ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს ახასიათებს ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი და ნაღვლმდენი მოქმედება, ხსნის შეშუპებებს, აძლიერებს იმუნიტეტს, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას.

ჩვენება:

გამოიყენება მასტიტების, მასტოპათიების, ჭრილობების, კანისა და ლორწოვანის ჩირქოვანი და ანთებითი პროცესების დროს.

პირის ღრუს, სასუნთქი და საშარდე სისტემის ჩირქოვანი ანთებითი დაავადების: ბრონქიტის, რინიტის, გინგივიტის, პარადონტიტის, პიელონეფრიტის, კოლპიტის, ენდომეტრიოზის, პროსტატიტის, ცისტიტის, შარდის შეუკავლობის, ქოლიცისტიტის, კოლიტის, ბუასილის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების მოსაწესრიგებლად, რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ანთებითი პროცესების სამკურნალოდ.

უკუჩვენება:

მკურნალობის დროს წინააღმდეგნაჩვენებია ალკოჰოლის, მწარე და ცხარე საჭმლის, ღორის და ცხვრის ხორცის მიღება.

მიღების წესი და დოზირება:

დასაწყისში ინიშნება თითო კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს. მკურნალობის დაწყებიდან 6-7 დღის შემდეგ “სალხინო” სასურველია მიღებულ იქნას 3-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, მეოთხედ – ძილის წინ, თითოეული კაფსულის მიღების დროს აუცილებლია ერთ ჭიქა წყლის მიყოლება.

დისკომფორტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს ისევ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. შესაძლებელია დოზის შემცირება – თითო კაფსულა დღეში 2-ჯერ. დოზის გაზრდა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. მცირეწლოვან ბავშვებზე მიღების დოზა არ არის შესწავლილი.

გვერდითი მოვლენები:

არ არის გამოვლენილი.

გამოშვების ფორმა:

90 კაფსულა ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში; ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილზე

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

Facebook კომენტარები