საერთაშორისო დასახელება:

CASTOR OIL

მწარმოებელი: TBILISI PHARMACY FACTORY

მოქმედი ნივთიერება:

აბუსალათინის ზეთი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საფაღარათო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ზეთოვანი ხსნარი: ფლაკონში.

აბუსალათინის ზეთი სულფატირებული

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აბუსალათინის ზეთი მიეკუთვნება საფაღარათო საშუალებებს. გამოყენებისას ლიპაზას მიერ წვრილ ნაწლავში იხლიჩება რიცინოლის მჟავას წარმოქმნით, რაც იწვევს ნაწლავების რეცეპტორების გაღიზიანებას და რეფლექტორულად აძლიერებს მის პერისტალტიკას.

საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება პრეპარატის გამოყენებიდან 5-6 საათის შემდეგ. ნაწლავის დაცლის შემდეგ პერისტალტიკა დუნდება. პრეპარატის გამოყენებისას ასევე აღინიშნება საშვილოსნოს კუნთების რეფლექტორული შეკუმშვა.

ჩვენებები;

  • აბუსალათინის ზეთი ინიშნება სხვადასხვა წარმოშობის შეკრულობების, მოწამვლების (ცხიმში ხსნადი ნივთიერებებით ინტოქსიკაციის გარდა) დროს.

მიღების წესი და დოზირება:

საფაღარათო საშუალების სახით აბუსალათინის ზეთი გამოიყენება ძილის წინ. უფროსები ღებულობენ 15-30 გრ-ს;

1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები – 5 გრ (1 ჩაის კოვზი), 5-დან 10 წლამდე – 10 გრ (1 დესერტის კოვზი), 10 წელს ზემოთ – 15 გრ მიღებაზე.

ჭარბი დოზირების დროს შეიძლება განვითარდეს ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი.

ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს.

უკუჩვენებები:

პრეპარატი უკუნაჩვენებია ცხიმში ხსნადი ქიმიური ნაერთებით (ფოსფორი, ბენზოლი, ფენოლი და სხვ) და ასევე ანტიჰელმინტური ცხიმში ხსნადი საშუალებებით მოწამვლისას; მუცლის ღრუში მწვავე ანთებითი პროცესების დროს (აპენდიციტი, პერიტონიტის და სხვ.); კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, წყლულოვანი კოლიტის დროს, ორსულობის პერიოდში; ხანდაზმულ პაციენტებში; საშვილოსნოდან სისხლდენების დროს; კახექსიის დროს. პრეპარატი არ ენიშნება 1 წლამდე ასაკის ბავშვებს.

განსაკუთრებული მითითებანი:

აბუსალათინის ზეთით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

რაიმე სხვა სამკურნალო საშუალების მიღების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს რჩევისათვის პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის მიღებისას შეიძლება აღინიშნებოდეს გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ნაწლავის ატონია.

ვარგისიანობის ვადა:

პრეპარატის ვარგისიანობის ვადა – 5 წელი.

ნუ გამოიყენებთ აბუსალათინის ზეთს შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 8-15°C ტემპერატურის პირობებში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

რეცეპტის გარეშე.

Facebook კომენტარები