მწარმოებელი: WORLD MEDICINE

შემადგენლობა:

10მლ სიროფი შეიცავს:

აქტიური კომპონენტები:

ვიტამინი A (რეტინოლი) ………………………1500ME
ვიტამინი E
(ალფა – ტოკოფეროლ აცეტატის ფორმით) …..
7ME
ვიტამინი D3 
(ქოლეკალციფეროლის სახით) ………………..
400ME
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) ………………60მგ
ვიტამინი PP (ნიკოტინამიდი) ………………..12მგ
ვიტამინი B1 (თიამინი) ……………………….1მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) ………………..1,2 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) …………………1,5 მგ
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი)………………1,5 მგ
ფოლის მჟავა …………………………………..0,1 მგ
D–პანთენოლი ………………………………….2მგ


დამხმარე ნივთიერებები:

მეთილპარაამონობენზოის მჟავა, პროპილ პარაამინობენზოის მჟავა, აკაცია, საქაროზა, თხევადი გლუკოზა, პროპილ გალაგი, ჰიდროქსი ანიზოლი, თეინ 80, პროპილენგლიკოლი, თიოშარდოვანა, დისოდიუმ ედეტატი, შავი მოცხარი, ნექტარი და გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

სიროფი ბავშვებისათვის სანოვიტი შეიცავს ვიტამინების კომპლექსს, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს მეტაბოლური პროცესებისთვის.

ვიტამინი A მონაწილეობს სხვადასხვა ნითიერებების სინთეზში (ცილები, ლიპიდები, მუკოპოლისაქარიდები) და უზრუნველყოფს კანის, ლორწოვანი გარსის, ასევე მხედველობის ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას.

ვიტამინი E ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით, ინარჩუნებს ერთროციტების სტაბილობას, უზრუნველყოფს ჰემოლიზისგან დაცვას, ახდენს დადებით გავლენას ნერვულ და კუნთოვან ქსოვილზე.

ვიტამინი D3 ასრულებს მნიშვნელოვან როლს კალციუმისა და ფოსფორის ბალანსის შენარჩუნებაში. მისი უკმარისობისას ძვლოვან ქსოვილში კალციუმის შემცველობა მცირდება (ოსტეოპოროზი).

ვიტამინი C ამაღლებს ორგანიზმის გამძლეობას ინფექციისადმი, აქვეითებს ანთებით რეაქციებს.

ვიტამინი C მონაწილეობს რიგი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დაჟანგვაში, შემართებელ ქსოვილში ცვლის რეგულაციაში, ნახშირწყლოვან ცვლაში, სისხლის შედედებაში.

ვიტამინი B1 ახდენს გულის მუშაობის და ნერვული სისტემის ნორმალიზებას.

ვიტამინი B2 უზრუნველყოფს ქსოვილების რეგენერაციის პროცესს, მათ შორის კანის უჯრედებისას.

ვიტამინი B6 უზრუნველყოფს ძვლების, კბილების, ღრძილების სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებას. გავლენას ახდენს ერითროპოეზზე, უზრუნველყოფს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას.

ვიტამინი B12 მონაწილეობს ერთროპოეზში. უზრუნველყოფს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

B ჯგუფის ვიტამინები მონაწილეობენ სხვადასხვა ფერმენტების წარმოქმნაში, რომლებიც არეგულირებენ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას.

ვიტამინი PP და Dპანთენოლი  – კოფერმენტებია, რომლებიც მონაწილეობენ ცილების მეტაბოლიზმში, ცხიმოვანი მჟავებისა და ქოლესტერინის სინთეზში, ენერგიის პროდუცირებაში და ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.

ფოლის მჟავამონაწილეობს ამინომჟვების, ნუკლეოტიდების, ნუკლეინის მჟავების სინთეზში, რაც აუცილებელია ნორმალური ერთროპოეზისათვის.

ჩვენებები:

სანივიტი სიროფი ბავშვებისათვის გამოიყენება სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ მდგომარეობებისას, რომელიც მიმდინარეობს ვიტამინებზე გაზრდილი მოთხოვნილებით:

სკოლის ასაკის ბავშვებში გადაღლა, მომატებული ფიზიკური და ნერვულ ფსიქიური დატვირთვა, უმადობისას და არარეგულარული, არასრულფასოვანი ან ერთგვაროვანი საკვები რაციონისას, გადატანილი დაავადების შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში, ორგანიზმის წინააღმდეგობის გაზრდის მიზნით ინფექციური და გაციებითი დაავადებების მიმართ. ქიმიოთერაპიული საშუალებების მიღებისას კომპლექსიურ თერაპიაში.

უკუჩვენებები:

სანოვიტ სიროფი უკუნაჩვენებია პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

განსაკუთრებული მითითებები:

შესაძლებელია შარდის შეფერვა ყვითლად– აბსოლუტურად უსაფრთხოა და აიხსნება სანოვიტ სიროფში რიბოფლავინის არსებობით. არ არის რეკომენდირებული სანოვიტ სიროფის მიღება ვიტამინის შემცეველ სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება.

გვერდითი ეფექტები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. არ უნდა გადააჭარბოთ რეკომენდირებულ სადღეღამისო დოზას, შემთხვევით მაღალი დოზით მიღებისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

რეტინოშემცველ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას შესაძლებელია გვერდითი მოქმედების რისკის გაზრდა.  C ვიტამინი ზრდის მოქმედებას და გვერდითი ეფექტს სულფანილამიდების ჯგუფის ანტიმიკრობული საშაულებებისას.

ბარბიტურატები და კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებმა შესაძლებელია დააქვეითოს D ვიტამინის აქტიობა.

მიღების მეთოდები და დოზები:

სანოვიტ სიროფი მიიღება შიგნით 1–ჯერ დღეში.

წლამდე ასაკის ბავშვები: სიროფის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 5 მლ (0,5 საზომი კოვზი) სიროფი დღეში.

ბავშვები1–დან 5 წლამდე: 7,5 მლ (0,75 საზომი კოვზი) სიროფი დღეში.

ბავშვები 5 წლიდან და ზევით: 10მლ (1 საზომი კოვზი) სიროფი დღეში.

მოზრდილებში: 10–15 მლ (1–1,5 საზომი კოვზი) სიროფი დღეში.

სანოვიტ სიროფი შეიძლება მიეცეს კოვზით ან შეერიოს ჩაის ან ხილის პიურეს. უმადობის დროს სიროფი უნდა მიეცეს ყოველდღიურად 1 თვის მანძილზე. განმეორებითი კურსი შეიძლება ჩატარდეს 1–3 თვის შემდეგ ან ექიმის რჩევის მიხედვით.

შენახვის პირობები:

ინახება 250C ქვევით ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გამოშვების ფორმა:

100მლ სიროფი მუქი ფერის ფლაკონში დოზირებული კოვზით.

აფთიაქიდან გაცემა:

გაიცემა ურეცეპტოდ.

Facebook კომენტარები