საერთაშორისო დასახელება:

NAPHAZOLINE

მწარმოებელი: IVAX, ჩეხეთი

მოქმედი ნივთიერება: ნაფაზოლინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ალფა-ადრენოსტიმულატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

0.1% ემულსია ინტრანაზალური გამოყენებისათვის: ფლაკონში 10 მლ

1 მლ 1 ფლ

ნაფაზოლინის ნიტრატი ……..   0.001 გ 0.01 გ

დამხმარე ნივთიერებები:

ევკალიპტის ეთერზეთი 0.25 მგ,. ბორის მჟავა 0.3 გ, ვაზელინის ზეთი 1.15 გ, სტერილური წყალი 10 მლ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნაფაზოლინი მიეკუთვნება ალფა-ადრენორეცეპტორების ჯგუფს, იწვევს სისხლძარღვთა შევიწროვებას, ლორწოვანთან შეხებისას მისი სისხლძარღვთა შემავიწროებელი თვისებიდან გამომდინარე, ამცირებს შეშუპებას, ჰიპერემიას, ექსუდაციას. ამსუბუქებს ცხვირით სუნთქვას რინიტების დროს.

ჩვენებები:

  • მწვავე რინიტი;
  • სინუსიტი;
  • ევსტახიტი;
  • ლარინგიტი;
  • რინოსკოპიის ჩატარების გასაადვილებლად;
  • ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად.

მიღების წესები და დოზირება:

ინტრანაზალურად: 2-3-ჯერ დღეში ემულსიის 1-3 წვეთი ცხვირის თითოეულ ნესტოში.

სანორინის მიღება ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში არ შეიძლება. თუ ცხვირით სუნთქვა გაუმჯობესდება, სანორინის მიღების შეწყვეტა შეიძლება უფრო ადრე; პრეპარატის განმეორებითი მიღება შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ.

ცხვირიდან სისხლდენის შემთხვევაში შეიძლება პრეპარატში დასველებული ტამპონის გამოყენება.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებული დოზის გამოყენების შემთხვევაში პრეპარატი კარგად გადაიტანება. პაციენტებს მომატებული მგრძნობელობით იშვიათად შეიძლება გამოუვლინდეს სუსტი გვერდითი მოვლენები: ცხვირის ლორწოვანი გარსის წვითა და სიმშრალით. იშვიათ შემთხვევაში პრეპარატის მოქმედების გავლის შემდეგ იყოს ძლიერი ცხვირის დაცობის შეგრძნება.

იშვიათად ვლინდება ზოგადი მოვლენები სიმპათიკური ნერვული სისტემის გაღიზიანების შედეგად. მაგალითად: თავის ტკივილი, ტრემორი (თრთოლვა), არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია.

პრეპარატის ხშირმა და ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის გამოშრობა და დაცობის შეგრძნება.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* ქრონიკული რინიტი;

* არტერიული ჰიპერტენზია;

* გულის უკმარისობა;

* ტაქიკარდია;

* ფარისებრი ჯირკვლის გადიდება;

*  შაქრიანი დიაბეტი.

* ერთდროულად მაო-ს ინჰიბიტორებთან მიღება და 14 დღის განმავლობაში მაო-ს ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტის შემდეგ:

*  ბავშვები 2 წლამდე.

განსაკუთრებული მითითებები:

მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ სანორინის ხანგრძლივი დროით გამოყენებისას მისი სისხლძარღვების შემავიწროებელი ეფექტი თანდათანობით მცირდება. არსებობს პრეპარატისადმი დამოკიდებულების სინდრომის წარმოშობის საშიშროება.

ჭარბი დოზირება:

სანორინის ხანგრძლივად გამოყენება იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის გაჯირჯვებას და ცხვირის ღრუს დახშობის შეგრძნებას. ჭარბი დოზირების სიმპტომების წარმოშობის საშიშროება არსებობს მოზარდებში და გამოიხატება ძილიანობით, მომატებული ოფლიანობით, სხეულის ტემპერატურის დაქვეითებით, არტერიული წნევის დაქვეითებით ან მომატებით. მკურნალობა სიმპტომატურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სანორინისა და მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება და გულის რითმის მუშაობის დარღვევა, ამიტომ არ არის რეკომენდებული სანორინისა და მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული მიღება. აგრეთვე მისი მიღების შეწყვეტიდან 14 დღის განმავლობაში სანორინის გამოყენება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გაყინვა დაუშვებელია.

Facebook კომენტარები