მწარმოებელი:

Abdi Ibrahim Ilac San ve Tic A.S., TURKEY

შემადგენლობა:

ყოველი ტაბლეტი აქტიური ინგრედიენტების სახით შეიცავს:

კანდესარტანის ცილექსეტილი ……………………. 16 მგ

12.5 მგ  ჰიდროქლოროთიაზიდი ………………. 12.5 მგ

ასევე რკინის წითელ და ყვითელ ოქსიდებს საღებავების სახით.

ფარმაკოლოგური თვისებები:

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

კანდესარტანის ცილექსეტილი წარმოადგენს პერორალური გამოყენების პრო-მედიკამენტს, რომელიც გასტროინტესტინური ტრაქტიდან აბსორბციის შემდეგ ეთეროვანი ჰიდროლიზის შედეგად სწრაფად გარდაიქმნება აქტიურ ნივთიერებად – კანდესარტანად.

კანდესარტანი წარმოადგენს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტს, სელექტიურად მოქმედებს AT1 რეცეპტორზე, რომელსაც მჭიდროდ უკავშირდება და ხასიათდება ნელი დისოციაციით. პრეპარატს არ გააჩნია აგონისტური აქტივობა აღნიშნული რეცეპტორის მიმართ.

კანდესარტანი არ უკავშირდება და არ თრგუნავს კარდიოვასკულურ რეგულაციაში მონაწილე სხვა ჰორმონულ რეცეპტორებს ან იონურ არხებს.

კანდესარტანი არ ახდენს ზეგავლენას ანგიოტენზინის გარდამქნელ ფერმენტზე (აგფ) და სხვა ფერმენტულ სისტემებზე. შესაბამისად, ხველის განვითარების ალბათობა ნაკლებია, რადგან არ ახდენს ზეგავლენას კინინისა და სხვა სუბსტანციების მეტაბოლიზმზე.

ჰიდროქლოროთიაზიდი თრგუნავს ნატრიუმის რეაბსორბციას თირკმლის დისტალურ მილაკებში და ზრდის ნატრიუმის, ქლორისა და წყლის სეკრეციას. კალიუმის და მაგნიუმის რენული ექსკრეცია დოზადამოკიდებულია, ხოლო კალციუმის რეაბსორცია მაღალია. ჰიდროქლორთიაზიდი ამცირებს პლაზმისა და უჯრედგარე სითხის მოცულობას, ამცირებს გულის წუთმოცულობას და არტერიულ წნევას. ხანგრძლივი მკურნალობის დროს, პერიფერიული რეზისტენტობის შემცირება ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას.  კანდესარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაცია იძლევა დამატებით ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს. ჰიპერტენზიის მკურნალობის დროს კანდესარტანისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია იწვევს არტერიული წნევის ხანგრძლივ და დოზა დამოკიდებულ შემცირებას. კომბინაცია ამავე დროს არ მოქმედებს გულისცემის სიხშირეზე. მკურნალობის დაწყებისას არ ვლინდება მწვავე ან მნიშვნელოვანი პირველი დოზის ჰიპოტენზია და ასევე არ არის გამოხატული “უკუგების ეფექტი” მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. პრეპარატის ერთჯერადი დოზის შეყვანის შემდეგ ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ვლინდება ჩვეულებრივ 2 საათში. ნებისმიერი დოზით მუდმივი მიღებისას არტერიული წნევის მაქსიმალური შემცირება ჩვეულებრივ მიიღწევა 4 კვირაში, და ეს დონე ნარჩუნდება გახანგრძლივებული გამოყენებისას.

სარტონი პლიუსის დღეში ერთხელ მიღება უზრუნველყოფს არტერიული წნევის თანდათანობით და ეფექტურ დაქვეითებას 24 საათის განმავლობაში, მცირე განსხვავებით მაქსიმალურ და მინიმალურ ეფექტებს შორის დოზირების ინტერვალის (სამკურნალო პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი) განმავლობაში. კანდესარტანის ცილექსეტილისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია ერთნაირად მოქმედებს ყველა პაციენტში ასაკის და სქესის მიუხედავად.

ეპიდემილოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰიდროქლოროთიაზიდის ხანგრძლივი გამოყენება ამცირებს კარდიოვასკულური ავადობის და სიკვდილიანობის რისკს.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

აბსორბცია და განაწილება:

კანდესარტანის ცილექსეტილი

ორალური მიღების შემდეგ კანდესარტანის ცილექსეტილი გარდაიქმნება აქტიურ ნივთიერებად კანდესარტანად. კანდესარტანის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა კანდესარტანის ცილექსეტილის ტაბლეტის პერორალური მიღების შემდეგ დაახლოებით 14%-ია. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა ტაბლეტის მიღებიდან 3-4 საათში. კანდესარტანის პლაზმური კონცენტრაცია დოზირების თერაპიულ ინტერვალში დოზის გაზრდის შესაბამისად ხაზობრივად იზრდება. კანდასერტანის ფარმაკოკინეტიკაში არ არის აღწერილი სქესთან დაკავშირებული რაიმე განსხავვება. საკვები არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას კანდესერტანის პლაზმური კონცენტრაციის დროში ცვლილებების მრუდქვეშა ფართობზე (AUC). კანდესარტანი მნიშვნელოვნად უკავშირდება პლაზმის პროტეინებს (>99%). კანდესრატანის განაწილების მოცულობა არის 0.1 ლ/კგ. ჰიდროქლოროთიაზიდი

ორალური მიღებისას ჰიდროქლოროთიაზიდი სწრაფად შეიწოვება გასტროინტესტინალური ტრაქტიდან, მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 70%-ს. აბსორბციის მაჩვენებელი მატულობს 15%-ით, როდესაც მისი მიღება ხდება საკვებთან ერთად. ბიოშეღწევადობა შეიძლება შემცირდეს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კარდიალური დარღვევები და შეშუპება. ჰიდროქლოროთიაზიდი უკავშირდება პლაზმის ცილებს დაახლოებით 60%-ით. განაწილების მოცულობა შეადგენს 0.8 ლ/კგ-ს.

მეტაბოლიზმი და ექსკერეცია:

კანდესარტანის ცილექსეტილი

კანდესარტანი ძირითადად გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდით და ნაღველით და მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა ღვიძლში მეტაბოლიზმის შედეგად. კანდესარტანის ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 9 საათს. მრავალჯერადი დოზების მიღების შემდეგ ადგილი არა აქვს რაიმე სახის კუმულაციას. კანდესარტანის საერთო კლირენსი არის დაახლოებით 0.37 მლ/წთ/კგ, ხოლო თირკმლის კლირენსია 0.19 მლ/წთ/კგ. ხანდაზმულებში (65-ზე წელზე ზევით) კანდესარტანის Cmax და AUC მატულობს ახალგაზრდა სუბიექტებთან შედარებით, თუმცა საწყისი დოზის შეცვლა საჭირო არ არის.. 14C-ნიშანდებული კანდესრატანის ცილექსეტილის ორალური შეყვანისას შარდით გამოიყოფა დაახლოებით დოზის 26% კანდესარტანის სახით და 7% მეტაბოლიტების სახით, ხოლო ფეკალური მასებით კანდესარტანის სახით გამოიყოფა დოზის 56%, ხოლო ინაქტივირებული მეტაბოლიტის სახით დოზის 10%.

ჰიდროქლოროთიაზიდი

ჰიდროქლოროთიაზიდი არ მეტაბოლიზდება  და იგი შეუცვლელი სახით გამოიყოფა გლომერული ფილტრაციით და მილაკოვანი სეკრეციით. ჰიდროქლოროთიაზიდის ნახევარდაშლის პერიოდი არის 8სთ. მიღებული ორალური დოზის დაახლოებით 70% გამოიყოფა შარდით. კანდესარტანთან კომბინირებისას ჰიდროქლოროთიაზიდის ნახევარდაშლის პერიოდი არ იცვლება (8სთ). კომბინაციის ხანგრძლივად გამოყენებისას ჰიდროქლოროთიაზიდი არ განიცდის კუმულაციას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები სპეციალურ პოპულაციებში:

კანდესარტანის ცილექსეტილი

Cmax და AUC  მნიშვნელობები 50-80% მაღალია ხანდაზმულებში (65 წელი და მეტი) ახალგაზრდა პოპულაციასთან შედარებით. მიუხედავად ამისა, ჰიპოტენზიური ეფექტი და გვერდითი მოვლენები მსგავსია ხანდაზმულ და ახალგაზრდა პოპულაციებში. თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის განმეორებითი დოზების შეყვანისას გამოვლინდა კანდესრატანის  Cmax და AUC მნიშვნელობების შესაბამისად 50%-ით და 70%-ით მომატება, თუმცა არ აღინიშნება T1/2 მაჩვენებლის ცვლილება თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში ცვლილებები შესაბამისად დაახლოებით 50% და 110%-ია,. კანდესარტანის ნახევარდაშლის პერიოდი დაახლოებით ორჯერ იზრდება თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში. პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში თირკმლის მწავე უკმარისობის მქონე პაციენტებში კანდესარტანის ფარმაკოკინეტიკის მსგავსია. გამოვლინდა კანდესარტანის AUC–ის 20%-იანი გაზრდა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის უკმარისობა.

