მწარმოებელი: P. P. E. “GEMI”, პოლონეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატი ანტითრომბოლიზური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გარეგანი გამოყენებისთვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი: ტუბში 30 გ

100 გ

ცხენისწაბლას ექსტრაქტი

(1:1, ეთანოლი 60) ………..     5.0 გ

ჰეპარინ ნატრიუმი    50000 სე

ანესთეზინი ………………….   1.0 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს გააჩნია მაღალი ფარმაკოლოგიური აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია მის შემადგენლობაში შემავალ შემდეგ აქტიურ ნივთერებებთან:

ჰეპარინ ნატრიუმის მარილი: გააჩნია ანტიკოაგულანტური, თრომბოლიზური მოქმედება, რომელიც ამცირებს შედედების პლაზმური ფაქტორების აქტივობას, აგრეთვე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც გამოიხატება ჰიალურონიდაზის აქტიურობის დათრგუნვით;

ცხენისწაბლას ექსტრაქტი (1:1 ეთანოლ 60): შემადგენლობაში არსებული ტრიტერპენული საპონინების წყალობით, ამჟღავნებს ანთების საწინააღმდეგო, ვენების მატონიზირებელ, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებებს. ასტაბილირებს სისხლძარღვთა გამტარიანობას, ამაგრებს კაპილარების კედლებს, ამცირებს ლიმფოსტაზს, ხელს უშლის სტაზის განვითარებას, რითაც აძლიერებს ჰეპარინის მოქმედებას.

ანესთეზინი: ავლენს ადგილობრივ გამაყუჩებელ მოქმედებას შეშუპების, კანის ანთების (რომელიც დაკავშირებულია ვენების ვარიკოზულ გაგანიერებესთან), კანქვეშა ჰემატომების (სისხლჩაქცევების), ტრავმების დროს.

ჩვენებები:

  • დამხმარე თერაპია: შეშუპების მკურნალობა და პროფილაქტიკა (ტრავმული);
  • კანქვეშა ჰემატომები;
  • ვენური სისხლის მიმოქცევის მოშლა.
  • ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  • თრომბოზი;
  • ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება ქვედა კიდურებში.

მიღების წესი და დოზირება:

კანის დაზიანებულ ადგილებზე გელის თხელი ფენის შეზელვით 3-5-ჯერ დღე-ღამეში.

არ გამოიყენება სახვევის და ელასტიური წინდის ქვეშ

გვერდითი მოვლენები:

შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია (ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის ადგილობრივი ანთება, წვა);

უკუჩვენებები:

* მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

* არ იხმარება ღია ჭრილობებზე, ლორწოვან გარსზე და დასხივებით დაზიანებულ კანზე.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომელთაც გააჩნიათ სისხლდენისკენ მიდრეკილება.

♦ ალერგიული რეაქციის გამოვლენისას (ჭინჭრის ციება ქავილი, წვა ან გულისრევა) უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.

♦ დაუშვებელია პრეპარატის თვალის მიდამოში მოხვედრა.

გავლენა სატრანსპორტო და მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის ფორმა და გამოყენების წესი უზრუნველყოფს დაცვას მისი გადაჭარბებული დოზით გამოყენებისგან. გადაჭარბების ვარაუდის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია;

ჰეპარინის ანტიდოტს წარმოადგენს პროტამინ სულფატი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ადგილობრივი გამოყენების დროს ჰეპარინის ნატრიუმის მარილის რეზორბცია სისხლში შეზღუდულია.

– შიგნით მისაღებ სხვა ანტითრომბულ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ, შესაძლოა დააჩქაროს ჰეპარინის მოქმედება და გაახანგრძლივოს სისხლის პლაზმის შედედების დრო.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, დახურულ შეკვრაში, შუქისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები