ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს ახასიათებს ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი და ნაღვლმდენი მოქმედება ხსნის შეშუპებებს, აძლიერებს იმუნიტეტს, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას.

ჩვენება:

გამოიყენება მასტიტების, მასტოპათიების, ჭრილობების, კანისა და ლორწოვანის ჩირქოვანი და ანთებითი პროცესების დროს.

პირის ღრუს, სასუნთქი და საშარდე სისტემის ჩირქოვანი ანთებითი დაავადების: ბრონქიტის, რინიტის, გინგივიტის, პარადონტიტის, პიელონეფრიტის, კოლპიტის, ენდომეტრიოზის, პროსტატიტის, ცისტიტის, შარდის შეუკავებლობის, ქოლიცისტიტის, კოლიტის, ბუასილის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების მოსაწესრიგებლად, რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ანთებითი პროცესების სამკურნალოდ.

უკუჩვენება:

* მკურნალობის დროს წინააღმდეგ ნაჩვენებია ალკოჰოლის, მწარე და ცხარე საჭმლის, ღორის და ცხვრის ხორცის მიღება.

მომზადების წესი:

მომინანქრებულ ჭურჭელში ჩაასხით 0.5ლ წყალი, აადუღეთ 1-2წუთი, გადმოდგით და უმალ ჩაყარეთ 1 გრ (1 ფლაკონი) ფხვნილი, მოურიეთ, კარგად, დაახურეთ და გააცივეთ (ნაყენი შეგიძლიათ გაწუროთ ორმაგ მარლაში).

მიღების წესი და დოზირება:

მომზადებული წამლის მიღება მოსინჯეთ სუფრის კოვზით. იმ შემთხვევაში, თუ წამალმა დისკომფორტი გამოიწვია, გააგრძელეთ წამლის მიღება დღეში 5-6-ჯერ. შეჩვევის შემდეგ აუცილებელია ნელ-ნელა გაიზარდოს დოზა 50 მლ-მდე, 5-6-ჯერ დღეში. წამლის დოზის მომატება, 100 მლ 3-4-ჯერ დღეში, გაორმაგებული კონცენტრაციით(2 ფლაკონი 0.5 წყალში), ან იგივე დოზით (ერთი შუშა 0.5ლ წყალში).

გართულებული მასტიტის დროს, სველ-სველი საფენები ეფინება მთლიან მკერდზე, იცვლება გაშრობამდე. ჭრილობის დროს კეთდება ტამპონი ან საფენები.

გინეკოლოგიური დაავადებების დროს საშოს ტამპონები ან ოყნის სახით გამორეცხვები.

ბუასილის დროს 1გრ.იხსნება 1.5ლ წყალში, კეთდება გამორეცხვები ოყნის სახით დღეში 1-ჯერ 5 დღის განმავლობაში.

ყველა პროცედურასთან ერთად აუცილებელია წამლის დალევა საბოლოო განკურნებამდე.

მომზადებული ნაყენი ინახება 48 საათი გრილ ადგილას.

ერთი კოლოფი საკმარისია 10 დღე.

Facebook კომენტარები