მწარმოებელი: AFLOFARM, Poland

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

იმუნომოდულატორები; ფიტოპრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფლაკონი 100მლ

შემადგენლობა1½ ჩაის კოვზი (7,5მლ)5 ჩაის კოვზი (25მლ)
ექინაცეას ექსტრაქტი0,90მ3მგ
რუტინი0,75მგ2,5მგ
შავი მოცხარის კონცენტრატი111,6მგ372მგ
ჟოლოს წვენი37,2მგ124მგ
ასკილის ექსტრაქტი7,44მგ24,8მგ


დამხმარე
ნივთიერებები: საქაროზა, დისტილირებული წყალი, ლიმონმჟავა (მჟავიანობის რეგულატორი), ჟოლოს არომატიზატორი, ქსანტინის ფისი (შემასქელებელი), ჟოლოს წვენი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მცენარეული იმუნოსტიმულატორი. პრეპარატის შემადგენლობაში არსებული კომპონენტები აძლიერებენ ორგანიზმის ბუნებრივ დაცვით ძალებს და წარმოადგენენ იმუნიტეტის სტიმულატორებს.

ჩვენებები:

  • გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების თანმხლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობები;
  • ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი.

მიღების წესები და დოზები:

3 წლამდე ბავშვებში: ½ ჩაის კოვზი (2,5 მლ) 3-ჯერ დღეში.

3 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში: 1 ჩაის კოვზი (5 მლ) 5-ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა: ყოველდღიური მიღებისას 10 დღე ან დღეგამოშვებით 20 დღე.

გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. არ არის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

უკუჩვენება;

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

* აუტოიმუნური დაავადებების მქონე პირებმა ექინაცეა უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება დახურულ მდგომარეობაში, 25ºC – ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

Facebook კომენტარები