მწარმოებელი: NATUR PRODUKT

მოქმედი ნივთიერება: სალბი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საწუწნი ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

სალბის ექსტრაქტი ……….    12.5 მგ

სალბის ესენცია ……………     2.4 მგ

დამხმარე ნივთიერებები : ასკორბინის მჟავა ,   ვაშლის მჟავა , ასპარტამი , სორბიტი , სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი ,   მაგნიუმის სტეარატი ,   საქარინი , სორბიტოლი , მაგნიუმის სტეარატი , საღებავი E -104, საღებავი E -132, არომატული დანამატი ,, თაფლი “.

აღწერილობა:

ბრტყელი , დაქანებული კიდეებით , მოცისფრო – მომწვანო ფერის , სპეციფიკური სუნის მქონე ტაბლეტები , შედარებით უფრო ღია და მუქი ფერის ჩანართებით . ტაბლეტის ორივე მხრეზე არის გრავირება > ხის ფონზე

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მცენარეული წარმოშობის ანტისეპტიკური საშუალება

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კომბინირებული პრეპარატი , რომელიც შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს . ავლენს ანთების საწინააღმდეგო ანტიმიკრობულ და ამოსახველებელ მოქმედებას . გააჩნია შემახორცებელი თვისებები .

გამოყენების ჩვენება:

გამოიყენება ზემო სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების ( ანგინა , ლარინგიტი , ფარინგიტი და სხვ .), პირის ღრუს ( სტომატიტი , გინგივიტი ) სამკურნალოდ , კომპლექსურ თერაპიაში .

უკუჩვენება;

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე .

მიღების გზები და დოზირება:

საჭიროა პირის ღრუში გაჩერება სრულ გაწოვამდე . – მოზრდილები დღეში 6 ტაბლეტი 2 საათის ინტერვალით .

–           5 წლამდე ბავშვები : დღეში 2 ტაბლეტი , 4 საათზე მეტი ინტერვალით ;

–           5- დან 10 წლამდე ბავშვები : დღეში 3 ტაბლეტი , 4 საათიანი ინტერვალით .

გვერდითი ეფექტები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები .

განსაკუთრებული მითითებები:

ეფექტის არარსებობისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია .

გამოშვების ფორმა:

10 ტაბლეტი პვქ / ალ ბლისტერში ან 2, 4, 6, 8 ტაბლეტი ალ / ალ სტრიპში .

1, 2, 3, 4, 5 ბლისტერი ან სტრიპი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში .

10, 12 ტაბლეტი ალ / ალ სტრიპი ; 10, 15 ბლისტერი ან სტრიპი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში .

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე , სინათლისგან დაცულ ადგილას .

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .

შენახვის ვადა:

3 წელი ;

შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება .

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ურეცეპტოდ

მწარმოებელი :

ნატურ პროდუკტ ევროპა ბ . ვ ., ნიდერლანდები

Facebook კომენტარები