ჰიდროქლოროთიაზიდი

ჰიდროქლოროთიაზიდის ნახევარდაშლის პერიოდი ხანგრძლივდება თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ჩვენებები:

ესენციური არტერიული ჰიპერტენზია, როდესაც მხოლოდ მონოთერაპია კანდესარტანით ან ჰიდროქლოროთიაზიდით არ არის საკმარისი.

უკუჩვენებები:

უკუნაჩვენებია როდესაც აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა მოცემული პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ან სულფონამიდის წარმოებულების (ჰიდროქლოროთიაზიდი არის სულფონამიდის წარმოებული) მიმართ, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, თირკმლის მწვავე უკმარისობისას,  ღვიძლის მწვავე უკმარისობის და/ან ქოლესტაზის დროს, აგრეთვე მკურნალობისადმი რეზისტენტული ჰიპერკალიემიის და ჰიპერკალციემიის დროს.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები:

თირკმლის არტერიის სტენოზი: სხვა სამკურნალო პრეპარატებმა, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, ბილატერალური თირკმლის არტერიის სტენოზის ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზის მქონე პაციენტებში, შეიძლება გაზარდონ სისხლში შარდოვანას და შრატის კრეატინინი. მსგავსი ეფექტები მოსალოდნელია ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტების შემთხვევაშიც.

ინტრავასკულური მოცულობის შემცირება: რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი სხვა პრეპარატების მსგავსად, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებმაც შესაძლოა გამოიწვიონ სიმპტომური ჰიპოტენზია ჰიპოვოლემიის  მქონე პაციენტებში  (მაგალითად, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ დიურეზულებით, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა). სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო სარტონი პლიუსით მკურნალობის დაწყებისას და უნდა ვეცადოთ ვაწარმოოთ ჰიპოვოლემიის კორექცია.

თირკმლის ფუნქციის დარღვევები: თირკმლის დარღვევების მქონე ჰიპერტენზიულ პაციენტებში სარტონი პლიუსის გამოყენებისას რეკომენდებულია პლაზმაში კალიუმის და კრეტინინის დონეების პერიოდული მონიტორინგი.  ცნობილია მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის მონაცემები იმ პაციენტების შესახებ, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის მწვავე ან ბოლო სტადიის დარღვევები (კრეატინინის კლირენსი

თირკმლის გადანერგვა: არ არსებობს რაიმე სახის მონაცემები სარტონი პლიუსის მიღების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებშიც განხორციელდა თირკმლის გადანერგვა.

ღვიძლის უკმარისობა: სითხის და ელექტროლიტების დისბალანსმა შეიძლება დააჩქაროს ღვიძლისმიერი კომა, ამიტომ სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო თიაზიდების გამოყენებისას ღვიძლის უკმარისობის ან ღვიძლის პროგრესირებადი დაავადების მქონე პაციენტებში.

აორტის და მიტრალური სარქვლის სტენოზი (ობსტრუქციული  ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია): ისევე როგორც სხვა ვაზოდილატატორების შემთხვევაში სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი აორტის ან მიტრალური სარქვლის სტენოზი ან ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია.

პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი: პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი, ზოგადად არ ექნებათ რეაქცია ანტიჰიპერტენზიულ სამკურნალო პრეპარატებზე, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული სისტემის საშუალებით. ამის გამო სარტონი პლიუსის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ელექტროლიტური დისბალანსი: შარდმდენებით მკურნალობისას რეგულარულად უნდა გაკონტროლოდეს პლაზმაში ელექტროლიტების დონე. თიაზიდები, ჰიდროქლოროთიაზიდის ჩათვლით, იწვევენ სითხის ან ელექტროლიტების დისბალანსს (ჰიპერკალციემია, ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია, და ჰიპოქლორემიული ალკალოზი). ზოგჯერ, თიაზიდური შარდმდენები იწვევენ კალციუმის მცირე მატებას კალციუმის ექსკრეციის შემცირებით. აშკარა ჰიპერკალციემია შეიძლება იყოს ფარული ჰიპერპარათირეოდიზმის ნიშანი. ამის გამო, პარათირეოიდული ფუნქციის ტესტების განხორციელებამდე უნდა შეწყდეს თიაზიდების გამოყენება.

