საერთაშორისო დასახელება:

SODIUM CHLORIDE

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ცხვირში შესასხურებელი ხსნარი: ფლაკონში 44 მლ

1 მლ

ნატრიუმის ქლორიდი ………    6.5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბენზილის სპირტი, გამოხდილი წყალი, ნატრიუმის ერთფუძიანი ფოსფატი, ნატრიუმის ორფუძიანი ფოსფატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი.

ფარმაკოლოლგიური თვისებები:

ეფექტურად ატენიანებს ცხვირის ლორწოვან გარსს, ათხელებს სქელ ლორწოს, არბილებს მშრალ ფუფხებს ცხვირის ღრუში და ხელს უწყობს მათ ადვილად მოცილებას. ხსნარის pH შეესაბამება ცხვირის ლორწოვანი გარსის ბუნებრივი სეკრეტორული სითხის pH -ს.

ჩვენებები:

  • ახალშობილთა ცხვირის ჰიგიენური მოვლა;

  • ეფექტურია ასევე ბავშვებსა და მოზრდილებში ცხვირის ღრუს გასასუფთავებლად ლორწოსაგან და ცხვირის ლორწოვანი გარსის მშრალი ქერქისაგან;

  • სხვადასხვა ეტიოლოგის რინიტებისას.

მიღების წესი და დოზირება:

ძლიერად მოუჭირეთ ფლაკონს და შეისხურეთ ყოველ ნესტოში ახალშობილებისა და ბავშვებისათვის – თითო შესხურება მოზრდილებში – ორ-ორი შესხურება თითოეულ ნესტოში.

შესხურებისას თავი უკან არ გადასწიოთ  და ფლაკონი არ გადააბრუნოთ. ფლაკონის ვერტიკალურ მდგომარეობაში მოჭერისას, ფლაკონიდან ხსნარი სპრეის სახით გამოიყოფა; ჰორიზონტალურ მდგომარეობაში – სითხის ნაკადის სახით; გადაბრუნებულ მდგომარეობაში – წვეთებით.

გამოყენების შემდეგ ფლაკონზე მოთავსებული სასხურებელი კარგად გაწმინდეთ.

გვერდითი მოვლენები:

დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

მონაცემები პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებზე ზემოქმედების შესახებ არ არსებობს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები