საერთაშორისო დასახელება:

RISPERIDONE

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფსიქოტროპული საშუალებები; ნეიროლეფსიური (ანტიფსიქოზური) საშუალებები

მწარმოებელი: სალუტას ფარმა გმბჰ, გერმანია.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

აქტიური ნივთიერება: რისპერიდონი
დამხმარე საშუალებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო კაჟბადის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 4000, ტიტანის დიოქსიდი (E171), საღებარი ნივთიერებები: რისპოლუქსი 2 მგ: რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), რკინის ოქსიდსი წითელი (E172); რისპოლუქსი 3 მგ: ქინოლინის ყვითელი (E104); რისპოლუქსი 4მგ: ქინოლინის ყვითელი (E104), ინდიგოტინი (E132);

ჩვენებები:

რისპერიდონი წარმოადგენს ატიპურ ნეიროლეპტიკს, რომელიც განკუთვნილია რიგი ფსიქიკური მოშლილობების სამკურნალოდ.

რისპოლუქსი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

– ისეთი დაავადებების მკურნალობისას (ხანმოკლე გამწვავებების ჩათვლით), რომლებსაც თან ახლავს ფსიქიკური სიმპტომები, როგორიცაა სმენითი, მხედველობითი და სენსორული ჰალუცინაციები, უჩვეულო ეჭვიანობა, აგრეთვე რეალობიდან ემოციური და სოციალური მოწყვეტა; პრეპარატი აგრეთვე გამოიყენება შემდგომი მკურნალობისათვის აღნიშნული დაავადების წარმოშობის პროფილაქტიკის მიზნით სტაბილური კლინიკური მდგომარეობის მქონე პაციენტებში;

– ისეთი მდგომარეობების მკურნალობისას, რომლის დროსაც სახეზეა უკიდურესი ეიფორია, უჩვეულო ენერგიის შეგრძნება, ნაკლები მოთხოვნილება ძილზე, სწრაფი მეტყველება ერთი აზრიდან მეორე გადასვლით და ზოგჯერ გამოხატული გაღიზიანება.

მიღების წესები და დოზები:

პრეპარატის დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი. აუცილებელია დოზირების შესახებ ექიმის მითითებების შესრულება და ტაბლეტების რეგულარულად მიღება.

თუ ექიმი არ დანიშნავს განსხვავებულ დოზირებას, გამოიყენება შემდეგი რეკომენდაციები დოზირების შესახებ:

ისეთი დაავადებების მკურნალობისას (ხანმოკლე გამწვავებების ჩათვლით), რომლის დროსაც ვლინდება ფსიქიკური სიმპტომები, როგორიცაა სმენითი, მხედველობითი და სენსორული ჰალუცინაციები, უჩვეულო ეჭვიანობა, აგრეთვე რეალობიდან ემოციური და სოციალური მოწყვეტა

მოზრდილები

სადღეღამისო დოზის მიღება შეიძლება დღეში ერთ ან ორ მიღებაზე.

მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზით და შემდეგ გაიზარდოს შესაბამის დოზამდე. ექიმი განსაზღვრავს დოზის მომატების სიხშირეს და რაოდენობას.

დღეში საწყისი 2 მგ-ს მიღების შემდეგ ოპტიმალური შემანარჩუნებელი დოზა პაციენტების უმრავლესობისათვის შეადგენს 4-6 მგ-ს დღე-ღამეში. ზოგიერთ პაციენტში შეიძლება საჭირო იყოს უფრო დაბალი საწყისი და შემანარჩუნებელი დოზის გამოყენება.

ხანდაზმულები

ხანდაზმულებისათვის რეკომენდებულია უფრო დაბალი დოზა. ტიტრირების შემდეგ მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს დღე-ღამეში 4 მგ რისპერიდონს.

ისეთი მდგომარეობების მკურნალობისას, რომლის დროსაც სახეზეა უკიდურესი ეიფორია, უჩვეულო ენერგიის შეგრძნება, ნაკლები მოთხოვნილება ძილზე, სწრაფი მეტყველება ერთი აზრიდან მეორე გადასვლით და ზოგჯერ გამოხატული გაღიზიანება.

პაციენტთა ამ ჯგუფში რეკომენდებულია საწყისი დოზა 2 მგ რისპერიდონი დღე-ღამეში ერთჯერ. აუცილებლობის შემთხვევაში, წინა დოზის მიღებიდან 24 საათის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს 1 მგ-თ. დოზის რეკომენდებული დიაპაზონი შეადგენს დღე-ღამეში 3-4 მგ რისპერიდონს.

თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები:

ჩვენების მიუხედავად, პაციენტთა ამ ჯგუფში საწყისი და შემდგომი დოზა ორჯერ უნდა შემცირდეს და მოხდეს დოზის ტიტრირება მაქსიმალურ დოზირებამდე უფრო ნელ-ნელა. ამ პაციენტებში რისპერიდონი სიფრთხილით გამოიყენება.

გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევების მქონე პაციენტები:

მნიშვნელოვანია, რომ დოზის მომატება მოხდეს სიფრთხილით, განსაკუთრებით პაციენტთა ამ ჯგუფში. თუ აღინიშნება არტერიული წნევის დაწევა, გათვალისწინებული უნდა იყოს დოზის შემცირება (იხ. აგრეთვე ნაწილი 2).

მიღების წესი:

მიიღება შიგნით.

შემოგარსული ტაბლეტების მიღება ხდება სითხის მიყოლებით. ტაბლეტები მიიღება საკვების მიღების მიუხედავად.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი ეფექტების შეფასება ხდება მათი გამოვლენის სიხშირის შესახებ არსებული შემდეგი ინფორმაციის საფუძველზე:

ძალიან ხშირი:10-დან 1-ზე მეტ პაციენტში
ხშირი10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1–ზე მეტ პაციენტში
ნაკლებად ხშირი100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1–ზე მეტ პაციენტში
იშვიათი1000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან 1–ზე მეტ პაციენტში
ძალიან იშვიათი10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

ნერვული სისტემა და ფსიქიკა:

ხშირი:

თავის ტკივილი, უძილობა, აგზნება, შფოთი, დაღლილობა;

დაღლილობა, რომელიც არის ზომიერი ხასიათის და გარდამავალი, უფრო ხშირად აღინიშნება ბავშვებსა და მოზარდებში, ვიდრე მოზრდილებში.

ნაკლებად ხშირი:

ექსტრაპირამიდული სიმპტომები (იხ. ქვემოთ)

იშვიათი:

ძილიანობა, მოდუნება, ყურადღების კონცენტრაციის უნარის მოშლა

ძალიან იშვიათი:

ავთვიასებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი (იხ. ქვემოთ), კრუნჩხვითი შეტევები, პანიკური რეაქციები

ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს რითმული მოძრაობები, განსაკუთრებით სახისა და ენის (“მოგვიანებითი დისკინეზია”). ასეთ შემთხვევებში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია

დარღვევები მხედველობის მხრივ:

იშვიათი:

მხედველობის დაქვეითება;

სასუნთქი სისტემა;

იშვიათი:

ცხვირის გაჭედვა;

გულსისხლძარღვთა სისტემა:

ნაკლებად ხშირი:

დაბალი არტერიული წნევა თავბრუსხვევითა და გახშირებული გულის რითმით, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და მწოლიერე მდგომარეობიდან წამოდგომისას; ასევე შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება.

კუჭნაწლავის ტრაქტი:

იშვიათი:

ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის მხრივ (ყაბზობა, საჭმლის მონელების მოშლა, გულისრევა, პირღებინება, ტკივილი მუცლის არეში).

საშარდე გზები/სასქესო ორგანოები:

იშვიათი:

მამაკაცის სასქესო ორგანოს ხანგრძლივი ერექცია, ერექციის დარღვევა, ეაკულაციის დარღვევა, ორგაზმის მოშლა, უნებლიე შარდვა;

ენდოკრინული სისტემა:

რისპერიდონმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში პროლაქტინის დონეების მომატება, განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას და შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ნაკლებად ხშირი:

მენსტრუალური ციკლის დარღვევა თვიურის არარსებობით (ამენორეა), რძის გამოყოფა სარძევე ჯირკვლებით.

იშვიათი:

სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში.

ვინაიდან გამორიცხული არ არის სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარება, რასაც ხელს უწყობს პროლაქტინი, რისკის ფაქტორების მქონე ქალებში რისპოლუქსი გამოიყენება მხოლოდ დიდი სიფრთხილით.

ჩონჩხკუნთოვანი სისტემა:

ძალიან იშვიათი:

კუნთების სისუსტე.

დარღვევები კანის მხრივ:

იშვიათი:

კანის გაწითლება ან სხვა ალერგიული რეაქციები.

ძალიან იშვიათი:

ქავილი, კანზე გამონაყარი, ფოტომგრძნობელობა

მეტაბოლიზმისა და კვების მოშლა:

ძალიან იშვიათი:

სისხლში შაქრის დონის მომატება და უკვე არსებული შაქრიანი დიაბეტის გამწვავება, აგრეთვე წყლის ბალანსის დარღვევა სითხის ჭარბი მოხმარების შედეგად. გამოხატული წყურვილის ან მომატებული შარდვის განვითარებისას, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

დარღვევები სისხლისა და ლიმფატური სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათი:

სისხლში ლეიკოციტების და/ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

ზოგადი დარღვევები

იშვიათი:

სისუსტე.

ძალიან იშვიათი:

სხეულის ტემპერატურის რეგულაციის მოშლა.

გარდა ამისა, რისპერიდონით მკურნალობისას აღინიშნა წონის მომატება, ორგანიზმში წყლის დაგროვება და ღვიძლის მაჩვენებლების მომატება.

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა:

დემენციით დაავადებულ ხანდაზმულებში რისპერიდონით მკურნალობისას აღინიშნება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა ინსულტის ჩათვლით (რამაც შეიძლება სიკვდილის კი გამოიწვიოს) და გარდამავალი ჰიპოპერფუზია.

ექსტრაპირამიდული სიმპტომები:

რისპერიდონით მკურნალობისას ზოგჯერ ვლინდება ეგრეთ წოდებული “ექსტრაპირამიდული სიმპტომები”. შეიძლება აღინიშნოს სხეულის უნებლიე მოძრაობები, კანკალი, კუნთების შებოჭილობა, მომატებული ნერწყვდენა, მოძრაობის შეფერხება ან უმოძრაობა, უმოძრაოდ ჯდომის უუნარობა. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ზომიერი ხასიათისაა და შექცევადი დოზის შემცირების შემდეგ და/ან პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობისას.

გვერდითი ეფექტები ხშირად აღინიშნება იმ პაციენტებში, რომლებიც რისპერიდონით მკურნალობენ ისეთი მდგომარეობების გამო, როგორიცაა უკიდურესი ეიფორია, უჩვეულო ენერგიის შეგრძნება, ძილზე მოთხოვნილების შემცირება, სწრაფი მეტყველება სწრაფად ცვლადი აზრებით და ზოგჯერ მომატებული მგრძნობელობა.

ზემოთ აღნიშნული ეფექტების გამოვლენისას, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს შემდგომი მოქმედებების შესახებ (მაგ. დოზის შემცირება ან რისპერიდონით მკურნალობის შეწყვეტა).

ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი:

ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს ციების, კუნთების დაჭიმვა, სუნთქვის გახშირების, გულის რითმის აჩქარების, გამოხატული ოფლიანობის, ცნობიერების დათრგუნვის სიცოცხლისათვის საშიში კომბინაცია; შესაძლოა აგრეთვე სხეულის ნორმალური ტემპერატურით. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

სერიოზული ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, რომლებიც აღწერილი არ არის მოცემულ ინსტრუქციაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენება:

პრეპარატი არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში:

* რისპერიდონის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას;

* პროლაქტინის მომატებული დონეებისას, როდესაც ეს არ არის გამოწვეული პრეპარატებით.

პრეპარატის მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო:

პრეპარატის მიღებამდე, ექიმს უნდა ეცნობოს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადების არსებობის შესახებ:

* თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქციის მოშლა;

* პარკინსონის დაავადება;

* ჭკუასუსტობის რომელიმე ფორმა (ლევი-ბოდის დემენცია);

* კრუნჩხვითი დარღვევები (ეპილეფსია);

* ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეები (სიმსივნეები, რომლებიც დამოკიდებულია პროლაქტინზე);

* მძიმე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;

* სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილებები;

* შაქრიანი დიაბეტი ან შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკის ფაქტორების არსებობა.

რისპერიდონით მკურნალობისას (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში) შეიძლება აღინიშნოს დაბალი არტერიული წნევა. რისპერიდონი დიდი სიფრთხილით მიიღება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (მაგ. გულის ზოგიერთი მემკვიდრეობითი დაავადება, პულსის მნიშვნელოვნად შემცირება, გულის უკმარისობა, გულის შეტევა, გამტარობის მოშლა, ორგანიზმში წყლის შემცველობის შემცირება, სისხლის შემცველობის შემცირება ან თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების დაავადება), სისხლში კალიუმისა და მაგნიუმის დადასტურებული დეფიციტით, აგრეთვე ერთდროულად ისეთი პრეპარატების გამოყენებისას, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ არითმია.