ჰიდროქლოროთიაზიდი ზრდის კალიუმის ექსკრეციას და იწვევს ჰიპოკალიემიას. ეს ეფექტი ნაკლებადაა გამოხატული კანდესარტანის ცილექსეტილთან კომბინაციაში გამოყენებისას. სარტონი პლიუსით მკურნალობისას ჰიპოკალიემიის რისკი შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ციროზი, პოლიურია, ორალური ელექტროლიტების არასაკმარისი მიღება, იყენებენ კორტიკოსტეროიდებს ან ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონს (ACTH).

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენების მონაცემებზე დაყრდნობით, კანდესერტანის გამოყენებამ კალიუმ-დამზოგველ დიურეზულებთან, კალიუმის დანამატებთან, ან სხვა სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის დონე (მაგ., ჰეპარინი), შეიძლება გამოიწვიონ პლაზმაში კალიუმის მატება ჰიპერტენზიულ პაციენტებში.

მეტაბოლური და ენდოკრინული ეფექტები: თიაზიდური შარდმდენებით მკურნალობა ამცირებს გლუკოზისადმი ტოლერანტობას. შეიძლება საჭირო გახდეს დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების, მათ შორის ინსულინის  დოზის რეგულირება. ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეებმა შეიძლება მოიმატოს. სარტონი პლიუსის შემადგენლობაში არსებული 12,5მგ ჰიდროქლოროთიაზიდი მსგავს ეფექტს მცირედ ან საერთოდ არ იწვევს. თიაზიდური შარდმდენები ზრდიან პლაზმაში შარდმჟავას კონცენტრაციას და შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრა წინასწარგანწყობილ პაციენტებში.

ზოგადი: პაციენტებში, რომელთა სისხლძარვოვანი ტონუსი და რენული ფუნქცია უპირატესად დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე (მაგალითად პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ გულის მწვავე შეგუბებითი უკმარისობა ან თირკმლის დაავადება, მათ შორის თირკმლის არტერიის სტენოზი), აღნიშნულ სისტემაზე მოქმედი სხვა სამკურნალო პრეპარატებით მკურნალობა დაკავშირებული იყო მწვავე ჰიპოტენზიასთან, აზოტემიასთან, ოლიგურიასთან და იშვიათად თირკმლის მწვავე უკამარისობასთან. მსგავსი ეფექტების შესაძლებლობა არ უნდა გამოირიცხოს ანგიოტენზინ II რეცეპტორული ანტაგონისტებით მკურნლობისას თუმცა სარტონი პლიუსით მკურნალობის შემთხვევაში მსგავსი მოვლენები არ დაფიქსირებულა. ისევე როგორც სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების შემთხვევაში, სისხლის წნევის მკვეთრი შემცირება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ იშემიური კარდიოპათია ან იშემიური ცერებროვასკულარული დაავადება, შეიძლება გახდეს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის მიზეზი. ჰიდროქლოროთიაზიდის  მიმართ მომატებული მგრძნობელობა შეიძლება აღინიშნოს ალერგიის ან ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში.

სისტემური წითელი მგლურა შეიძლება გააქტიურდეს ან მდგომარეობა გაუარესდეს თიაზიდური შარდმდენების გამოყენებისას.

პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს:

ორსულობის კატეგორიები: C (პირველი ტრიმესტრი) და D (მეორე და მესამე ტრიმესტრი)

ორსულებში სარტონი პლიუსის გამოყენების შესახებ არ არსებობს მონაცემები. ადამიანის ემბრიონში თირკმლის პერფუზია, რომელიც დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული სისტემის განვითარებაზე, იწყება მეორე ტრიმესტრში. ასე რომ ნაყოფზე ზიანის მიყენების რისკი იზრდება თუ სარტონი პლიუსი შეჰყავთ ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში.

ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გაზარდოს საშვილოსნოს და პლაცენტის სისხლმიმოქცევა და პლაზმის მოცულობა.

გარდა ამისა, მან შეიძლება გამოიწვიოს ნეონატალური თრომბოციტოპენია.

ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არ არის რეკომენდებული სარტონი პლუსის გამოყენება ორსულობის პერიოდში. თუ მკურნალობის პერიოდში დადგინდა ორსულობა, პრეპარატის  მიღება უნდა შეწყდეს.

პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის დროს: არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა კანდესარტანი ადამიანის რძეში. ჰიდროქლოროთიაზიდი გადადის დედის რძეში. ძუძუთა ასაკის ბავშვებზე პოტენციური გევრდითი მოვლენების გამო არ შეიძლება სარტონი პლიუსის დანიშვნა ლაქტაციის პერიოდში.

