საერთაშორისო დასახელება:

CARBINOXAMINE; PHENYLEPHRINE

მწარმოებელი: HEINRICH MACK NACHF, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: კარბინოქსამინი+ფენილეფრინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიალერგიული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 10 ც.

1 კაფს.

კარბინოქსამინი …………..    4 მგ

ფენილეფრინი …………….   20 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კომბინირებული პრეპარატი. ანტიჰისტამინური, ადგილობრივი ანთებისსაწინააღმდეგო და ვაზოკონსტრიქტორული მოქმედების. ამცირებს ადგილობრივი ექსუდატიურობის გამოვლინებას, ამცირებს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის კაპილარების გამავლობას. ფენილეფრინი იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას და ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპების შემცირებას. იცავს რინიტის, თვალების წვის, თავში სიმძიმის შეგრძნების განვითარებისაგან 10–12 სთ–ით.

ჩვენებები:

  • მწვავე რინიტი (ვაზომოტორული, ალერგიული, ინფექციურ–ანთებითი);
  • სინუსიტი;
  • თივის ცხელება.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა;

* არტერიული ჰიპერტენზია;

* თირეოტოქსიკოზი;

* ფეოქრომოციტომა;

* დახურულკუთხოვანი გალაუკომა;

* წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია;

* ორსულობა, ლაქტაცია.

გვერდითი მოქმედება:

პირის სიმშრალე, მადის დაქვეითება, დისპეფსია, მხედველობის დარღვევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, შფოთი, დამუხრუჭება, გულისცემის გაძლიერება, კარდიალგია, არტერიული წნევის მომატება, პერიფერიული სისხლის სურათის ცვლილება, კანის ალერგიული რეაქციები.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ბავშვებში და ხანდაზმულებში ცნს–ის აგზნება.

ურთიერთქმედება:

შეუთავსებელია მაო–ს ინჰიბიტორებთან; ადრენომიმეტური მოქმედება ძლიერდება გუანეტიდინის და იზობარინის ფონზე. ჰალოტანი აძლიერებს არითმიის განვითარების რისკს.

Facebook კომენტარები