 

 

ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. რისპერიდონით ხანგრძლივი მკურნალობისას შეიძლება აღინიშნოს უნებლიე მოძრაობები, უპირატესად სახის არეში (მოგვიანებითი დისკინეზია). ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, ვინაიდან საჭიროების შემთხვევაში, დოზა უნდა შემცირდეს ან რისპერიდონის მიღება უნდა შეწყდეს.

ანტიფსიქოტური საშუალებების მიღებასთან არის დაკავშირებული ციების, კუნთების დაჭიმვის, სუნთქვის გახშირების, გამოხატული ოფლიანობისა და ცნობიერების მოშლის (ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი) განვითარება. ამგვარი ნიშნების გამოვლენისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, ვინაიდან საჭიროების შემთხვევაში, რისპერიდონის მიღება უნდა შეწყდეს.

ბავშვები და მოზარდები:

ბავშვებსა და მოზარდებში რისპერიდონის ეფექტიანობისა და ამტანობის შესახებ სრულყოფილი გამოკვლევები არ ჩატარებულა, გარდა ჩვენებისა “დაქვეითებული ინტელექტისას ქცევის მოშლა”. ამიტომ, რისპოლუქსი ბავშვებსა და მოზარდებში 15 წლამდე რისპოლუქსი მიიღება მხოლოდ სარგებლისა და რისკის შეფასების შემდეგ.

ხანდაზმულები:

დემენციით დაავადებულ ხანდაზმულებში უფრო მაღალია თავის ტვინის პერფუზიური დარღვევების რისკი, მათ შორის, ინსულტისა და გარდამავალი ჰიპოპერფუზიის. პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ისეთი ფაქტორების არსებობის შესახებ, რომლებიც ხელს უწყობენ ინსულტის განვითარებას, როგორიცაა მომატებული არტერიული წნევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ან თავის ტვინის სისხლით მომარაგების მოშლა, რათა ექიმმა შეძლოს დემენციის დროს რისპერიდონის დანიშვნის სარგებლისა და რისკის შეფასება. თუ აღინიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა უეცარი სისუსტე, სახის, ხელების ან ფეხების დაბუჟება მხოლოდ ერთ მხარეს ან მეტყველების მოშლა, აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან კონსულტაცია.

პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ისეთი პრეპარატების მიღების შესახებ, რომლებიც შეიცავენ ფუროსემიდს. ფუროსემიდი გამოიყენება ორგანიზმში სითხის შეკავების შედეგად განვითარებული მომატებული არტერიული წნევისა და შეშუპებების სამკურნალოდ. დემენციით დაავადებული ხანდაზმული პაციენტების გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ მკურნალობა რისპერიდონით ფუროსემიდის შემცველ პრეპარატებთან კომბინაციაში საზიანოა ჯანმრთელობისათვის.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება ძალიან მცირეა. თუმცა, არსებული მონაცემებით, რისპერიდონი არ იწვევს გვერდითი ეფექტების განვითარებას ორსულობაზე, ნაყოფისა და ახალშობილის ჯანმრთელობაზე. რისპოლუქსის გამოყენება ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ამ პრეპარატის დანიშვნას, დედისა და ბავშვისათვის რისკის გათვალისწინებით, აუცილებლად მიიჩნევს.

თუ რისპერიდონით მკურნალობისას პაციენტი გეგმავს დაორსულებას ან ეჭვი აქვს ორსულობაზე, ამის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს, რომელიც განსაზღვრავს შემდგომი მკურნალობის აუცილებლობას, სხვა პრეპარატის გამოყენებას ან მკურნალობის შეწყვეტას.

რისპერიდონი აღწევს დედის რძეში. თუ ექიმი საჭიროდ მიიჩნევს რისპოლუქსით მკურნალობის გაგრძელებას ლაქტაციის პერიოდში, გათვალისწინებული უნდა იყოს ლაქტაციის შეწყვეტის შესაძლებლობა.

განსაკუთრებული მითითებები:

ინფორმაცია პრეპარატის დამხმარე საშუალებების შესახებ

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ტაბლეტების მიღებამდე მან ექიმს უნდა მიმართოს.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა:

სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს რეაგირების უნარზე ისე, რომ ადამიანს შეიძლება დაუქვეითდეს ავტომობილებისა და რთული მექანიზმების მართვის ან პოტენციურად საშიშ სიტუაციებში მუშაობის უნარი. აღინიშნული რისკი იზრდება პრეპარატთან ერთად ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზის ან ინტოქსიკაციის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

ზედოზირება შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის მომატებული სასურველი და არასასურველი ეფექტებით (ძილიანობა, დაღლილობა, გულის რითმის აჩქარება, არტერიული წნევის დაწევა, უნებლიე მოძრაობები).