პრეპარატის ზეგავლენა ავტომანქანის ან სხვა მექანიზმების მართვაზე: სარტონი პლიუსის ზეგავლენა ავტომანქანის ან სხვა მექანიზმების მართვაზე ჯერ არ არის შესწავლილი, მაგრამ ფარმაკოდინამიკურ თვისებებზე დაყრდნობით კანდესარტანი სავარაუდოდ არ მოქმედებს ამ უნარზე. ავტომანქანის ან სხვა მექანიზმების მართვისას საყურადღებოა, რომ ანტიჰიპერტენზიული პრეპარატებით მკურნალობის პერიოდში შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა ან გადაღლა.

გვერდითი ეფექტები:

საკონტროლო კლინიკურ კვლევებში გვერდითი მოვლენები იყო მცირე და გარდამავალი და უტოლდებოდა პლაცებოს ეფექტებს. გვერდითი მოვლენების ინციდენტი არ იყო დაკავშირებული პრეპარატის დოზასთან და პაციენტის ასაკთან.

გვერდითი მოვლენებით განპირობებული პრეპარატის მიღების შეწყვეტის სიხშირე მსგავსი იყო სარტონი პლიუსისა (3.3%) და პლაცებოს (2.7%) ჯგუფებში.

სარტონი პლიუსის 8 კვირის განმავლობაში გამოყენება ორმაგი ბრმა, პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში ასოცირებული იყო შემდეგ გვერდით მოვლენებთან:

სარტონი პლიუსთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი (>1%) გვერდითი მოვლენები

 

 

კანდესარტანის ცილექსეტილი/ ჰიდროქლოროთიაზიდი
(n=526), %

პლაცებო 
(n=1025),%

თავის ტკივილი

5.5

3.2

ზურგის ტკივილი

2.4

3.0

თავბრუსხვევა

1.2

2.6

რესპირატორული ინფექცია

1.4

2.5

გრიპის მგავსი სიმპტომები

1.6

2.1

სინუსიტი

1.6

1.7

ბრონქიტი

1.4

1.7

საშარდე სისტემის  ინფექციები

0.4

1.4

გულისრევა

0.6

1.3

კანზე გამონაყარი

1.2

1.2

ტაქიკარდია

0.8

1.1

გადაღლა

0.8

1.1

აბდომინური ტკივილი

0.8

1.0

ფარინგიტი

1.0

1.0

პრეპარატის ჯგუფში AV ბლოკადა და ღებინება გამოვლინდა 0.5-1% მაჩვენებლით და არ აღნიშნულა პლაცებოს ჯგუფში.

ლაბორატორიული კვლევის მონაცემები: სტანდარტული ლაბორატორიული პარამეტრების კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები იშვიათად იყო დაკავშირებული სარტონი პლიუსის მიღებასთან. შარდმჟავის, შრატში გლუკოზისა და S-ALAT (S-GPT) მომატება (მაჩვენებლებით 1.1%, 1.0% და 0.9%, შესაბამისად) ოდნავ უფრო ხშირად იყო გამოვლენილი პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (0.4%, 0.2% და 0% შესაბამისად).

მცირე რაოდენობის პაციენტებში გამოვლინდა ჰემოგლობინის შემცირება და შრატის ASAT (SGOT) მომატება.

კანდესარტანის ცილექსეტილით მონოთერაპიისას პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში 8-კვირიანი მკურნალობისას >1% სიხშირით გამოვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლენები: ხველა, დიარეა, პერიფერიული შეშუპება, და რინიტი. იშვითად განვითარდა ანგიოედემა.

ჰიდროქლოროთიაზიდით მონოთერაპიის დროს გამოვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლენები: ანორექსია, კუჭის გაღიზიანება, ყაბზობა, სიყვითლე (ღვიძლშიდა ქოლესტაზური სიყვითლე), კანზე წითელი მგლურას მაგვარი რეაქციები, ვასკულიტები, ანაფილაქსიური რეაქციები, ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, ჰიპერურიკემია, ელექტროლიტური დისბალანსი (ჰიპერნატრიემიის და ჰიპერკალიემიის ჩათვლით), ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეების მომატება, შრატის კრეატინინისა და შარდოვანას აზოტის დონეების გაზრდა, კუნთების სპაზმი, გადაღლა, მოუსვენრობა, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ვერტიგო, ძილის დარღვევა.

არასასურველი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

გაგრძელება

Facebook კომენტარები