუაცია, საჭიროა ტაბლეტის მიღების შეწყვეტა.

მშობიარობის შემდეგ პრეპარატის მიღება რეკომენდებულია არაუგვიანეს პირველივე დღეს მეორე მენსტრუაციის დაწყებიდან. არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება ხდება პირველი მენსტრუაციის პირველსავე დღეს, თუმცა პირველი ორი კვირის განმავლობაში აუცილებელია მისი კომბინაცია სხვა არაჰორმონულ მეთოდებთან.

აბორტის შემდეგ ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღება რეკომენდებულია მაშინვე ან ოპერაციის მეორე დღიდან.

გვერდითი მოვლენები:

– ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორც წესი, ხასიათდებიან კარგი ამტანობით. იშვიათად შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, დაძაბულობა, სარძევე ჯირკვლების გამკვრივება, სხეულის წონის ცვლილება, ხასიათის დათრგუნვა, დისკომფორტის შეგრძნება კონტაქტური ლინზების გამოყენების დროს, მენსტრუაციებს შორის სისხლდენა, რომელიც არ საჭიროებს პრეპარატის შეცვლას და თავისით ქრება.

– პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტებში შესაძლებელია სახეზე პიგმენტური ლაქების წარმოქმნა, არტერიული წნევის მომატება, სისხლში შაქრის შემცველობის მომატება, კანზე გამონაყარი, თრომბოემბოლური დაავადებები, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის  დაავადებები, გადაღლილობა, დიარეა. რიგევიდონის ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა ყოველ 6 თვეში ერთხელ საკონტროლო გინეკოლოგიური გამოკვლევების ჩატარება. ჰეპატიტის გადატანის შემდეგ ჩასახვის საწინააღმდეგო პერორალური ჰორმონული პრეპარატების გამოყენება 6 თვის მანძილზე რეკომენდებული არ არის.

– ზოგიერთ ქალში, ჰორმონული კონტრაცეპტივების გამოყენების დროს იზრდება თრომბოემბოლიების მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის განვითარების რისკი. აღნიშნული რისკი ძლიერდება ასაკთან ერთად (30 წლის ზემოთ), განსაკუთრებით კი თამბაქოს მწეველებში. ამიტომ ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების დროს აღნიშნული ასაკის ქალებს ეკრძალებათ თამბაქოს მოწევა.

უკუჩვენებები:

* ორსულობა, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები, ლიპიდური ცვლის დარღვევა, ჰიპერტონია, სისხლძარღვების დაზიანებით მიმდინარე მძიმე შაქრიანი დიაბეტი, უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა საშოდან, ორსულობით გამოწვეული სიყვითლე ან ჰერპესი, გულის მძიმე დაავადებები, ნაღვლის ბუშტის დაავადებები, თრომბოემბოლიები, აგრეთვე მსგავსი დაავადებების მიმართ მიდრეკილება, ღვიძლის სიმსივნეები, სარძევე ჯირკვლის ან საშვილოსნოს ავთვისებიანი სიმსივნეები.

* პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ შაქრიანი დიაბეტით, არტერიული ჰიპერტონიით, ვენების ანთებით, ვენების ვარიკოზული გაგანიერებით, ეპილეფსიით, ქორეით და საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნეებით შეპყრობილ პაციენტებს.

* ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული პრეპარატის ზემოქმედებით გამოწვეული რძის გამოყოფის შემცირების გამო ლაქტაციის პერიოდში რიგევიდონის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციით.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის მიზეზები:

  • ორსულობა;
  • შაკიკის მსგავსი ან ძლიერი ხასიათის თავის ტკივილები;
  • მხედველობის და სმენის დარღვევა;
  • კიდურებში ძლიერი ხასიათის ტკივილები;
  • ტკივილის შეგრძნება მკერდის ძვლის არეში.;
  • სიყვითლე და ქავილი, რომელიც მთელ სხეულზე ვრცელდება;
  • არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატება;
  • ეპილეფსიური კრუნჩხვები.

პრეპარატის გამოყენებისას იშვიათად აღინიშნება კეთილთვისებიანი, ან უფრო იშვიათად – ავთვისებიანი ცვლილებები ღვიძლში, რომელიც ერთეულ შემთხვევებში იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ სისხლჩაქცევებს მუცლის ღრუში. ამიტომ მუცლის ზედა ნაწილი ძლიერი ხასიათის ტკივილების შემთხვევაში, რომლებიც ხანმოკლე დროის განმავლობაში დამოუკიდებლად არ ქრება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა პრეპარატების მიღება (მაგ. ანტიბიოტიკები, ანტიკოაგულანტები, ანტიდეპრესანტები, ანტიდიაბეტური საშუალებები) შესაძლებელია მხოლოდ სარგებლიანობისა და პოტენციური რისკის შეფასების შემდეგ.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  4 წელი.

Facebook კომენტარები