პრეპარატის დოზის გამოტოვება

პრეპარატის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს შემდეგი დოზის მიღების დროს. გამოტოვებული დოზის კომპენსირება ორმაგი დოზის მიღებით არ შეიძლება.

მკურნალობის შეწყვეტა:

მკურნალობის შეწყვეტა შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც იგი წარსულში იღებდა ან ამჟამად იღებს.

ზოგადად, შეიძლება აღინიშნოს ურთიერთქმედება ყველა ისეთ მოქმედ ნივთიერებასთან, რომლებიც გავლენას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, როგორიცაა რიგი ტრანკვილიზატორები და საძილე საშუალებები, ძლიერი ანალგეტიკები, გარკვეული ანტიალერგიული სამკურნალო საშუალებები, ანტიდეპრესანტები და ალკოჰოლი.

პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ რისპერიდონზე:

დეპრესიის საწინააღმდეგო რიგი საშუალებები (ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი) აძლიერებენ რისპოლუქსის ეფექტს.

ეპილეფსიის საწინააღმდეგო რიგი საშუალებები (მაგ. კარბამაზეპინი) ასუსტებენ რისპოლუქსის ეფექტს. რისპერიდონის ზემოქმედება სხვა პრეპარატების მოქმედებაზე: რისპერიდონმა შეიძლება გამოიწვიოს მომატებული არტერიული წნევის დამწევი რიგი საშუალებების ეფექტის გაძლიერება.

რისპერიდონმა შეიძლება გამოიწვიოს პარკინსონის დაავადებისას (მაგ. ლევოდოპა) გამოყენებული რიგი საშუალებების ეფექტის შესუსტება.

ციმეტიდინი და რანიტიდინი – ამ ორმა ნივთიერებამ, რომლებიც აქვეითებენ კუჭის წვენის მჟავიანობას, შეიძლება გამოიწვიონ სისხლში რისპერიდონის კონცენტრაციის რამდენადმე მომატება; თუმცა, რისპერიდონზე მოქმედება ნაკლებსავარაუდოა.

ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი), გალანტამინი და დონეპეზილი (დემენციის სამკურნალო სუბსტანცია) და ამიტრიპტრილინი (დეპრესიის სამკურნალო საშუალება) არავითარ გავლენას არ ახდენენ რისპოლუქსის მოქმედებაზე. რისპერიდონი გავლენას არ ახდენს მანიების სამკურნალო ნივთიერებების ლითიუმის ან ვალპროატის, დიგოქსინის (გულის დაავადებების სამკურნალო საშუალება) ან ტოპირამატის (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კრუნჩხვითი შეტევების სამკურნალოდ ან მიგრენის პროფილაქტიკისათვის) ეფექტებზე. სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო ერთრდროულად ისეთი პრეპარატების დანიშვნისას, რომლებიც:

– ახანგრძლივებენ PQ ინტერვალს ეკგ-ზე, მაგ. არითმიის საწინააღმდეგო საშუალებები (IA ან III კლასის ანტიარითმიული საშუალებები), გარკვეული ანტიბიოტიკები (როგორიცაა ერითრომიცინი), ციზაპრიდი, მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები, ალერგიის სამკურნალო პრეპარატები, კუჭის/ნაწლავების წყლულების სამკურნალო საშუალებები (ანტიჰისტამინური პრეპარატები) ან ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო საშუალებები (ნეიროლეპტიკები);

– იწვევენ კალიუმის ან მაგნიუმის დეფიციტს (მაგ. ზოგიერთი საშარდე საშუალება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ჩამოთვლილ პრეპარატს, ამის თაობაზე უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, ვინაიდან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.

რისპოლუქსის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად:

რისპოლუქსით მკურნალობისას არ შეიძლება ალკოჰოლის მოხმარება, ვინაიდან ალკოჰოლმა შეიძლება შეცვალოს და გააძლიეროს რისპოლუქსის ეფექტი, რამაც შეიძლება დააქვეითოს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის შესაძლებლობა.

შენახვის პირობები და ვადები:

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი უნდა ინახებოდეს არაუმეტეს 250C – ზე.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი:

გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.

Facebook კომენტარები